<3ახდილი საუბრები

ღამის 3 საათია, მეძინება, მაგრამ დაწოლა მეზარება, ამიტომ კომპიუტერთან ვზივარ და მოვიწყინე… skype-ში საინტერესო არავინაა, ვისთანაც ვისაუბრებ, ამიტომ ისევ ბლოგს მოვადექი…

დღეს ჩემს ბიძაშვილებთან ვიყავი, ერთერთ მათგანს ერთი თვის წინ ბაია შეეძინა და მხოლოდ ახლა ვინახულე. ძალიან საყვარელია. ისე მომინდა მეც მყავდეს ასეთი, ჩემი შვილი… მომინდა, რა. ახალი ამბავი არ არის, რომ ჰიპერსუპერ დედობრივი ინსტიქტები მაქვს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ჯერ ადრეა ჩემთვის ბავშვი. სხვათა შორის, ბოლო დღეებია forum.ge-ზე მშობლებთა კლუბის ხშირი სტუმარი ვარ და იმ საყვარელ არსებებს, რომ ვუყურებ, რომ ვკითხულობ დედების პოსტებს მათ მოვლაზე, ჯანმრთელობაზე, ჩაცმა-დახურვაზე და ა.შ. ერთი სული მაქვს, მეც შევუერთდე :)
დედაშვილობანა თითქმის ყველა გოგონას საყვარელი თამაშია, მაგრამ მე მარტო ამით არ შემოვიფარგლებოდი: მახსოვს, რაღაც წიგნი გქვონდა, სადაც ახალგაზრდა დედიკოებისთვის რჩევები ეწერა ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით და 10-11 წლის ასაკში ყოველღამე ვკითხულობდი ამ წიგნს.. ისე, საინტერესოა, ახლა სად არის. სიამოვნებით გადავავლებდი თვალს.

ამ თემაზე პოსტი ადრეც დავწერე და მეტს აღარ გავაგრძელებ :)

ჰო, კიდევ, 4 გოგო, ყავა, ნამცხვარი… და, რა თქმა უნდა, დავიწყეთ ჭორაობაც. არავინ არ გაგვიჭორავს, სხვადასხვა თემებს განვიხილავდით. ქართველებისთვის ერთობ მტკივნეულ თემას, ქალიშვილობასაც შევეხეთ. რომელ ფორუმზეც არ უნდა შეხვიდე, ყველგან თვალებში შეგეჩხირება ეს სიტყვა. ჩემი აზრით კი, უფრო მეტს ლაპარაკობენ ამ “ინსტიტუტზე”, ვიდრე ეს საჭიროა. მე, თვითონ, ვერცერთ უკიდურესობას ვერ ვიტან: ერთნი ამბობენ, ქალი თუ ქორწინებამდე ბიჭთან დაწვა, ბოზიაო… მეორენი, 20 წლის გოგო, რომ ქალიშვილი იქნება ავადმყოფიაო…
საბოლოო ჯამში, ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რას იზამს, მაგრამ ჩვენთან შიშის მომენტია. ზოგი ამას რელიგიურობით ხსნის, მაგრამ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რელიგია არაფერ შუაშია… უფრო იმის ეშინიათ, მერე ვეღარ გავთხოვდებიო, ჰოდა ამის გამო, მიდის ან უთავბოლო თავშეკავება (რასაც ბოლოს მართლა ავადმყოფობამდე მივყავართ), ან “აპკს არ შევეხოთ, სხვა რაც გინდა მიქენი”, ან ქორწილამდე 2დღით ადრე “ჭრა-კერვა” პლასტიკურ ქირურგთან :)

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ზრდასრული ადამიანები იყოთ ერთად, გიყვარდეთ ერთმანეთი და გოგომ იცოდე, რომ ბიჭი ქალებში დაწანწალებს… იმიტომ რომ, შენ მარტო კოცნი (არ მიყვარს სიტყვა “ზასაობა”) და ასე გრძელდება 2-3 წელი, სანამ ცოლად არ მოგიყვანს :|

