მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი

მიუხედავად იმისა, რომ დღე კარგად დაიწყო, მაინც შემომაწვა ცუდი აზრები… ცუდიც არ ქვია, ეს უფრო მწარე სიმართლეს გავს.
ყველაფერი კი ჩემი ბრალია, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
იცით, რაზე ვამბობ? იმაზე, რომ კარგად და საფუძვლიანად არაფერი ვიცი. ეს, ჯერ კიდევ, ბავშვობაში დაიწყო. მშობლებს ათას რამეზე დავყავდით მე და ჩემი ძმა. შედარებით კარგად ცეკვა მეხერხებოდა, ჩემი სკოლის ქალთა ანსამბლის სოლისტი ვიყავი… მაგრამ 4-5 წლის წინ თავი დავანებე და ახლა აჭარულის რამდენიმე ილეთის გარდა აღარაფერი მახსოვს :|
თითქოს კითხვაც მიყვარდა. წიგნს წიგნზე ვიცვლიდი. მერე კი, კომპიუტერი გამოჩნდა და ერთ ადგილზე გავიყინე. ეს უკანასკნელიც კი არ გამოვიყენე საკუთარი თავისთვის. მხოლოდ facebook, skype, youtube… თითქმის 2 წელია ბლოგი მაქვს და დღემდე ფორუმიდან ვაკოპირებ პოსტებს. იმდენიც კი არ ვიცი, როგორ ვწერო პირდაპირ ქართულად.

თუნდაც, ჩემი მომავალი პროფესია ავიღოთ. არის ის, რაც მე მართლა მინდა? ან რა მინდა, რა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში კარგად და არა ისე რა, საშუალოდ…

თუნდაც აღმოვაჩინო, რომ ჩემი მოწოდება დურგლობაა, წავალ, დავანებებ სხვა ყველაფერს თავს და შევისწავლი ამ საქმეს. ოღონდ ვიცოდე, რომ სიამოვნებით და სიყვარულით ვაკეთებ.

ახლა რომ შემეძლოს, დავანებებდი უნივერსტეტს თავს და წავიდოდი სახეტიალოდ, სამოგზაუროდ ერთი წლით მაინც. იქნებ მაშინ მივმხვდარიყავი, რა უნდა ვაკეთო (ბავშვების გარდა =D )

მაგრამ, ხომ ვიცი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც უკვე არის: მე ჩავაბარე უნივერსტეტში, დავამთავრებ ამ ფაკულტეტს და ვიქნები საშუალო დონის ჟურნალისტი, როგორებითაც სავსეა ჩვენი ქვეყანა :|

Advertisements

9 thoughts on “მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი

  1. ეჰჰ…ისეთი თემაა,რომ საკუთარი თავის კრიტიკის მეტი არაფერი გინდება,მითუმეტესს რომ პოსტში მოყვანილი პრობლემის გადაჭრას ვლამობ აგერ უკვე რამდენი წელია,მაგრამ ჯერ–ჯერობით უშედეგოდ.
    ნელ–ნელა გამოიკვეთება ის,რასაც მომავალში გააკეთებ და ამისთვის დრო საკმარისზე მეტია,მთავარია ყურები არ ჩამოყარო…ჩემთან შედარებით შენ ერთი დიდი პლიუსი გაქვს და ეს – ასაკია.(ეს მაგალითისთვის)

  2. gioo :)

    shens komenTars namdviald agar velodi :D ragac dzalian damiviwye..:)

    asaks arc sheexeba, mec imedi maqvs, rom male vipovi gamosavals, Tumca aramgonia shens shemTxvevashi ikos gvian…

  3. ოოოჰ, შენ ეტყობა “შემოგიტიეს მიკრობებმა” და პესიმიზმის ელემენტებიც შეინიშნება.

    ამიტომ მოიხსენი ეხლავე ზურგიდან ტვირთი და უბრალოდ აკეთე ის საქმე, რისი კეთებაც გიწევს. ჟურნალისტიკურზე სწავლობ? რატო საშუალო დონის? მიაწექი და შენი გაიტანე, შენ თავში მაინც უნდა გჯეროდეს, რომ საუკეთესო ხარ, თორე ასეთი განწყობა რა უბედურებაა : ((

    და ქართულად წერას რაც შეეხება, http://sunwaited.wordpress.com/2010/03/11/ქართული-უნიკოდი/ ეს პოსტი ნახე და დაგეხმარება :პ ნუ იზარმაცებ :პ :*:*:*:*

  4. nino says:

    eh,shen ki ara saertod aravin ar icis araperi sinamdvileshi. magram erti kia shen agiareb mainc sokratesi ar iyos romar ar ici:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s