კუკუ ბლოგერი და სოციალური მედიის დღე

დღეს დილით გავიღვიძე თუ არა, ორ რამეზე დავიწყე ფიქრი: სოციოლოგიის გამოცდა და სოციალური მედიის დღე. რა თქმა უნდა ყურადღებას ამ უკანასკნელზე შევაჩერებ.

6-ის ნახევარზე მეგობართან ერთად რუსთაველის მეტროსთან 124-ის გაჩერებას მივაშურე და ბლოგერებით გაძეძგილ ავტობუსში აღმოვჩნდი. ზოგს ვიცნობდი, ზოგი კი დღეს გავიცანი: მხიარული, მაგრამ დახუთული მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა ავედით მთაწმინდის პარკ “ბომბორაში”, რომლის ამფითეატრშიც საპრეზენტაციო მზადება მიდიოდა.

ირგვლივ ძალიან ბევრი ნაცნობი სახე იყო: სვითი, დოდკა, თინი, ყვავა, როკო, პიკო , ვეკო და ა.შ. მე რატომღაც, ჩემდაუნებურად, სხვა ბლოგერებს გამოვეყავი და მარტო ვიჯექი (უფრო სწორად, არაბლოგერ მეგობრებთან ერთად)… ჰოდა, ამის გამო ჩემს თავს კუკუ ბლოგერი ვუწოდე, მაგრამ ნელნელა ირგვლივ მივიხედ-მოვიხედე და ისეთი კუკუ აღარ ვარ :D

თვითონ პრეზენტაციებს რაც შეეხება, თუ ძალიან კრიტიკულად მივუდგებით შეიძლება ბევრი ნაკლი ვუპოვოთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, ჯამში მართლა კმაყოფილი ვარ და, შეიძლება ითქვას, ბედნიერიც კი, რომ სულ უმნიშვნელოდ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვიყავი ამ დღის ნაწილი :)

სამწუხაროდ, მე ფოტოაპარატი არ მქონდა, ამიტომ greenmar-ს მოვპარე ერთი-ორი და იმედია, არ გამიბრაზდება :*

Advertisements

ყოფილების სარეცელი

ამასწინათ FB-ზე რაღაც დასათაგი სურათი დავდე, რაღაც ფრაზები რომ წერია და შესაბამისი ადამიანი რომ უნდა მონიშნო. ერთი ასეთი იყო: “someone who changed my life”- ბევრი არც მიფიქრია, ისე მოვნიშნე ჩემი პირველი შეყვარებული, ცოტნე :).

მაშინ მე 15 წლის ვიყავი, არც ისე მორცხვი, მაგრაცმ არც ისე თამამი. ბიჭებთან ჩემი ურთიერთობა მეგობრობას არ ცდებოდა. კი იყვნენ ვიღაცეები, ვინც მეპრანჭებოდნენ/ვეპრანჭებოდი, მაგრამ ამ ყოველივეს სერიოზულობასთან ნაკლები საერთო ჰქონდა.

ცოტნეს გვერდით კი თავს ძალიან უცნაურად, თუმცა კარგად ვგრძნობდი. როგორ გითხრათ, აქვს ამ ადამიანს რაღაც ძალა, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქალს ჭირდება. ახლა რომ ვიხსენებ, კარგი ურთიერთობა გვქონდა, იშვიათად ვჩხუბობდით… ერთი ეს იყო, მე ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რას ნიშნავდა ეს “შეყვარებული”… წარმოიდგინეთ, პირველი 2 თვის განმავლობაში მისთვის დარეკვა ან მესიჯის მიწერაც კი მერიდებოდა… მერე თითქოს ყველაფერი დალაგდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დავშორდით.

