loser!

არ ვიცი, მოახლოებული გამოცდების ბრალია თუ სხვა მიზეზები მოქმედებენ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ვარ გაღიზიანებული, ნერვები ყოველ წამს მღალატობს, ხშირად მინდება ტირილი, ჩხუბი, საკუთარი თავის დათრგუნვა, გარშემომყოფების რამეში დადანაშაულება…
ისედაც არ მაქვს მსუბუქი ხასიათი და ახლა მთლად დავმძიმდი და გავსაზიზღრდი, მგონი…
კიდევ კარგი ზაფხულია და სულ რაღაც სამ კვირაში არდადეგებსაც ვეღირსები. ოჰ, როგორ დავისვენებ და განვიტვირთები!!!
როგორც არასდროს აქამდე… მერე კი, მთელი ძალით შევუდგები დაუვიწყარ გართობას- როგორ, ჯერ არ ვიცი, მაგრამ – ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ!

თუმცა, ამისთვის მხოლოდ გამოცდების მიძაღლება არ ვარგა, ამ სახლიდან უნდა გავაღწიო აუცილებლად. თუ კოჯორში ვერ წავედი, იქნებ მამიდაჩემთან მაინც გადავბარგდე. უკვე აღარ შემიძლია, ყოველ საღამოს გაუთავებელი ჩხუბია, ხან ჩემს ძმას ეჩხუბებიან, ხან ერთმანეთს, ხან მე… თუმცა, ბოლო ორი დღეა, მე და მამა ერთმანეთს არ ველაპარაკებით და შედარებით მშვიდად ვარ. თუმცა, სახლში გამეფებული დაძაბულობა მაინც მოქმედებს ჩემზე.

ამას კიდევ ის ემატება, რომ ორი მეზობელი აკეთებს რემონტს და მთელი დღეების განმავლობაში, ჩაქუჩების მრავალხმიანი რაკარუკი მატკიებს ტვინს. თან ამ სიცხეში ფანჯარასაც ვერ მიხურავ…. მოკლედ, ნეგატიური ემოციებით ვარ დატვირთული.

დღეს იდეაში კარგი დღე იყო, ლუდის ფესტივალზე წავედი, იქ ბავშვები დამხვდნენ, კარგი განწყობა სუფევდა, მაგრამ თავი ამტკივდა რაღაც საშინლად და ვერც ეს მხიარულება შევირგე, წამოვჩანჩალდი სახლში.

მოვედი კომპიუტერთან და ინტერნეტის პრობლემები დამხვდა, კინაღამ გავრეკე. უკვე 2 დღეა ტელეფონს მითიშავს ეს მოდემი თუ ფილტრი, silknet-ში კიდევ არავითარი აპსუხი არ აქვთ, იმის გარდა, რომ “დაზიანებას დააფიქსირებენ და ბლაბლაბლა”…

თქვენ გგონიათ აქ მთავრდება ყველაფერი? შემდეგ მირეკავს ჩემი დაქალი და ტელეფონში ტირის, ისიც დაიღალა, რაღაც უაზრო ურთიერთობა აქვს ბიჭთან, რომელიც უყვარს და მოკლედ…

აუ, ეხლა კიდევ ამ პოსტს რომ ვწერ ბებიაჩემი ხვრინავს და შიგნიდან რაღაც მიღუტუნებს, საშინელი შეგრძნება… ვსო, სასწრაფოდ უნდა გამოვაქვეყნო ეს ნეგატიური პოსტი და გავიდე ამ ოთახიდან, თორემ კივლს დავიწყებ.

Advertisements

11 thoughts on “loser!

  1. Teen – ეიჯერობის ბოლოს არსებული კრიზისები გაქვს მგონი :)

  2. sheidzleba, magram, darwmunebuli ar var, rom 5 wlis shemdeg imave ambebis erTdroulad moxdenas ufro msubuqad shevxedav, riaviic :D

    gio, keTili ikos sheni pirveli commenT chems blogze :D :*

  3. 3 კვირაც გაუძელი როგორმე და მალე გეღირსება დასვენება :)

  4. აუუ მეც თითქმის ეგრე ვარ :| საშინელი პერიოდია, თან დაამატე მაგ ყველაფერს ეს უაზრო და მომთენთავი სიცხე, მერე კიდე რო მახსენდება რა გულუხვი ლექტორები გვყავს ჩვენ და რა რაოდენობის საგამოცდო საკითხები მოგვაჩეჩეს მეწეწება ნერვები… იცი როგორ ვარ, ნეტა აქედან გამაღწევინა სადმეთქო.. დღეს ისიც კი გავივლე გულში, მოდი დავიკიდებ გამოცდებს და გავქრები სადმე, ჯანდაბას 7 საგნის შეტენვათქო :) :)

    უმძიმესი დეპრესიის ფორმა მაქ მგონი :|

    p.s. ხო მართლა, გილოცავ ახალ დიზაინს :) ეს ჯობია, უფრო “ფითქინაა” და ფართო ადგილია ტექსტისთვის :) ისე უფრო კარგი იქნება ცოტა მკვეთრი შრიფტი რო იყოს ;) არ გარიგებ დედას ვფიცავარ :):) :)

  5. ისედაც არ მაქვს მსუბუქი ხასიათი და ახლა მთლად დავმძიმდი –

    aq wavikitxe axla mtlad davfexmzimdio da metqi ooo :D :D : D:D

  6. salomea_mze,

    es sicxe xo saerTod, mgoni, shakiki gamichina, yoveldge saxlshi sashineli Tavis TkiviliT vbrundebi ;(
    dizains rac sheexeba, marTali xar, magram eg rogor unda gavakeTo ar vici? Tu mirchev, siamovnebiT mivigeb :))) ogond temas ar shevcvli, dzlivs mivageni iams rac amdeni xania minda: ))

    veko,

    ho, dafexmdzimeba maklia sruli bednierebistvis :D:D:D
    ara, mament shvili ki dzaan minda, magram mTlad ase haerdianac ara :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s