კარგი ბლოგერი

facebook-ზე დოდკას სტატუსი ვნახე: “5 წუთში გავიხსენე და ჩამოვწერე 30-ზე მეტი ნორმალური ქართველი ბლოგერი (რაღაც გაგიხარდებათ უახლოეს მომავალში ამ ბლოგერების ნაწილს :დ), და კიდევ იმდენია, ვინც ვიცი. 1 წლის წინ 7-ზე მეტს ვერ ჩამოვთვლიდი”.

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ამ 30-ში მე არ ვარ. თუმცა, ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმემ მანუგეშოს, ნუ გეშინია, შენც არა გიშავსო : )) ისიც ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვინც კითხულობენ ჩემს ბლოგს, ალბათ, მეც წავიკითხავდი მათ ადგილას, იმიტომ რომ მიყვარს პირადი ბლოგები, თანაც, ვფიქრობ, საკმაოდ გულახდილი ვარ. თუმცა, სიმართლე უნდა ვთქვა, ასეთი კიდევ ძალიან ბევრი თუ არა, არც თუ ისე ცოტა მაინც მოიპოვება ქართულ ბლოგოსფეროში.

ის კი, რაც განასხვავებს კარგ ბლოგერებს “ჩვენგან” წერის გამორჩეული მანერაა. ყველა მათგანს ნაპოვნი აქვს საკუთარი სტილი და ერთგულმა მკითხველმა ავტორის მითითების გარეშეც რომ წაიკითხოს მათი პოსტები, ალბათ, თავისუფლად მიხვდებიან, რომელი რომელს ეკუთვნის (ამაზე დოდკას ერთი ძალიან მაგარი პოსტი გამახსენდა “ბლოგ-პაროდია“).

მაგალითად, ავიღოთ sweet.ge. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის პირველი ბლოგი, რომლის კითხვაც დავიწყე სულ თავიდან და დღემდე ძალიან მიყვარს. მართალია, ბოლო დროს ცოტათი შეიცვალა, მაგრამ მარი ბოლო პოსტში თვითონაც ამბობს, რომ ენატრება “ის დრო, ეს ბლოგი რომ მართლა კარგი ბლოგი იყო.”

იმედია, ეს დრო მალე დაბრუნდება და, ამის გარდა, კიდევ ბევრი კარგი ბლოგი შეემატება ქართულ ბლოგოსფეროს (რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩემს ბლოგსაც უუუუდიდესი სიამოვნებით ვიხილავდი). : )))

Advertisements

10 thoughts on “კარგი ბლოგერი

  1. მართლაც ძალიან მომრავლდნენ ბლოგები. ბლოგროლზე უკვე 700-მდეა დარეგისტრირებული. სამწუხაროდ ბევრი არაა აქტიური

  2. neta ras apirebs?

    chemi blogis dizaini agar momwons : ((( da axla shensas davakvirdi, vijetebi sul ar gqonia :D

    me shen karg blogerad gtvli ; ))))

    martla, imitom rom ar galatob mas : P

  3. 30 არამგონია რომ გავიხსენო = ))
    მაგრამ შენს ბლოგს ხშირად ვკითხულობ.
    ქართველებს ძალიან გვიყვარს სხვისი პირადი ცხოვრება და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ადამიანის ხოვრებას განსჯი = ))
    რაც შეეხება საყოველთაოდ ცნობილ ბლოგერებს. არ ვთვლი რომ ისინი კარგები არიან. ისინი ცნობილები არიან და ამიტომ ყავთ ბევრი მკითხველი. ისინი დიდი ხანია არსებობენ. მათ ჯერ კიდევ მაშინ გაიჩიეს ”ფანები” როცა მე და შენ (სიტყვა :D) არ ვარსებობდით. ბევრი ცნობილი მომღერალია მაგრამ რამდენი მღერის კარგად? 1-2 ალბათ.
    რაც შეეხება სვითს. რატომრაც ყველა აღფრთოვანებულია ამ ადამიანით ჩემს გარდა (მგონი) არც ბლოგოსფეროს დივად მივიჩნევ.უბრალოდ მარის ცხოვრებას დიდიხანია ადევნებენ თვალს და რა ტქმა უნდა საინტერესოა შეურიგდება თუ არა ქმარს და ასე შემდეგ.

  4. gogoebo, es axali tema mogwonT? memgoni gacilebit ufro lamazi, nateli da komfoprtulia ;;)
    veki, widgetebi ar mqonia ras nishnavs ( ra blogerobazea saubari, aseti ragaceebis inchibinchi ar gamegeba: )

    siyvarulovna,

    sweet-is rac sheexeba, kargi gogoa, mizandasaxuli da a.sh. magram vimeoreb rom adre udro didi siamovnebit vkitxulobdi mis blogs, vidre axla…
    imaves tqma shemidzlai dodkazec, tumca dodka bolo dros TiTqmis agarc postavs : ))

  5. ალბათ იმის ბრალია რომ მობეზრდათ. ”დაბერდნენ” და უფრო სხვა საქმე აქვთ.

  6. პ.ს თემა ძალიან მომწონს. რაღაცნაირია. გიხდება/უხდება შენს პოსტებს = )) არც ძალიან გადატვირთულია და არც ღარიბული = ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s