აქ ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ჩემი მეგობარი შემოდის. ვიცი, ზოგიერთ მათგანს განსხვავებული შეხედულებები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეიძლება “გამკიცხოს” კიდეც იმის გამო, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ყველა მათგანი მეთანხმება და ბავშვობიდანვე ჩაწვეთებული რომ არ ჰქონდეთ, ეს ასე და ასე უნდა იყოსო, ისინიც ასე იფიქრებდნენ…

მე არაფერს არ ვქადაგებ. ერთადერთი რაც ინდა, ისაა რომ ხალხი მოეშვას სხვის პირადში ხელების ფათურს და თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, თავად წარმართოს საკუთარი ცხოვრება და გააკეთოს ის, რაც უნდა… იქნება ეს სექსი საყვარელ ადამიანთან, ვაშლის პეროგი თუ 25 აჯიმანია ყოველდილით.

Advertisements

Job wanTed!!!

ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ “ფეხს ვითრევდი” და ერთად რომ დაგროვდა, მეზარება…
ვერ ვიტყვი, რომ დღეები ერთმანეთს გავს, ყოველდღე რაღაც ახალი ხდება და ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ადრე. ალბათ იმიტომ, რომ ცოტათი უფრო დამოუკიდებელი გავხდი.
სამაგიეროდ, ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდება დამოუკიდებლობისათვის, ჯერ არ მაქვს: საკუთარი ფული…
1,2 ან 3 წლის წინ არც კი ვფიქრობდი იმაზე, რაც ახლა ძალიან მაწუხებს: მშობლებისთვის ფულის თხოვნა მრცხვენია, თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ ჩემი მქონდეს და, პრიცნიპში, ასეც უნდა იყოს.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ არაფერს ვაკეთებ ამისთვის. ერთი-ორი CV კი დავაგზავნე ინტერნეტში მოძებნილ ვაკანსიებზე (პრომო გოგონა), თუმცა არავინ გამომხმაურებია, ყველა სამუშაო გამოცდიელბას ითხოვდა…
ჩემი სამუშაო გამოცდილება კი, მხოლოდ და მხოლოდ, ჟUრნალი “ვიტამინია”, რომლის პირველი და უკანასკნელი ნომერი (ჩემი სტატიით ჩე გევარაზე) შარშანწინ, დეკემბერში გამოვიდა და მერე დაიხურა : )))
რეალურად, ეს დიდი პრობლემა არ არის. ერთ ადგილს თუ გავანძრევ, აუცილებლად გამოჩნდება რაღაც, თუმცა ახლა უკვე ზაფხული მოდის, გამოცდები, არდადეგები… (ამ უკანასკნელს ვერანაირი საზაფხულო სამუშაოს და ანაზღაურების გამო ვერ დავთმობ)!
ჰოდა, მტკიცედ ამქვს გადაწყვეტილი, მეორე კურსიდან რადაც არ უნდა დამიჯდეს მუშაობა დავიწყო. ბოლოსდაბოლოს, ერთი-ორ ბავშვს მაინც მოვამაზადებ ინგლისურში.
და ისიც ვიცი, პირველ “ხელფასს” რაში დავხარჯავ : )) სულ მინდოდა, რამე სიეთი მეყიდა, რაც სამუდამოდ დამრჩებოდა და გენიალური იდეა მომივიდა, TaTToo უნდა გავიკეთო <3

P.S:ჰო, მართლა, დაახლოებით ამ თემაზე ჩემი სტატია გამახსენდა geoblognote-დან… ამასაც როგორ დავანებეთ თავი.. იქნებ რამე გამოგვსლოდა :(

