ის ცისფერი დღეები და ბავშვობის მზე…

 

“ჯინსების თაობა” წავიკითხე და
ამაზე მინდოდა დაწერა,
მაგრამ ეხლა სათქმელს თავს ვერ ვუყრი…

ეს იყოს მაინც და მერე დავამატებ.

—-
სპექტაკლი “ჯინსების თაობა” 3-4 წლის წინ ვნახე. ძალიან მომეწონა, მაგრამ მაშინ თითქოს ვერ ვაანალიზებდი, რომ ეს ნამდვილი ამბავი იყო, რომ მართლა არსებობდა ეპოქა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და სადაც, თავისუფლება უბრალოდ არ არსებობდა…
ვიღაცას ენატრება ის დრო (თუნდაც ბებიაჩემს, რომელსაც სტალინი დღემდე უყვარს)… ენატრებათ ის, რომ ყველაფერი იაფი ღირდა, მათ შორის მოსკოვში გაფრენაც (სულ რაღაც 37 მანეთი)…

გაფრენა უნდოდათ მათაც და გაფრინდნენ კიდეც… თუმცა ამ გაფრენამდე ჯოჯოხეთი იყო: თვითმფრინავის გატაცებიდან დაწყებული, გამოძიებით გაგრძელებული და სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანით დასრულებული.

არა, ისინი არ არიან გმირები… მაგრამ არც ბოროტმოქმედები. მე მართლა მჯერა, რომ არცერთ მათგანს არ სურდა ვინმეს სიკვდილი. მართლაც, რომანტიკოსი სტუდენტები იყვნენ, რომელთაც სწამდათ, რომ ყველაფერი გამოუვიდოდათ და იქ, სადაც მივიდოდნენ, თავისუფლება და ბედნიერება დახვდებოდათ… სწორედ იმიტომ, რომ მათში არ იყო ბოროტების ნატამალი, ვერ დაგეგმეს და გათვალეს ყველაფერი.

მართალია, ამბობენ, ისედაც შეეძლოთ ამ ქვეყნიდან წასვლაო და ვიღაცისთვის შეიძლება მათ მიერ თვითმფრინავის გატაცება ხუშტურების ასრულება იყო, რომელსაც მსხვერპლი მოყვა, მაგრამ მე მგონია, რომ ეს იყო მართლა პროტესტი, რომლის გამოც ეს ადამიანები (და კიდევ ერთი უდანაშაულო მამაოც) სიკვდილით დასაჯეს.

არ მესმის, როგორ შეიძლება, თუნდაც ამ მაგალითის შემდეგ (სხვები რომც არ გავიხსენოთ), მოგენატროს საბჭოთა კავშირი, 37 მანეთად ფრენა

და წიგნის წაკითხვის შემდეგ, ისიც კი გავიფიქრე, ნეტავ მეც მათთან ვყოფილიყავი მეთქი…

Advertisements

9 thoughts on “ის ცისფერი დღეები და ბავშვობის მზე…

  1. tamta says:

    პირველად რომ გავიგე “თვითმფრინავის ბიჭები”, მაშინვე დავინტერესდი და ზერელედ გავიგე ყველაფერი. რამდენიმე დოკუმენტურ ფილმსაც ვუყურე, მაგრამ სპექტაკლი არ მაქვს ნანახი და წიგნიც არ მქონდა წაკითხული.
    შენ რომ მაჩუქე ერთი სულის მოთქმით წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავიჭირე ჩემი თავი, რომ მინდა ვიცხოვრო თავისუფლება შეზღუდულ ადგილას, რაღაცის მიმართ პროტესტი გამოვთქვა, ვიყო გამბედავი და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი კარგად ჩანს ალბათ აქედან და კატასტროფა რეალობაში….
    დედაჩემი მოყოლილი ამბები, ვრანგლერის ჯინსებს როგორ ყიდულობდა მისთვის ბებიაჩემი, რა მახინაციებით, როგორ შოულობდნენ მუსიკალურ ფირფიტებს და ამ აკრძალულით საზრდოობდნენ ლამაზია, მაგრამ ალბათ მაინც კოშმარი. მეც მინდა-მეთქი ვამბობ, მაგრამ ამ აკრძალულით ტკბობას ალბათ ბევრი ტკივილი მოქონდა, ზომაზე მეტიც. ჯოჯოხეთურიც კი.

  2. tamta says:

    ხო, ალბათ არის, მაგრამ აპროტესტე რამდენიც გინდა, შედეგი ნული. პრინციპში აქაც შედეგი ნული და კატასტროფა, მაგრამ რავიცი. მართალი ხარ რაღაც შედეგი ყოველთვის აქვს.

  3. nancho says:

    mec wavikitxe es wigni da dzalin bevri ram ver gavige eseti adamianebi tu arsebobdnenam qveyanaze rogoric shevartdnadze iyo aseti boroti rogor gaimeta axalgazrda bichi romelsac uyvarda erti gogo sigijemde me namdvild mecodeba shevardnadze☻☺

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s