თავიდან ძალიან განვიცდიდი, მენატრებოდა, ყოველღამე ვტიროდი… ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ გვქონდა, რამდენჯერმე ქუჩაშიც კი არ მივესალმეთ ერთმანეთს. დღეს გამახსენდა, ერთხელ თავისი ძმაკაცის yahoo-დან მომწერა და ეგრევე დავბლოკე… მოკლედ, პატარა, სულელი გოგო ვიყავი :)

მე და ცოტნემ ერთმანეთი 2007 წლის 29 მარტს გავიცანით და ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2008 წლის 29 მარტს, მე ჩემს შეყვარებულთან ერთად, ის კი თავისასთან, ერთმანეთს ქუჩაში შევხვდით და დაშორების შემდეგ პირველად ვილაპარაკეთ. როგორც მითხრეს, ძალიან გავწითლდი :)

ამის შემდეგ, მე და ცოტნემ კიდევ რამდენჯერმე წამოვიწყეთსავით ურთიერთობა: 2009 წლის თებერვალში, 2009 წლის ნოემბერში… ორივეჯერ ჩემი სურვილით შევწყვიტეთ, რაღაცის მეშინოდა :)

3-4 დღეა, რაც ისევ ვხვდებით… უაზრო შიშები და კომპლექსები გამიქრა. არც იმაზე მეტს ველი ამ ურთიერთობიდან, ვიდრე “საჭიროა”… და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ: დღითიდღე ვრწმუნდები, ადამიანი, რომელიც ოდესმე გიყვარდა, ვერასოდეს იქნება შენთვის უმნიშვნელო!

ცხოვრება ფილმში :)

გუშინ საღამოს მზიურში ვიჯექი მეგობართან ერთად და ჩემს ისტორიას ვუყვებოდი დათოზე… პრინციპში , თქვენც არ იცით, რომ ეს ამბავი დასრულდა, თანაც კარგად, ოღონდ არა ისე, როგორც ფილმებშია და არც “sweet november”-თან აღმოაჩნდა ბევრი საერთო…
ეს რომ აჩიკოს ვუთხარი, გაეცინა და მიპასუხა: “ეს ცხოვრებაა, ფილმი კი არა და ნუ ხარ ილუზიებში”…

ის-ის იყო დანებებას ვაპირებდი, რომ ძალიან, ძალიან მაგარი რაღაც მოხდა. ეს ამბავი მე სულაც არ მეხება, თუმცა, როგორ გითხრათ, გუშინ მართლა მეგონა, რომ კიდევ ერთ კარგ ფილმს ვუყურებდი და როცა მივხვდი, ეს ფილმი კი არა რეალობა იყო, ტირილი დავიწყე ბედნიერებისგან.

რა თქმა უნდა, ჩემი არჩიკო არ ცდება და ეს ცხოვრება ფილმი მართლაც არაა, ეს უფრო მეტია, უფრო მაგარი და ის ყველაფერი, რაც ფილმებში ხდება ცხოვრებიდანაა აღებული :)

გინდათ, მოგიყვეთ რა მოხდა?

ერთი კარგი მეგობარი შევიძინე, სხვათა შორის, ჩემი ბლოგის წყალობით. უკვე ნახევარი წელიწადია თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ და ერთმანეთზე თითქმის ყველაფერი ვიცით. მაგალითად ის, რომ გიოს ამერიკაში შეყვარებული ჰყავდა… თვითონ ვერ მიდიოდა მასთან, ვიზას არ აძლევდნენ, ამიტომ იმ გოგოს ელოდებოდა… მაგრამ რაღაც პრობლემები გაჩნდა, ვერც ის ახერხებდა წამოსვლას, ურთიერთობა დაეძაბათ, ბოლოს იჩხუბეს და დაშორდნენ.

ვეხვეწებოდი, ვთხოვდი – დაურეკე, ეს ქენი, ის ქენი… მაგრამ თვლიდა, რომ აზრი აღარაფერს ქონდა… მოკლედ, ყურები ჩამოყარა.

