Dionysus, fuck you!

 

ალკოჰოლს არასდროს ვეტანებოდი, ჰაჰა 2 ჭიქა დამელია და მაქსიმუმ სასიამოვნოდ ვდუნდებოდი, ვმსუბუქდებოდი… ყოველთვის მიკვრიდა, რატომ კარგავდა ხალხი კონტროლს საკუთარ თავზე და თვითკმაყოფილი იდიოტივით ვიმეორებდი, საკუთარ თავში დარწმუნებული: “ეს მე არ დამემართება!”…

გუშინ კურსელის დაბადების დღე იყო, საგანგებოდ გამოვიპრანჭე და მივედი. მინდოდა საღამოს ის მენახა, მაგრამ დარეკვის მეშინოდა და ცოტა მეტი გამბედაობისათვის ღვინის წრუპვა დავიწყე.
წრუპვიდან კი ერთი მოყუდებით სმაზე გადავედი.

თავიდან სისულელეების ლაპარაკი დავიწყე, ყველას რაღაცას ვუხსნიდი, ენას არ ვაჩერებდი… მერე ტუალეტში გავედი. 2 კარი იყო, მე რომელშიც შევედი, ის სააბაზანო აღმოჩნდა და უიმედოდ ვეძებდი ტუალეტს, ვბურტყუნებდი: “ღმერთო, ნუთუ ისეთი მთვრალი ვარ, რომ უნიტაზს ვერ ვხედავ?”… ბოლოს მივაგენი.

მერე ბავშვები ცეკვავდნენ, მე კიდევ მაგიდასთან ვიჯექი, კურსელთან ერთად. ვაკოცეთ ერთმანეთს, თან ვფიქრობდი, თამთა, რას აკეთებ… ვეუბნები, ადექი, შენც იცეკვე. -არა, ფეხი მტკივა… მერე ისევ ვკოცნით :(

ირმა და თორნიკე მარწმუნებენ, რომ წასვლის დროა, 5 წუთს ვთხოვ გამოსაძინებლად, მაგრამ მაინც მივდივართ. არ მახსოვს, როგორ დავემშვიდობე მასპინძელს, როგორ ჩამოვიარეთ 5სართული… მახსოვს, რომ ირმა და თოკო მომათრევდნენ, ზუსტად ისე, ფილმებში რომაა, ან “ტომი და ჯერის” ერთერთ სერიაში, 3 მთვრალი კატა მე-4 გათხლეშილს რომ მოათრევს…

Tom and Jerry

მერე, სადღაც 55 სკოლის უკან გული ამერია. ძაან ცუდად ვიყავი. ვიღაც გოგომ წყალი ჩამომიტანა და გვეუბნებოდა, ჩემთან ამოდით, მარტო ვცხოვრობო… ის გოგო უნდა ვიპოვო და მადლობა გადავუხადო.

გავაჩერეთ ტაქსი და წამოვედით ჩემთან (მე და ირმა)… როცა სახლთან მოვედით, ტაქსისტს გზის სწავლება დავუწყე: ქვემოთ ჩახვალთ და პირდაპირ მარჯანიშვილზე გაუხვევთ-მეთქი (არადა, მელიქიშვილი უნდა მეთქვა).

ჰო, მერე შევედი სადარბაზოში, ვიჯექი კიბეზე, მერე გავედი მამაჩემის მანქანასთან და ისევ გულის არევას ვცდილობდი. ირმა მეუბნებოდა, შევიდეტ, მეზობლები დაგინახავენო, მაგრამ მაგრად მეკიდა. მერე მამაჩემმა დამინახა ფანჯრიდან და შემიყვანეს.

3 ჭიქა სოდიანი წყალი მასვა დედამ, ცოტათი გავთავისუფლდი. დავწექით მე და ირმა და დიდხანს ვლაპარაკობდით, ნელნელა ვიხსენებდით რა და როგორ მოხდა.

ეხლაც ვერ ვარ კარგად, უცნაური შეგრძნება მაქვს :(
და თან ძალიან განვიცდი… კი მამშვიდებენ, მერე რა მოხდა, ასეთი რამე თითქმის ყველას ემართებაო, მაგრამ მე ვფიქრობ შემეძლო საკუთარი თავი გამეკონტროლებინა და ყველაფერი უკეთ ჩაივლიდა…

Advertisements

17 thoughts on “Dionysus, fuck you!

  1. ლოოოლ რა ამბები დაგიტრიალებია : ))))

    ყველას მოდის ეგეთი რამ ცხოვრებაში და გასატეხი არაფერია ; )))

    პროსტა, მე ერთი პრობლემა მაქვს : D ჯერ წინ მაქვს ეგეთი გმირობა და მეშინიაააააააააააა :D :D :D

  2. tamta says:

    kai tamt axla tvitgvemas ra azri aqvs? :D eg araferi, awi agar mogviva da egaa :)
    rom miyvebodi “ragac-ragacebi” gamogitovebia :P

    sunwaited-is ar iyos mec ar momsvlia :D

  3. vistan datveri ese umocyalod? :( ra xdeba yvelapershi mtexavt ukve (shen ar ggulsxmob) :*:* churchuto, jer irma exla shen, ai ra icis me ro ar gyavrt xolme gverdze :D

  4. naavganetari says:

    ჰაჰა ეს პოსტი ისტორიას დარჩება)
    საშინელებაა, ვიცი და ამიტომ ზედმეტ ვისარმოსვლიაებს აღარ გეტყვი

  5. looooool

    რა ნაცნობია ეს ყველაფერი! მეც ვამბობდი 3 წლის წინ ეგრე არასრდროს დამემართება თქო, მარა ახლა მეგობრები ამბობენ იგივეს ჩემს დანახვაზე!

    აუ იმას არ გეუბნებოდნენ: დალიე, ჯანდაბას, დათვერი ჯანდაბას, მაგრამ გოგო (!) ეგრე როგორ უნდა დათვრეს რო აღარაფერი ახსოვდესო? :)

  6. tina says:

    radgan Tqvenze bevrad ufrosi var,Tavs uflebas vaZlev giTxraT,simTvraleSi SeiZleba gamousworebeli Secdomis daSveba,amitom sxva dros gaiTvaliswine,rom aragaqvs xramis win sirbilis ufleba!

  7. Qilipa,

    ara, ar uTqvamT, yvela dzaan mamshvidebda… magas marTo me veubnebodi chems Tavs :D:D:D

    Tina,

    marTalia, momavalshi, imedi maqvs, Tavs shevikaveb :)

  8. :D:D:D:D აუ რა ტეხაავს :D
    ვთვრები ხოლმე. გათიშვამდე. თუმცა გულის არევები,მეორე დღეს პახმელიები არ ვიცი = ))
    არაუშავს, მართლაც და ვის არ მოსვლია

  9. wow, ახლა მოვძებნე ეს პოსტი და დავაღე პირი.
    არა, ამდენი ალკოჰოლის მიღება ნამდვილად დანაშაულია საკუთარი თავის წინაშე. :D :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s