ტუსაღი #63

მათთვის, ვინც 18-21 მაისის განმავლობაში წიგნის ფესტივალს ესტუმრა, ალბათ გასაგები უნდა იყოს პოსტის სათაური :) გუშინ კარცერი-ლუქსში 10 წუთი გავატარე, წავიკითხე ნაწყვეტი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან” და საჩუქრად გურამ გეგეშიძის წიგნი მივიღე :) ასევე, შევიძინე 3 წიგნი: “2006-2007 წლების 15 საუკეთესო ქართული მოთხრობა”, “პიანისტი ქალი” და “ნოეს შვილი”.
ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ერთი პატარა უსიამოვნება გადამხდა. მოგეხსენებათ, ეს წიგნი მკითხველთა კლუბში მაისის არჩევანია, ჰოდა, ვიფიქრე, ბარემ ფასდაკლებით ვისარგებლებ და შევიძენ-მეთქი, თუმცა არ ვიცოდი, რომელი გამომცემლობის იყო და “ინტელექტის” წარმომადგენელს ვკითხე, ხომ არ იცით, სად შეიძლება ვიპოვო-მეთქი. იქვე ერთი გოგონა იჯდა და თავისთვის ჩაილაპარაკა, ეგეთი უაზრობა ბაკურ სულაკაურში თუ ექნებათო.
რადგან დანამდვილებით არ იცოდა, დავინტერესდი, მხოლოდ სათაურიდან გამომდინარე მსჯელობდა თუ წაკითხული ქონდა, მან კი დამცინავად გადმომხედა: “წიგნებს სათაურის მიხედვით ვაფასებ, არ ვკითხულობო”…
რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ ამაში მაქსიმალური ირონია ჩააქსოვა, მაგრამ რა საჭირო იყო, დღემდე ვერ ამიხსნია : )) უბრალოდ ესაა, ყოველგვარი სურვილი გამიქრა მათი წიგენბიდან რაიმე მეყიდა.
მომსახურება გვაქვს, ნუ იტყვი…:D

საბოლოო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ. ამაღამ ვიწყებ “ნოეს შვილის” კითხვას, მერე დანარჩენებსაც შევუდგები… ისე, სასურველია, მომავალ წელს უფრო მეტი ბიუჯეტი მქონდეს!

ამ საღამოს კიდევ ერთხელ მომიწია ფილარმონიაში მისვლა, თუმცა ამჯერად სუხიშვილების კონცერტზე და იქიდან ძალიან, ძალიან დადებითი შთაბეჭდილებებით სავსე წამოვედი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართული ცეკვა მართლაც სასწაულია და გული დამწყდა, თავი რომ დავანებე :(

როგორც ხედავთ, დღეს ემოციურად დატვირთული დღე მქონდა, თანაც კიდევ მოხდა რაღაც, პირადი ცხოვრების სფეროში :) ალბათ ამიტომაა, რომ უჩვეულო დაღლილობას ვგრძნობ. მემგონი წიგნის წაკითხვასაც ვერ მოვახერხებ და გათიშულს დამეძინება…
sweeT Dreams.

მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი

მიუხედავად იმისა, რომ დღე კარგად დაიწყო, მაინც შემომაწვა ცუდი აზრები… ცუდიც არ ქვია, ეს უფრო მწარე სიმართლეს გავს.
ყველაფერი კი ჩემი ბრალია, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
იცით, რაზე ვამბობ? იმაზე, რომ კარგად და საფუძვლიანად არაფერი ვიცი. ეს, ჯერ კიდევ, ბავშვობაში დაიწყო. მშობლებს ათას რამეზე დავყავდით მე და ჩემი ძმა. შედარებით კარგად ცეკვა მეხერხებოდა, ჩემი სკოლის ქალთა ანსამბლის სოლისტი ვიყავი… მაგრამ 4-5 წლის წინ თავი დავანებე და ახლა აჭარულის რამდენიმე ილეთის გარდა აღარაფერი მახსოვს :|
თითქოს კითხვაც მიყვარდა. წიგნს წიგნზე ვიცვლიდი. მერე კი, კომპიუტერი გამოჩნდა და ერთ ადგილზე გავიყინე. ეს უკანასკნელიც კი არ გამოვიყენე საკუთარი თავისთვის. მხოლოდ facebook, skype, youtube… თითქმის 2 წელია ბლოგი მაქვს და დღემდე ფორუმიდან ვაკოპირებ პოსტებს. იმდენიც კი არ ვიცი, როგორ ვწერო პირდაპირ ქართულად.

