ნეკროლოგი

პატარა რომ ვიყავი, ჩემი მშობლები “კვირის პალიტრას” ყიდულობდნენ ხოლმე… რამდენიმე რუბრიკა იყო, რომელთაც მეც ვკითხულობდი (ზუსტად მახსოვს სახელები): საბალღო სალაღო, წისქვილმა კი ფქვასო, თქვენის, ქალბატონებო… და ნეკროლოგების გვერდი :|
ეს იყო გარდაცვლილთა ახლობლების მიერ დაწერილი წერილები, სადაც ისინი მეორე პირში ესაუბრებოდნენ დაკარგულ შვილს, მამას, მეგობარს, ცოლს, თანამშრომელს. მეც ვკითხულობდი, ვაკვირდებოდი ამ უკანასკნელთა სურათებს და განვიცდიდი კიდეც.
ახლა ნეკროლოგების კითხვა აღარ მიყვარს (მიყვარს, რა… აღარ ვკითხულობ), იმიტომ, რომ შარშანწინ ჩემმა ერთმა ნაცნობმა თავი მოიკლა, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი “კვირის პალიტრაში” მისი სახელი და გვარიც ამოვიკითხე. ოჯახი თითქოს “ნამუსს” წმენდდა, თოფი შემთხვევით გაგივარდაო…
არ მინდა აქ ის დასკვნა დავწერო, რაც მაშინ გამოვიტანე… თან, არც ვიქნები მართალი ვინმეს გულწრფელობაში ეჭვი შევიტანო, როცა საქმე გარდაცვლილ შვილს ეხება… უბრალოდ, მივხვდი, რომ ის ამას გაზეთიდან ნამდვილად ვერ ამოიკითხავს და ეს ყველაფერი უფრო სანახოაბას გავს.
მჯერა, რომ ჩვენს ტკივილს ისინი ჩვენივე გულებიდან იგებენ… და მანაც, ვისზეც ახლა მომინდა დაწერა,
იცის, რომ მიყვარს და მენატრება…
ბაბუ, ბა…

Advertisements

9 thoughts on “ნეკროლოგი

  1. ნეტოჩკა says:

    dRiuris wera yovelTvis miyvarda, bebia, rom gardamecvala maxsovs mTeli Cemi gulis tkivili avxwere, klaselma biWma wamarTva rveuli da waikiTxa…

    -mas Semdeg sul sxva TvaliT miyurebda…gaakvirva am siyvarulma…- – me ki Zalian mixaria , rom aseTi kargi xar!

  2. didi madloba : ))
    exla mec erTi bebia damrcha da xandaxan, xdeba ise, rom sheidzleba uxeshad vupasuxo, rame ar shevusrulo an a.sh.
    mere sul babu maxsendeba da tavs damanshaved vgrdznob.

  3. არ მიყვარს ნეკროლოგები. ყოველთვის მეგონა რომ მოვალეობის მოხდის მიზნით წერდნენ.

  4. lex tempus says:

    არტისტობაა ეს ყველაფერი…
    ნეკროლოგიც და მოთქმაც..
    მაგრამ იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჭირისუფალი არ წუხს,
    არამედ მეზიზღება ის ხალხი, ვის გამოც გჭირდება შენი მწუხარების რაც შეიძლება ეფექტურად აფიშირება…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s