გუშინაც ვისაუბრეთ, ზუსტად მას შემდეგ,რაც არჩილმა ცხოვრებისა და ფილმების გამიჯვნა მირჩია…

ვეუბნები, საცოლიანი კაცი ხარ-მეთქი, მწერს:
[0:21:10] Giorgi Khubuluri: sacoliani ?
[0:21:13] Giorgi Khubuluri: :D
[0:21:23] TamT: shen xoo :P
[0:21:27] TamT: ikavi da iqnebi male
[0:21:30] TamT: guli migdznobs
[0:21:56] Giorgi Khubuluri: xshirad martldeba roca guli gigrdznobs ?
[0:21:56] Giorgi Khubuluri: :D
[0:22:05] TamT: sakmaod

და ცოტა ხნის შემდეგ:

[1:39:45 | Edited 1:39:49] Giorgi Khubuluri: VAI ME
[1:40:04] TamT: ra?
[1:40:22] Giorgi Khubuluri: mari chamovida
კადრი ფილმიდან "wicker park", აეროპორტის სცენა
ხედავთ, რა მაგარი გოგოა!!! ჩემიანია, უკვე მივხვდი. აი, ასე ადგა და ჩამოვიდა. დედამისმა მოწერა გიოს, მანდ არისო. ეს შოკში იყო, ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა, იჯდა და წერდა: ვაიმე, ვაიმე : ))))

მერე ადგა და წავიდა… არ ვიცი, როგორი იყო მათი შეხვედრა, ერთი სული მაქვს, როდის მომიყვება.

ძალიან, ძალიან დიდ ბედნიერებას ვუსურვებ!

და ჩემს წინათგრძნობას ვთხოვ, ჩემთვისაც მალე შექმნას ასეთი “ფილმი” : ))

ჩშშ!

რა გრძნობაა, როცა შენზე პოსტს წერენ….

ბევრი ადამიანი ყოფილა ჩემი “გმირი”, მე კი არასოდეს. თუმცა გუშინ დაქალის/მეგობრის blog-ზე შევედი, ადრე გააკეთა, მაგრამ იშვიათად წერდა, ახლა განუახლებია.

პოსტი იყო, იასამნისფერი შრიფტით დაწერილი და ჩემზე. თუმცა არც ისე სასიამოვნო წასაკითხი, ოღონდ არც უსიამოვნო…

ადამიანები ხშირად ვუცრუებთ ერთმანეთს იმედებს და თითქმის ყოველთვის ჩვენი თავი გვგონია მართალი.

მე კი ბოლო დროს გაჩუმებას ვსწავლობ, მიჭირს, მაგრამ როდესაც საყვარელი ადამიანისგან რამე მწყინს, ყელში მოწოლილი ბურთის და თვალებზე მომდგარი ცრემლების ამარა ვრჩები.

ვიცი, მეტყვით, ემოციები არ უნდა მოთოკო, წყენა გულში არ ჩაიგუბო და ყველაფერი ხმამაღლა უნდა თქვაო, მაგრამ როდესაც ადამიანი დაუმსახურებლად გაწყენინებს, აქვს კი აზრი საუბარს?

მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში, ის რაც მე მწყინს, მათ სასაცილოდაც არ ყოფნით…

ამიტომ, ასე ვზივარ ჩუმად, სადამდეც შემიძლია.

ჯერჯერობით კარგად არ გამომდის, მაგრამ ვისწავლი ალბათ მალე (?)

მე თქვენ მიყვარხართ

რადგან ყველაზე საპასუხისმგებლო გამოცდა, ავად თუ კარგად, მოვიშორე და საქმეც არაფერი მაქვს, გადავწყვიტე “შეპირებული” პოსტის წერა დავიწყო. ამ თემას ყველა თავისებურად მიუდგა, ზოგმა ცხოვრების საუკეთესო მომენტები გაიხსენა, ზოგმაც საყვარელი ადამიანები თუ ნივთები ჩამოთვალა. მე ორივეს გავაერთიანებ:

პირველი, ვინც მახსენდება ეს ბაბუა. ჩემი ყველაზე საყვარელი, თბილი და ადამიანური ბაბუ. ასევე ის ყოველივე, რაც მისგან დამრჩა: მოგონებები, მისი დაწერილი ლექსები და შემოქმედებითი ბუნება (ცოტათი მაინც)… და ბებია(მამის დედა), ვისგანაც ვფიქრობ ჩემი ქალურობა მერგო.