თუნდაც, ჩემი მომავალი პროფესია ავიღოთ. არის ის, რაც მე მართლა მინდა? ან რა მინდა, რა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში კარგად და არა ისე რა, საშუალოდ…

თუნდაც აღმოვაჩინო, რომ ჩემი მოწოდება დურგლობაა, წავალ, დავანებებ სხვა ყველაფერს თავს და შევისწავლი ამ საქმეს. ოღონდ ვიცოდე, რომ სიამოვნებით და სიყვარულით ვაკეთებ.

ახლა რომ შემეძლოს, დავანებებდი უნივერსტეტს თავს და წავიდოდი სახეტიალოდ, სამოგზაუროდ ერთი წლით მაინც. იქნებ მაშინ მივმხვდარიყავი, რა უნდა ვაკეთო (ბავშვების გარდა =D )

მაგრამ, ხომ ვიცი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც უკვე არის: მე ჩავაბარე უნივერსტეტში, დავამთავრებ ამ ფაკულტეტს და ვიქნები საშუალო დონის ჟურნალისტი, როგორებითაც სავსეა ჩვენი ქვეყანა :|

Open air/alTervision, sTreeT jam და წიგნის ფესტივალი

მართალია, უკვე 3 დღე გავიდა, თუმცა მინდა მაინც შევეხო თბილისი open air-ს თემას. როგორც იცით ის პირველად შარშან, სწორედ 15 მაისს დაიწყო და 3 დღის განმავლობაში ჯერ შარდენზე, შემდეგ კი იპოდრომზე მიმდინარეობდა. მე მაშინ სკოლა დავამთავრე და მხოლოდ 17ში შევძელი დასწრება. იმ დღეს საუკეთესოდ ვიხსენებ, ძალიან კარგად გავერთე, თანაც გავიცანი ჩემთვის მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი… მუსიკაზე შთაბეჭდილებები აღარ მახსოვს. როგორც ჩანს, ძალიან ვიყავი გართული სხვა ფიქრებში (:D) და დიდი ყურადღება აღარ მიმიქცევია…

იპოდრომი, თბილისი open air, 17/05/2009

იპოდრომი, თბილისი open air, 17/05/2009

წელს უკვე შარდენს ვეწვიე, თუმცა თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ იპოდრომს ან მსგავს გაშლილ სივრცეს უფრო უხდებოდა ამ ტიპის ფესტივალი. შარდენზე რაღაც სივიწროვე იყო, თანაც საკანალიზაციო ჭიდან საშინელი სუნი ამოდიოდა :( არადა სცენა იქ იყო, სხვაგან ვერ წახვიდოდი.
მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, კონკრეტულად შარდენზე გამოვიდა 3 ჯგუფი, რომელთაგან ერთერთში ჩემი მეგობარი უკრავდა (The Georgians), მაგრამ მე დიდად არ მომეწონა… ალბათ იმიტომ, რომ ამ სტილის მუსიკის თაყვანისმცემელი არ ვარ. შემდეგ გამოვიდა ჯგუფი, თუ არ ვცდები, “Katherine and me” (?), რომელმაც ასევე ვერ მომხიბლა და მხოლოდ ბოლო გამომსვლელმა “ABC” შეძლო ჩემი გამხიარულება.
როგორც შემდეგ გავიგე გუდიაშვილის ბაღში დიდი მოწონება დაუმსახურებია “me and my monkey”-ს, მაგრამ მე იქ მოგვიანებით მივედი და მხოლოდ ფოტოჩვენებაღა დამხვდა. ამ უკანასკნელზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე წამით შევავლე თვალი და შემდეგ ჩემს მეგობრებს შევუერთდი. საბოლოო ჯამში, იმ დღით უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ, თუმცა ეს უფრო ჩემს გარშემომყოფთა დამსახურებად მიმაჩნია და ვიმედოვნებ, მომავალ წელს altervision ისევ გაშლილ სივრცეებს დაუბრუნდება :)

