<3ახდილი საუბრები

ღამის 3 საათია, მეძინება, მაგრამ დაწოლა მეზარება, ამიტომ კომპიუტერთან ვზივარ და მოვიწყინე… skype-ში საინტერესო არავინაა, ვისთანაც ვისაუბრებ, ამიტომ ისევ ბლოგს მოვადექი…

დღეს ჩემს ბიძაშვილებთან ვიყავი, ერთერთ მათგანს ერთი თვის წინ ბაია შეეძინა და მხოლოდ ახლა ვინახულე. ძალიან საყვარელია. ისე მომინდა მეც მყავდეს ასეთი, ჩემი შვილი… მომინდა, რა. ახალი ამბავი არ არის, რომ ჰიპერსუპერ დედობრივი ინსტიქტები მაქვს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ჯერ ადრეა ჩემთვის ბავშვი. სხვათა შორის, ბოლო დღეებია forum.ge-ზე მშობლებთა კლუბის ხშირი სტუმარი ვარ და იმ საყვარელ არსებებს, რომ ვუყურებ, რომ ვკითხულობ დედების პოსტებს მათ მოვლაზე, ჯანმრთელობაზე, ჩაცმა-დახურვაზე და ა.შ. ერთი სული მაქვს, მეც შევუერთდე :)
დედაშვილობანა თითქმის ყველა გოგონას საყვარელი თამაშია, მაგრამ მე მარტო ამით არ შემოვიფარგლებოდი: მახსოვს, რაღაც წიგნი გქვონდა, სადაც ახალგაზრდა დედიკოებისთვის რჩევები ეწერა ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით და 10-11 წლის ასაკში ყოველღამე ვკითხულობდი ამ წიგნს.. ისე, საინტერესოა, ახლა სად არის. სიამოვნებით გადავავლებდი თვალს.

ამ თემაზე პოსტი ადრეც დავწერე და მეტს აღარ გავაგრძელებ :)

ჰო, კიდევ, 4 გოგო, ყავა, ნამცხვარი… და, რა თქმა უნდა, დავიწყეთ ჭორაობაც. არავინ არ გაგვიჭორავს, სხვადასხვა თემებს განვიხილავდით. ქართველებისთვის ერთობ მტკივნეულ თემას, ქალიშვილობასაც შევეხეთ. რომელ ფორუმზეც არ უნდა შეხვიდე, ყველგან თვალებში შეგეჩხირება ეს სიტყვა. ჩემი აზრით კი, უფრო მეტს ლაპარაკობენ ამ “ინსტიტუტზე”, ვიდრე ეს საჭიროა. მე, თვითონ, ვერცერთ უკიდურესობას ვერ ვიტან: ერთნი ამბობენ, ქალი თუ ქორწინებამდე ბიჭთან დაწვა, ბოზიაო… მეორენი, 20 წლის გოგო, რომ ქალიშვილი იქნება ავადმყოფიაო…
საბოლოო ჯამში, ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რას იზამს, მაგრამ ჩვენთან შიშის მომენტია. ზოგი ამას რელიგიურობით ხსნის, მაგრამ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რელიგია არაფერ შუაშია… უფრო იმის ეშინიათ, მერე ვეღარ გავთხოვდებიო, ჰოდა ამის გამო, მიდის ან უთავბოლო თავშეკავება (რასაც ბოლოს მართლა ავადმყოფობამდე მივყავართ), ან “აპკს არ შევეხოთ, სხვა რაც გინდა მიქენი”, ან ქორწილამდე 2დღით ადრე “ჭრა-კერვა” პლასტიკურ ქირურგთან :)

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ზრდასრული ადამიანები იყოთ ერთად, გიყვარდეთ ერთმანეთი და გოგომ იცოდე, რომ ბიჭი ქალებში დაწანწალებს… იმიტომ რომ, შენ მარტო კოცნი (არ მიყვარს სიტყვა “ზასაობა”) და ასე გრძელდება 2-3 წელი, სანამ ცოლად არ მოგიყვანს :|

აქ ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ჩემი მეგობარი შემოდის. ვიცი, ზოგიერთ მათგანს განსხვავებული შეხედულებები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეიძლება “გამკიცხოს” კიდეც იმის გამო, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ყველა მათგანი მეთანხმება და ბავშვობიდანვე ჩაწვეთებული რომ არ ჰქონდეთ, ეს ასე და ასე უნდა იყოსო, ისინიც ასე იფიქრებდნენ…

მე არაფერს არ ვქადაგებ. ერთადერთი რაც ინდა, ისაა რომ ხალხი მოეშვას სხვის პირადში ხელების ფათურს და თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, თავად წარმართოს საკუთარი ცხოვრება და გააკეთოს ის, რაც უნდა… იქნება ეს სექსი საყვარელ ადამიანთან, ვაშლის პეროგი თუ 25 აჯიმანია ყოველდილით.

Advertisements

4 thoughts on “<3ახდილი საუბრები

  1. “ხალხი მოეშვას სხვის პირადში ხელების ფათურს და თავად მიიღოს გადაწყვეტილებები” – მართალი ხარ ნამდვილად :)

  2. ho, magram bevrs ar uyvars :D:D:D
    Tumca, principshi, im megobrebisagan, romelTaganac shenishvnebs velodi, didi proTesTi ar migrdznia. dzalian normalurad miiges chemi azri da mixaria :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s