მიყვარს ჩემი ოჯახი… მერე რა, რომ ხშირად ვართ ერთმანეთით უკმაყოფილო. სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც ვამაყობ, რომ მე ამ ოჯახში დავიბადე და, შეიძლება ითქვას, ამან იმაზე მეტი გზა გამიხსნა ცხოვრებაში, ვიდრე “ვიმსახურებდი”…

მიყვარს დედა, მის მუხლებში ჯდომა და მკერდზე თავის მიყრდნობა…
მიყვარს მამა, მასთან საუბარი (ოღონდ, კამათში და ჩხუბში თუ არ გადაგვდის:)
მიყვარს ძმა, ღამე, როცა ძინავს და მე ჩუმად ვკოცნი…
მიყვარს ბებია,(დედის დედა) ერთ წერტილს მიშტერებული ახალგაზრდობას რომ იხსენებს და სახეზე სევდიანი ღიმილი დასთამაშებს…

მიყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობა მზრდის და მაყალიბებს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ, ყოველი მათგანისგან რაღაცას ვიღებ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს!

ადამიანებიდან ყველაზე მეტად ბავშვები მიყვარს, მათგან კი – ჩემი შვილები… მერე რა, რომ ჯერ არ დაბადებულან, ოცნებას წინ რა უდგას? :)

ჰო, ოცნება და ფიქრი მიყვარს, გონებაში საინტერესო ისტორიების შეთხზვა.

საერთოდაც, ცხოვრება მიყვარს და მიხარია, რომ ამ ყველაფერს მძაფრად შევიგრძნობ. მიხარია, რომ მყავს მეგობრები, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემთვის. მიხარია მათთან ერთად გატარებული დღეები.

მაგალითად, 2007 წელს მე, ნუცა, ქეთა და ელენე წყნეთში რომ ვიყავით. ძალიან კარგი დრო იყო და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მე ახლაც მიყვარს სამივე, თუმცა ურთიერთობა მხოლოდ ნუცასთანღა მაქვს… ქეთას ძალიან იშვიათად ვხედავ, ელენე კი საერთოდ “დავკარგე”…

ძალიან ძვირფას შენაძენად ვთვლი ჩემს ახალ მეგობრებს, აბიტურიენტობის და პირველი კურსის განმავლობაში რომ გავიცანი.

კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, რაღაც სხვა გრძნობა რომ მაკავშირებდა: ზოგი მიყვარდა, ზოგი მომწონდა, ზოგსაც ვიჩემებდი… ვერ აგიღწერთ, დღემდე როგორი მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი ჩემთვის…

ესაა ჩემი სიყვარული: ადამიანები და მე…

ყველაფერს შეველევი ამქვეყნად: მუსიკას წიგნებს, ფილმებს, ბლოგს, ფერებს, ბუნებას, სახლს, ტანსაცმელს, დღიურებს, ფოტოებს, ტელეფონს, სათამაშოებს, ოღონდ მათ ვერა!

