Open air/alTervision, sTreeT jam და წიგნის ფესტივალი

მართალია, უკვე 3 დღე გავიდა, თუმცა მინდა მაინც შევეხო თბილისი open air-ს თემას. როგორც იცით ის პირველად შარშან, სწორედ 15 მაისს დაიწყო და 3 დღის განმავლობაში ჯერ შარდენზე, შემდეგ კი იპოდრომზე მიმდინარეობდა. მე მაშინ სკოლა დავამთავრე და მხოლოდ 17ში შევძელი დასწრება. იმ დღეს საუკეთესოდ ვიხსენებ, ძალიან კარგად გავერთე, თანაც გავიცანი ჩემთვის მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი… მუსიკაზე შთაბეჭდილებები აღარ მახსოვს. როგორც ჩანს, ძალიან ვიყავი გართული სხვა ფიქრებში (:D) და დიდი ყურადღება აღარ მიმიქცევია…

იპოდრომი, თბილისი open air, 17/05/2009

იპოდრომი, თბილისი open air, 17/05/2009

წელს უკვე შარდენს ვეწვიე, თუმცა თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ იპოდრომს ან მსგავს გაშლილ სივრცეს უფრო უხდებოდა ამ ტიპის ფესტივალი. შარდენზე რაღაც სივიწროვე იყო, თანაც საკანალიზაციო ჭიდან საშინელი სუნი ამოდიოდა :( არადა სცენა იქ იყო, სხვაგან ვერ წახვიდოდი.
მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, კონკრეტულად შარდენზე გამოვიდა 3 ჯგუფი, რომელთაგან ერთერთში ჩემი მეგობარი უკრავდა (The Georgians), მაგრამ მე დიდად არ მომეწონა… ალბათ იმიტომ, რომ ამ სტილის მუსიკის თაყვანისმცემელი არ ვარ. შემდეგ გამოვიდა ჯგუფი, თუ არ ვცდები, “Katherine and me” (?), რომელმაც ასევე ვერ მომხიბლა და მხოლოდ ბოლო გამომსვლელმა “ABC” შეძლო ჩემი გამხიარულება.
როგორც შემდეგ გავიგე გუდიაშვილის ბაღში დიდი მოწონება დაუმსახურებია “me and my monkey”-ს, მაგრამ მე იქ მოგვიანებით მივედი და მხოლოდ ფოტოჩვენებაღა დამხვდა. ამ უკანასკნელზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე წამით შევავლე თვალი და შემდეგ ჩემს მეგობრებს შევუერთდი. საბოლოო ჯამში, იმ დღით უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ, თუმცა ეს უფრო ჩემს გარშემომყოფთა დამსახურებად მიმაჩნია და ვიმედოვნებ, მომავალ წელს altervision ისევ გაშლილ სივრცეებს დაუბრუნდება :)

მეორე დღეს, 16 მაისს ვესტუმრე მრგვალ ბაღს და იქიდან ნახევარ საათში გამოვიქეცი, იმიტომ რომ, მოლოდინი არ გამიმართლდა. მეგონა ეს იქნებოდა კარგად ორგანიზებული საღამო, თუმცა იქ დამხვდა 2 დრამი და 4-5 გიტარიანი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის პარარელურად, თავისთვის უკრავდნენ. მოკლედ, სრული დოხმალი იყო. არადა, კარგი იდეაა და ორგანიზატორებს ოდნავ მეტი რომ მოენდომებინათ, ყველა კმაყოფილი დარჩებოდა (მონაწილეებიც და მოსასმენად მისული ადამიანებიც).

სულ ბოლოსთვის კი ნამდვილად გემრიელი ლუკმა შემოვინახე :) ფილარმონიის evenT hall-ში ტარდება წიგნის ფესტივალი, წარმოდგენილია ყველა გამომცემლობის პროდუქცია, შედარებით (!!!) შეღავათიან ფასებში (თუმცა მე გამიმართლა და “ბაკურ სულაკაურის” სტენდთან 2ლარიან კალათას მივაგენი). ვინაიდან დღეს მოუმზადებელი ვიყავი მხოლოდ ერთი წიგნი შევიძინე – “2006-2007 წლების საუკეთესო ქართული მოთხრობები”.
წინ კიდევ 3 დღეა და კარცერ ლუქსშიც ვაპირებ ტყვედ ჩავარდნას, სადაც რამდენიმეწუთიანი ხმამაღლა კითხვის სანაცვლოდ ქართველი მწერლების კრებულებს გჩუქნიან.

დარწმუნებული ვარ, ბლოგერების და მკითხველების უმრავლესობამ უკვე იცის ამ ფესტივალის შესახებ, მაგრამ მაინც მოგიწოდებთ წახვიდეთ და იქ აუცილებალდ გადააწყდებით თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი სახის ლიტერატურას :)

P.S: ფოტოები გადავიღე, თუმცა ჯერ არ მაქვს და ამიტომ “ბიბლუსს” მოვპარავ ჩემი მეგობრის სურათს, რომელმაც კარცერლუქსში წაიკითხა ნაწყვეტი წიგნიდან “მე, ბებია. ილიკო და ილარიონი”.

Advertisements

3 thoughts on “Open air/alTervision, sTreeT jam და წიგნის ფესტივალი

  1. ალტერვიჟენზე მუსიკა მეორეხარისხოვანი იყო და მთაფარი აქცენტი ფოტოფესტი იყო, ხოოდა, არ მიყვარს ხოლმე მეორეხარისხოვანი როა რამე და მიფუჩეჩებულად გაკეთებული.
    მაგრამ მაინც კარგი საღამო იყო. ვოტ.

    მრგვალ ბაღს რაც შეეხება, მომეჩვენა, რომ ეგ ადგილი შეუსაბამო იყო მსგავსი აქციისთვის და იმდენიც არავინ იყო დამკვრელი, მაგრამ თვითონ იდეა მომწონს მე. რამდენჯერმე რო ჩატარდეს, უფრო და უფრო გაუკეთესდება :))

    წიგნის ფესტივალზე დღეს დამეზარა წასვლა, ხვალ ავალ და მივკარცერლუქსდები, მინდა საჩუქარად წიგნი, თუნდაც ქართველი ავტორის :P

  2. altervision – მართალი ხარ, ჯამში მაინც კარგი საღამო გამოვიდა : ))

    sTreeT Jam- აქაც მართალი ხარ და ნუ, ეგ მეც ავღნიშნე, რომ კარგი იდეაა :)

    წიგნის ფესტივალი – თუნდაც =D

  3. ააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!! ესეთი ხმა აღმომხდა კარცერ ლუქსზე რომ გავიგე… ეს უბრალოდ ის შემთხვევ იყო ყელი რომ გამომეჭრა თხოვნით მაინც არ გამომიშვებდნენ :( ეჰმ… არადა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s