წერილი #1

ალბათ ახლა გძინავს (თუ სწორად გამოვითვალე და მორიგეობა დღეს არ გიწევს)…
რა იქნება, ის რასაც ახლა ვწერ, სიზმრად ნახო?! როგორც ერთერთ ფილმშია, პერსონაჟს რომ მწერალი ქალის ხმა ესმის. მოდი, ჩავთვლი, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება და გულწრფელად გეტყვი, რომ მენატრები.
ზუსტად არ ვიცი, რატომ. თითქოს შენში განსაკუთრებული არაფერია. მეტიც, ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რა საერთოს ვპოულობ შენნაირ ზედაპირულ და უდარდელ ადამიანთან (თუ, რა თქმა უნდა, ტოტალიზატორში წაგებას ან საყვარელი გუნდის მარცხს დარდად არ ჩავთვლით).
შენი ბრალია, ასე რომ ფიქრობენ… შენ ცდილობ, რომ ასეთი დაგინახონ. მე კი ვიცი, რომ სხვანაირი ხარ. უფრო, უფრო… არ ვიცი, ალბათ, უფრო აზრიანი. ჩემთვის რაღაც გამოცანასავით ხარ. თავიდანვე ასე იყო. ჩვენს ურთიერთობასაც ხომ ამიტომ ვუწოდე ექსპერიმენტი?!
თავი ფილმში მეგონა, სადაც განსაკუთრებულ ქალს (მე) შეუძლია შეცვალოს ერთი ჩვეულებრივი კაცის (შენი) ცხოვრება, გააღვიძოს მასში ახალი გრძნობები და ემოციები, სხვა კუთხით დაანახოს სამყარო.
განსხვავება ერთია, ასეთი ფილმები მალე მთავრდება. ხან კარგად, ხან ცუდად…
ერთი შეხედვით, ჩვენი ფილმიც დასრულდა, თანაც არც თუ ისე ბედნიერად. ის კი არა, ფილმსაც არ გავს. თბილისში (და არა მარტო) ბევრია ასეთი ისტორია: შუა გზაში შეწყვეტილი ურთიერთობის, უეცრად გაუჩინარებული ბიჭის, მონატრებასთან მარტო დარჩენილი გოგოსი…
მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი შეხედვით. მე კი ვიცი, რომ ეს ისტორია, ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ისიც ვიცი, რომ მე მართლა შევძელი, ის რაც მინდოდა. უბრალოდ ამას სახელი შევუცვალე. აღარ მინდა ექსპერიმენტი ვუწოდო ურთიერთობას, სადაც მონაწილეობას ადამიანი იღებდა და არა საცდელი ბაჭია (ვირთხაზე ხელი არ მომიბრუნდა…:)
ვერ ვიტყვი, რომ მიყვარხარ… შენზე მეტადაც მომწონებია ადამიანი. შენ სულ სხვა ხარ და სწორედ ეს მიზიდავს შენში.
და თუ ვცდები, შენ, რა თქმა უნდა, ვერ ნახავ ამ სიზმარს, შენთვის რომ ავკრიფე და შევაკოწიწე.
ხოლო, თუ ნახავ, ამას გავიგებ… 1 კვირის, ერთი თვის, ერთი წლის ან მარადისობის შემდეგ…

Advertisements

6 thoughts on “წერილი #1

  1. tamta says:

    tamta, xma ar gaqvs amosagebi, roca vinme daamtkicebs me iseti rame vici, veravin rom mixvdebao…..

    sxvatashoris gabrazdebi torem ra saertoc gaqvs mag adamiantan getyodi :P

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s