P.S: ბოლო წინადადებაში გაკეთებული ჩამონათვალით ტექნიკურად შემოგაპარეთ ჩემი სხვა სიყვარულები, თუმცა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი რამე (და იქნებ ვინმეც) გამომრჩა…
მინდა, რომ დათომაც დაწეროს პოსტი ამ თემაზე. ასე, რომ ვთაგავ notes.ge-ს! :)
და კიდევ: გიორგი ხუბულურს, რომელიც უკვე თვეებია ბლოგზე აღარაფერს დებს. იმედი მაქვს, ყურად იღებს ჩემს ტხოვნას და დაგვიბრუნდება :)
და ლილუს, საყვარელი გაბის ლამაზ დედიკოს :)

კოჯორი

ეხლა წესით ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტებზე უნდა ვწერდე, ხითხითამ დამთაგა, მაგრამ ისეც ცუდ ხასიათზე ვარ, არაფრით გამომდის… ამიტომ, სხვა დროისთვის გადავდე.
უკვე წლებია ყოველ ზაფხულს კოჯორში ვისვენებ, ჩემს მამიდაშვილს აქვს კოტეჯი და მის შვილებთან ერთად მე და ჩემი ძმაც ავდივართ ხოლმე…
ვერ აგიღწერთ როგორ მიყვარს იქაურობა: იქ შემიძლია ძალიან, ძალიან მაგრად გავერთო და როცა დავიღლები, ბუნებაში განვმარტოვდე. მერე რა, რომ ტუალეტები გარეთაა და ისიც საერთო?! მერე რა, რომ აბაზანა საერთოდ არ არის და წყალი 3 დღეში ერთხელ მოდის?! მერე რა, რომ ხანდახან ბავშვები სასტვებად ვიშლებით და ვივიწყებთ, რომ ერთმანეთი უსაზღვროდ გვიყვარს?!
ამის მიუხედავად, კოჯორი მაინც კოჯორია… უფრო სწორად, ამის მიუხედავად კი არა, ეს არის კოჯორი, ჩვენი “პალიანკა”: თითქოს და-ძმები ვართ, მაგრამ მაინც ვიღაცას ვიღაც უყვარს, ვიღაცას ვიღაც მოწონს, ბიჭები ახალ გოგონებს “აბამენ”, გოგონები იმ ახალ გოგოებზე ეჭვიანობენ…

არ ვიცი, როგორ გამოვახტო, რა არის ჩემთვის კოჯორი და იქ გატარებული 3-4 კვირა.
თუმცა არც არასდროს მიფიქრია ამაზე… უბრალოდ ვიცოდი, რომ მოვიდოდა ივლისის შუა რიცხვები და ჩვენი მანქანა აუხვევდა საყვარელი მიდამოებისაკენ, სადაც დამხვდებოდნენ პინგ-პონგის მაგიდასთან, ცაცხვის ხესთან, მწვანე აივანთან შეკრებილი ბავშვები და მერე, დილიდან საღამომდე ჩვენ ერთად ვიქნებოდით, ჩავიდოდით სამწყაროზე, ავიდოდით ქოროღლზე, სტადიონზე ცეცხლს დავანთებდით, ვითამაშებდით “პლიუს-მინუს” შეხვედრას, წვიმიან და ნისლიან ამინდში თბილად ჩაცმულები გიოსთან ჩავიდოდით და ფილმს ვუყურებდით, ტყეში ჯოკერს ვითამაშებდით, სემიჩკის საყიდლას ცენტრში წავიდოდით და იქ პარკში დავსხდებოდით, თამარის მანქანით ვისეირნებდით, ზაგარს მივიღებდით, ერთმანეთს “დავცინებდით” და მაინც გვეცოდინებოდა, რომ ვგიჟდებით ერთმანეთზე…

კოჯრის ტყეში

კოჯრის ტყეში


და მე შეიძლება წელს კოჯორში არ ავიდე : ((
იმიტომ, რომ ჩემს მამიდაშვილს სხვა გეგმები აქვს…

ნუთუ არ ვიმსახურებ ჩემს საკუთარ კოტეჯს პალიანკაზე? : ((((

როგორ მოხვდი ჩემთან?

