ჩემი მშვენიერი ლედი

“ზაფხულია, ცხელა, ცხელა”…
ვერ ვიტან ზაფხულს თბილისში, ახლაც ერთი სული მაქვს, როდის გავვარდები აქედან, თუმცა, კიდევ ერთი თვე და რამდენიმე დღე ჩემს სურვილს ასრულება არ უწერია,.. უნივერსტეტის გამოცდები + უნარების გადაბარება. მოკლედ, მინიმუმ 7 ივლისამდე თბილისში ვარ და მერეც არვიცი, როდის ავალ კოჯორში.

პრინციპში, ეს ყოველივე ჩემს დღევანდელ პოსტთან არაფერ შუაშია. ახლავე მოგახსენებთ, რაშიცაა საქმე.
უნივერსტეტში მოკლე “იუბკით” წავედი, სანამ სახლიდან გავიდოდი, სარკის წინ დავტრიალდი და მივხვდი, რომ ყოველდღე 2ლულაში ჭამამ, საღამოობით კი თონის პურებმა შედეგი გამოიღო: სადღაა ჩემი აშხვართული ფეხები :(
ჰოდა, ცხოვრებაში პირველად, მეც დავდექი იმ პრობლემსი წინაშე, რასაც დიეტას ვუწოდებ და რაზეც ყოველთვის ვეჩხუბებოდი, ჩემს დაქალებს. არადა, დიეტა იქნებოდა ამ გაგანია გამოცდების დროს?!

არაუშავს, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და მეც ვეცდები ჩემი რაციონიდან ცომეული ამოვიღო… ამით კიდევ ერთ კარგ საქმეს გავუკეთებ საკუთარ თავს: ფულს დავზოგავ.

ყველაზე ცუდი კი იცით რა არის? ჩემმა კურსელმა ბიჭმა, რომელიც სულ ჩემს ფეხებზე ლაპარაკობდა, დღეს მითხრა, მეგონა უფრო წვრილი ფეხები გქონდაო : (((( მიწა რატომ არ გამისკტტტტა? :D

დიეტის გარდა, კიდევ რამდენიმე რაღაც მაქვს გეგმაში ამ შაბათ-კვირას: თმის შეღებვა, მანიკური-პედიკური, ეპილაცია, წარბების კორექცია და საყიდლები.

ჰო, კიდევ, მემგონი, 2 კვირაში კლასი სკოლის დამთავრებიდან 1 წლის გასვლას აღვნიშნავთ და მაგ დღისთვისაც უნდა მოვემზადო.

მოკლედ, აღარ ვიცი, რაზე ვიფიქრო, სად შემიძლია ამდენი? : ))

Advertisements

8 thoughts on “ჩემი მშვენიერი ლედი

  1. ამ სიცხეში რაღა დროს ცხელი საჭმელია, ცომეული და ა.შ. :დ

    გაუმარჯოს სალათებს და ბუნებრივ დიეტას : )))

  2. მე ცომს არ ვჭამ უკვე ძალიან დიდი ხანია,ხანდახან ხაჭაპურს ვეპარები,მაგრამ პური არავითარ შემთხვევაში. და რა ვიცი,კმაყოფილი ვარ პურზე უარის თქმით,რაც ეს გავაკეთე,ზუსტად ის წონა მაქვს,რაც მინდა :) და კიდევ ერთი ისაა კარგი,რო ახალ გემოებს ამუღამებ უპუროდ :) ასე რომ,good luck,დარწმუნებული ვარ,მალე დაკლებუ;ლ კილოგრამებზე დაწერ :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s