მეორე დღეს, 16 მაისს ვესტუმრე მრგვალ ბაღს და იქიდან ნახევარ საათში გამოვიქეცი, იმიტომ რომ, მოლოდინი არ გამიმართლდა. მეგონა ეს იქნებოდა კარგად ორგანიზებული საღამო, თუმცა იქ დამხვდა 2 დრამი და 4-5 გიტარიანი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის პარარელურად, თავისთვის უკრავდნენ. მოკლედ, სრული დოხმალი იყო. არადა, კარგი იდეაა და ორგანიზატორებს ოდნავ მეტი რომ მოენდომებინათ, ყველა კმაყოფილი დარჩებოდა (მონაწილეებიც და მოსასმენად მისული ადამიანებიც).

სულ ბოლოსთვის კი ნამდვილად გემრიელი ლუკმა შემოვინახე :) ფილარმონიის evenT hall-ში ტარდება წიგნის ფესტივალი, წარმოდგენილია ყველა გამომცემლობის პროდუქცია, შედარებით (!!!) შეღავათიან ფასებში (თუმცა მე გამიმართლა და “ბაკურ სულაკაურის” სტენდთან 2ლარიან კალათას მივაგენი). ვინაიდან დღეს მოუმზადებელი ვიყავი მხოლოდ ერთი წიგნი შევიძინე – “2006-2007 წლების საუკეთესო ქართული მოთხრობები”.
წინ კიდევ 3 დღეა და კარცერ ლუქსშიც ვაპირებ ტყვედ ჩავარდნას, სადაც რამდენიმეწუთიანი ხმამაღლა კითხვის სანაცვლოდ ქართველი მწერლების კრებულებს გჩუქნიან.

დარწმუნებული ვარ, ბლოგერების და მკითხველების უმრავლესობამ უკვე იცის ამ ფესტივალის შესახებ, მაგრამ მაინც მოგიწოდებთ წახვიდეთ და იქ აუცილებალდ გადააწყდებით თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სახის ლიტერატურას :)

P.S: ფოტოები გადავიღე, თუმცა ჯერ არ მაქვს და ამიტომ “ბიბლუსს” მოვპარავ ჩემი მეგობრის სურათს, რომელმაც კარცერლუქსში წაიკითხა ნაწყვეტი წიგნიდან “მე, ბებია. ილიკო და ილარიონი”.

pen-friend wanTed!

დღეს მთელი დღეა რაღაც ისეთის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ვერაფრით მოვიფიქრე რის, ან საერთოდ, რას ნიშნავდა ეს “რაღაც ისეთი” :)
ჰოდა, ეხლა ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, რომ, რა მოხდა თუ ვინმე უცნობ ადამიანთან მიმოწერა მექნება? წარმოიდგინეთ, რა საინტერესოა ;;)
რა ვიცი, შეიძლება, არავინ დააინტერესოს ამ იდეამ, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი mail:
tamta_53@yahoo.com

ძალიან გელოდები!…

ჩემი სკოლა

სიყვარულოვნას ბლოგზე წავიკითხე მისი პოსტები საბანკეტო მზადებაზე და სკოლა გამახსენდა, ჰოდა გადავწყვიტე ჩემს სკოლაზე დამეწერა, პირველი კლასიდან მოყოლებული შარშანდელ 15 მაისამდე…:)

