ტუსაღი #63

მათთვის, ვინც 18-21 მაისის განმავლობაში წიგნის ფესტივალს ესტუმრა, ალბათ გასაგები უნდა იყოს პოსტის სათაური :) გუშინ კარცერი-ლუქსში 10 წუთი გავატარე, წავიკითხე ნაწყვეტი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან” და საჩუქრად გურამ გეგეშიძის წიგნი მივიღე :) ასევე, შევიძინე 3 წიგნი: “2006-2007 წლების 15 საუკეთესო ქართული მოთხრობა”, “პიანისტი ქალი” და “ნოეს შვილი”.
ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ერთი პატარა უსიამოვნება გადამხდა. მოგეხსენებათ, ეს წიგნი მკითხველთა კლუბში მაისის არჩევანია, ჰოდა, ვიფიქრე, ბარემ ფასდაკლებით ვისარგებლებ და შევიძენ-მეთქი, თუმცა არ ვიცოდი, რომელი გამომცემლობის იყო და “ინტელექტის” წარმომადგენელს ვკითხე, ხომ არ იცით, სად შეიძლება ვიპოვო-მეთქი. იქვე ერთი გოგონა იჯდა და თავისთვის ჩაილაპარაკა, ეგეთი უაზრობა ბაკურ სულაკაურში თუ ექნებათო.
რადგან დანამდვილებით არ იცოდა, დავინტერესდი, მხოლოდ სათაურიდან გამომდინარე მსჯელობდა თუ წაკითხული ქონდა, მან კი დამცინავად გადმომხედა: “წიგნებს სათაურის მიხედვით ვაფასებ, არ ვკითხულობო”…
რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ ამაში მაქსიმალური ირონია ჩააქსოვა, მაგრამ რა საჭირო იყო, დღემდე ვერ ამიხსნია : )) უბრალოდ ესაა, ყოველგვარი სურვილი გამიქრა მათი წიგენბიდან რაიმე მეყიდა.
მომსახურება გვაქვს, ნუ იტყვი…:D

საბოლოო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ. ამაღამ ვიწყებ “ნოეს შვილის” კითხვას, მერე დანარჩენებსაც შევუდგები… ისე, სასურველია, მომავალ წელს უფრო მეტი ბიუჯეტი მქონდეს!

ამ საღამოს კიდევ ერთხელ მომიწია ფილარმონიაში მისვლა, თუმცა ამჯერად სუხიშვილების კონცერტზე და იქიდან ძალიან, ძალიან დადებითი შთაბეჭდილებებით სავსე წამოვედი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართული ცეკვა მართლაც სასწაულია და გული დამწყდა, თავი რომ დავანებე :(

როგორც ხედავთ, დღეს ემოციურად დატვირთული დღე მქონდა, თანაც კიდევ მოხდა რაღაც, პირადი ცხოვრების სფეროში :) ალბათ ამიტომაა, რომ უჩვეულო დაღლილობას ვგრძნობ. მემგონი წიგნის წაკითხვასაც ვერ მოვახერხებ და გათიშულს დამეძინება…
sweeT Dreams.

Advertisements

4 thoughts on “ტუსაღი #63

  1. ნეტოჩკა says:

    იქვე ერთი გოგონა იჯდა და თავისთვის ჩაილაპარაკა, ეგეთი უაზრობა ბაკურ სულაკაურში თუ ექნებათო.—aseTi adamiani wignebTan ar unda gaakaro!(cud xasieTze davdeqi)

  2. აუ აუ სუხიშვილების კონცერტები სულ გადამავიწყდა :( მომსახურების ხარისხს ნუ იკითხავ რამდენიმე კითხვა დავსვი ვიფიქრე შემდგომში პოსტისთვის გამოვიყენებთქო და ისეთი სახეებით მპასუხობდნენ :@ პირველად ვარ შენს ბლოგზე წარმატებები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s