Carrie on!

გაგიკვირდებათ, და ამ სიცხეში ავად გახდომა მოვახერხე. გუშინწინ საღამოს 39 მქონდა, მთელ სხეულში მტეხდა, ვკანკალებდი და 2 საბანში გახვეული ოფლად ვიღვრებოდი. არადა, მეორე დილით ქართულის კოლო უნდა მეწერა. საბედნიეროდ, უადამიანურესი ლექტორი მყავს, რომელმაც წერა გადამიტანა… აბა, ინგლისურის ლექტორი ყოფილიყო მის ადგილას. დღემდე ვფიქრობ, რომ ბოლო ლექციაზე მაინც ავდგე და პირში მივახალო, რომ სტუდენტებთან და, საერთოდ, ადამიანებთან მოპყრობა არ იცის.

კარგი, ეს იქით იყოს, იმიტომ რომ, სიანმდვილეში, სულ სხვა, გაცილებით რომანტიკულ თემაზე მინდა შევჩერდე. გუშინ ვუყურე ფილმებს “Ten Things I haTe abouT you” და “noTebook” (ამ უკანასკნელზე, უკვე მესამედ ვაღვარღვარე ცრემლები)…

რა თქმა უნდა, კინემატოგრაფში გაცილებით უკეტესი და მაღალი მხატვრული ღირებულების ფილმებიც მოიპოვება, თუმცა სიყვარული ჩემი სუსტი წერტილია და ნებისმიერი ისტორია მასზე გულთან ძალიან, ძალიან ახლოს მიმაქვს.

ყოველთვის, როდესაც ასეთ ფილმს ვუყურებ, ვიწყებ ოცნებას ჩემს “პრინცზე” რომელიც ასე გაგიჟებით შემიყვარებს და ასე გაგიჟებით შემაყვარებს თავს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე სისულელეა, რომ არ არსებობენ ისეთი ბიჭები, როგორც ამ ფილმებში… თუმცა არა!

რომ დავუკვირდე, ჩემს ირგვლივაც ხომ ბევრი სიყვარულის ისტორიაა. შეიძლება, არც ისეთი გრანდიოზული, თუმცა, რაც მთავარია, გულწრფელი და ნამდვილი.

და მას შემდეგ, რაც ვუყურე “sex and The ciTy”-ს პირველ ნაწილს, იმასაც მივხვდი, რომ ახლა, 18 წლის ასაკში არ უნდა ვიდარდო იმ იმედგაცრუებებზე, რაც უკვე შემხვდა და, ალბათ, წინაც მრავლად მელის. ცხოვრება არ მთავრდება 30, 40, 50 წლის ასაკში… იმიტომ, რომ მე ვარ ქალი და ყოველთვის, როდესაც ძირს ვეცემი, ჩემს თავში ვპოულობ ძალას წამოვდგე.

ამას გავაკეტებ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ საბოლოოდ მაინც ვისწავლო დგომა “მაღალ ქუსლებზე” და ვთქვა, რომ “ეს ამად ღირდა!”

Advertisements

21 thoughts on “Carrie on!

  1. ოოო, ყველაზე დიდ სისულელეს მაშინ იზამ, როცა ქუსლებზე დგომას ისწავლი… საერთოდ მეზიზღება ქუსლი და არავის უნდა ეცვას, მარა მითუმეტეს შენი სიმარლის პატრონს!!! ხოდა ახლა რო ეცემი წამოდგომის ძალა გაქვს, მარა მაგხელა ქუსლიდან რო ჩამოავრდები, საერთოდ ვეღარ ადგები :P :D :D :D

    Carry On-ზე კი – http://www.youtube.com/watch?v=CB17uWuBrL0 ეს გამახსენდა :)

    P.S. წესივრად დაწერე ,,პრინცი” და ,,CarrY On” :P

  2. qilipa:
    brchyalebshi imitomac chavsvi, rom chemi simaglidan gamomdinare, quslebze shemoxtomas ar vapireb. aq ufro sxva ragac vigulisxme :D:D
    princze martla damaklda “p”
    carries rac sheexeba, es aris sex and the city 2-is pontshi, anu mTavar gmirs qvia “Carrie” da siTyvebis tamashia ra :D

  3. @ LiLaC – მოკლედ თვალები მაქვს დასათხრელი :) და ,,sex and the city 2” მაქვს სანახავი :) თუმცა მანამდე ალბათ პირველიც უნდა ვნახო, მარა არ გამჩენია სურვილი და… :შ :) მოკლედ შემინდე უაზრო შენიშვნების მოცემა :)

  4. haha, sheginde : ))))
    sex and The ciTy-s rac sheexeba, chemi azriT, ufro qalebisTvisaa sainTereso, Tumca vici bichebic, romlebic siamovnebiT uyureben :P

  5. მომეწონა შენი შემართება :~) ეგრე გააგრძელე ;)

    პ.ს. ვისთან ხარ ინგლისურზე? რა უბედურებაა ეს ინგლისურის ლექტორების სწერვობ საერთო სენია ჯავახიშვილში.. :|

  6. უი ფისოო? გამიგია როგორ არა :) კაიფობენ ხოლმე მაგ ქალზე :D :D მგონი ლაშაა ქავთარაძე და მაგისგან მახსოვს..

  7. hahaa, lasha chemi usayvarlesi megobaria… me da lasha, sworedac rom, erTad viTanT fisos shemotevebs, Tan chven orni gansakuTrbiT ar vexaTebiT gulze : )))))

  8. საცოდავი ფისო თქვენ ხელში მაშინ, ისე მართლა მიახალე ერთი ბოლო სემინარზე, რასაც ფიქრობ, და გულს მოიფხან :D :D :D ოღონდ იმედია ქულები დაწერილი ექნება უკვე :D :D

  9. უი დღეს დაგინახე :) სიმაღლით და online shopping–ის კეტებით გიცანი :) ;)

  10. სად დაგინახავდი ეხლა :D მე–2 კორპუსთან :)

    ხო მე–6–სთანაც :)

  11. ui, ho =D
    kidev Tu daminaxav, modi, raa… da shen iqnebi pirveli adamiani, vinc chemi blogidan gamicno :>
    ramxela paTivia, ara? :D:D:D

  12. კაი მოვალ აუცილებლად და იცოდე მერე არ დამიწყო ვაიმე შენ რომელი ხარ, ვერ გიცანი და ა.შ :) იცოდე მოვდივარ და გეუბნები; “ჰეი შენ ქალბატონო, ვერ მიცანი ეს მე ვარ” :დ :დ ან რავი სხვა რამე პაროლისავით მოვიფიქროთ :)

  13. ოოო კაი რა, ბოლოზე მიხლა რა პონტია, დღესვე მიახალე :პ

    ისე, რა შუაშია მარა, მაღალქუსლიანი მინდა : )))

  14. mivaxaleee : )))
    nu, exla mTlad “mixlac” ar erqva, magram ragacnairad mainc winaagmdegoba gavuwie da kmakopili var, xma rom chavagdebine :P

  15. notebook-ზე ვგიჟდებიიიიიიიიიი
    საერთოდ არ მიყვარს ცრემლების ღვარღვარი მაგრამ ეს ფილმი გამონაკლისია.
    ავად რამ გაგხადა? :O საშინელებაა ესე ცხელა და 39 სიცხეე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s