5 წლის ვიყავი, როცა 53-ე სკოლაში შემიყვანეს. ეს სკოლა მაშინ ძალიან ცნობილი და პოპულარული იყო თბილისში, დირექტორი საგულდაგულოდ არჩევდა მისაღებ ბავშვებს, მოკლედ, ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ
ჩემს სკოლაში ბევრ სნობურ ელემენტს აღმოაჩენდი, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ქონდა თავისი ხიბლი და კოლორიტი.
კარგად არა, მაგრამ ბუნდოვნად მახსოვს (:D) პირველი დღე სკოლაში: 1997 წლის 1 სექტემბერი, ორშაბათი (ალბათ იმიტომაც, რომ ვიდეოზეც გვაქვს გადაღებული). დედამ, მამამ, ორივე ბებიამ, ძმამ, მეზობელმა და ნათესავმა გოგონამ დიდი ზარზეიმით მიმაცილეს სადამრიგებლო კლასამდე, სადაც ბაბუას დაწერილი ლექსი წავიკითხე და მშობლებს დავემშვიდობე.
მერე, მეხსიერება თუ არ მღალატობს, კლასსში ჯაფარიძეთა სიმრავლის გამო თუ ჩემი ბაღის მეგობრის დაჟინებული მოთხოვნით, რომელიც პარარელურ კლასში მოხვდა, მეც მასთან გადამიყვანეს და როდესაც დედამ მომაკითხა, ჩემს ოფიციალურ დამრიგებელს არც კი ახსოვდა სად იყო პატარა, ხუჭუჭა გოგონა :D
მე კი, როგორც უკვე ისევ ვიდეოზე ჩანს, მშვენივრად შევეწყვე ახალ კლასს და ძალიან ბედნიერი გამოვედი სკოლის ეზოში…

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ასე იდეალურად გაგრძელდა. სამწუხაროდ, ჩვენი კლასი არ იყო მეგობრული და შეკრული. როგორც უკვე აღვნიშნე, სნობური მომენტებიც მოქმედებდა. თან კლასელი გარდაგვეცვალა, მერე სხვა კლასი შემოგვიერთეს. მოკლედ, აირია მონასტერი.
ბოლო წელს თითქოს ცოტა უფრო დავახლოვდით (ბოლო ზარის რეპეტიციებზე), თუმცა რეალურად კარგი მეგობარი კლასიდან მხოლოდ 2-3 შემომრჩა, რაზეც ძალიან მწყდება გული და ვცდილობ ის დანაკლიის უნივერსტეტში ავინაზღაურო…

ახლა რაც შეეხება უშუალოდ ბოლო ზარსა და ბანკეტს.
ბოლო ზარზე დავდგით ძალიან სახალისო წარმოდგენა, ცეკვებითა და იუმორისტული სკეტჩებით. ჩვენი რეჟისორი იყო ნიკოლშოუს უმცროსი ძმა კოკა, რომელმაც სიმღერაც კი დაგვიწერა.

ეს არის სურათი ჩვენი ბოლო ზარიდან, სადაც მე ჟურნალისტის როლში ვიყავი. ძალიან სასაცილო კადრია, ჩემს “ოპერატორ” ცაგოს კამერის მაგივრად მხარზე ზუკა ყავს “შემოდებული” : )))

ამის შემდეგ დაინიშნა ბანკეტის დღე, სადაც მინდოდა რომ ძალიან ლამაზად ვყოფილიყავი. თუმცა ყველაფერი ბოლო წამებში გავაკეთე და სბაოლოოდ ისეთი შედეგი მაინც ვერ მივიღე, როგორზეც, მგონი, მთელი 12 წელი ვოცნებობდი…

მარცხენა ვარ მე…:) მარჯვენა კი ის ბაღელი, რომლის გამოც გადამიყვანეს იმ კლასში, სადაც 12 წელი გავატარე .
საბოლოო ჯამში, მაინც კარგად მახსენდება 53 ჩემი კლასელები, მასწავლებლები, ჩვენი გართობა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიები… : )) ყველაფერი!