ვეკომ დამთაგა…:)
ადრე დავწერე ამდაგვარი პოსტი, ვწუწუნებდი, ჩემთან სულ უინტერესო search term-ებია-მეთქი, მაგრამ რაღაცეებს მაინც მოვუყარე თავი.
მაშ ასე:
larnakis istoria – იყო და არა იყო რა… იყო ერთი ლარნაკი, იდგა თავისთვის მაგიდაზე, ხანდახან ყვავილებს თუ ჩააწყობდნენ ხოლმე.. ხანდახან იმიტომ, რომ იმ სახლში, სადაც ეს ლარნაკი იდგა, ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომელიც გარეთ იშვიათად გადიოდა, ხოლო ყვავილები კი მისთვის წელიწადში 2ჯერ თუ მიჰქონდათ (სტუმრები მოხუცისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საჩუქრების მიტანას ამჯობინებდნენ, მაგალითად: შოკოლადის, თბილი წინდების და ა.შ). ამ ქალს შვილიშვილი არ ჰყავდა, იმიტომ რომ არც შვილი ყავდა და საერთოდაც არ გათხოვილა, ჰოდა, ცხოვრობდა მარტო, მოწყენილი და ძირითადად წარსულში ჩაფლული. ერთ მშვენიერ დღეს მის აივანზე შავ-თეთრი ფისო დასახლდა. ქალს ძალიან გაუხარდა ახალი ბინადარის გამოჩენა და სახლში შეიპატიჟა, იმიტომ რომ უკვე ზამთრდებოდა და თუ მანამდე ფისო აივანზე თავს კარგად გრძნობდა, ახლა უკვე ციოდა… ჰოდა, შევიდა თუ არა ფისუნია კატა სახლში, მაგიდაზე ახტა და ლარნაკი ჩამოაგდო… ბებო გაბრაზდა, მაგრამ მალევე გადაურა. დღეს ის და ფისო ერთად ცხოვრობენ, ბავშვები კი ხშირად ამბობენ ლექსს იმ გატეხილ ლარნაკზე, ვაზას რომ ვეძახით :D

ეს სურათი მე გადავუღე ბებოს ჩვენი ეზოს ფისოსთან ერთად. თემატურად ჯდება:)

ეს სურათი მე გადავუღე ბებოს ჩვენი ეზოს ფისოსთან ერთად. თემატურად ჯდება:)

is agaraa chemi megobari – რა ამის პასუხია და რადგან ენაკვიმატური ვერაფერი მოვიფიქრე, გადავწყვიტე ჩემს ძველ დაქალზე დავწერო. ისიც აღარაა ჩემი მეგობარი, მაგრამ დღეს გავიგე, რომ 15 ივლისს თხოვდება დ ამინდა, ბედნიერება ვუსურვო:)

გოგონას შეყვარებულმა ნემსი გაუკეთა – არა, მე გეტყვი როგორ იყო… მაგათმა რომ ერთმანეთი გაიცნეს, ბიჭმა დაუმალა თავისი ამბავი. უბანში კი დადიოდა ჭორები, მაგრამ გოგონა ყურს არავის უგდებდა და სიმართლე მარტო მაშინ გაიგო, ცოლად რო გაყვა… მერე, იმან ნემსი რომ გაუკეთა, უკვე ქმარი იყო, შეყვარებული კი არა.

ფენილის სანთლები – მართლა არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ 3ჯერ იყო დაsearchილი, საინტერესოა, ცემს ბლოგთან რა შუაშია “ფენილი” :D

მოკლედ ასე, საინტერესო არაფერია… ისე, უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტი ნახვა “bride wars”-ს აქვს…(2,610)
მეორე ადგილზეა – გია ფერაძე, მისი ლექსები და ტრაგიკული ისტორია…
მესამე ადგილზეა- ასტრიდ ლინდგრენი.

ამ ბოლო დროს ეროტიკასაც ბევრი მნახველი ყავს და სულ ვფიქრობ, ხომ შეიძლება ჩემმა რომელიმე ნაცნობმა ბიჭმა დასერჩოს google-ში და უცებ, ბრახ: ჩემი სურათები : )))

ჰო, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ვთაგავ Kate alukard-ს :)