ქუჩაში ერთხელ…

blogroll-ზე ვნახე, რომ ახალი tag თამაში გავრცელებულა, თანაც, საკმაოდ საინტერესო. დარწმუნებული ვარ, მე არავინ დამთაგავს, ამიტომ გადავწყვიტე ვითავხედო და საკუთარი ინიციატივით დავწერო, თუ რა ნიშნებით შეიძლება ჩემი ცნობა ქუჩაში.

სიარულის გამორჩეული მანერა არ მაქვს, თუ მეჩქარება სწრაფად მივდივარ, თუ არადა ნელა მივსეირნობ…ირგვლივ ყველას და ყველაფერს ვათვალიერებ. ზოგჯერ ჩავფიქრდები ხოლმე და ამის გამო, შეიძლება ნაცბნობი ვერ შევამჩნიო (თანაც მხედველოაბსთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს).

ჩაცმულობის სტილი უფრო ხშირად სპორტული, ბოტასები, ჯინსი, კეტები… რაც მთავარია, მხოლოდ და მხოლოდ დაბალქუსლიანები!

გარეგნულად ძალიან ადვილი საცნობი ვარ, თუნდაც სიმაღლის გამო. ანუ სადმე 182 სმ. სიამღლის გოგონა თუ შეამჩნიეთ, დიდი შანსია რომ მე ვიყო.

ხუჭუჭა თმა მაქვს, ხან გაშლილი, ხან ნახევრად აწეული, ხან კოსა… ამჯერად მოოქროსფრო დაკრავს.

ხშირად მისვია წითელი პომადა.

ამ ყოველივეს მერე თუ ვინმე ამომიცნობს და ჩემთან მოვა, ვიფიქრებ რომ რომელიმე კურსელია (579 კურსელი მყავს და ყველა ჯერაც ვერ დავიმახსოვრე), მაგრამ თუ მეტყვის, რომ ჩემი ბლოგი წაიკითხა და აქედან მიცნო, ძალიან, ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა…

საინტერესოა, ვინ იქნება პირველი (საერთოდ თუ იქნება…) ?!

Advertisements

3 thoughts on “ქუჩაში ერთხელ…

  1. veko, (pirvelad mogmarTav saxeliT )

    shenc dawere ra aseTi posT :>

    ramdenime surati unda medos blogze, sxvadasxva postebshi amqvs mimobneuli : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s