მე თქვენ მიყვარხართ

რადგან ყველაზე საპასუხისმგებლო გამოცდა, ავად თუ კარგად, მოვიშორე და საქმეც არაფერი მაქვს, გადავწყვიტე “შეპირებული” პოსტის წერა დავიწყო. ამ თემას ყველა თავისებურად მიუდგა, ზოგმა ცხოვრების საუკეთესო მომენტები გაიხსენა, ზოგმაც საყვარელი ადამიანები თუ ნივთები ჩამოთვალა. მე ორივეს გავაერთიანებ:

პირველი, ვინც მახსენდება ეს ბაბუა. ჩემი ყველაზე საყვარელი, თბილი და ადამიანური ბაბუ. ასევე ის ყოველივე, რაც მისგან დამრჩა: მოგონებები, მისი დაწერილი ლექსები და შემოქმედებითი ბუნება (ცოტათი მაინც)… და ბებია(მამის დედა), ვისგანაც ვფიქრობ ჩემი ქალურობა მერგო.

მიყვარს ჩემი ოჯახი… მერე რა, რომ ხშირად ვართ ერთმანეთით უკმაყოფილო. სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც ვამაყობ, რომ მე ამ ოჯახში დავიბადე და, შეიძლება ითქვას, ამან იმაზე მეტი გზა გამიხსნა ცხოვრებაში, ვიდრე “ვიმსახურებდი”…

მიყვარს დედა, მის მუხლებში ჯდომა და მკერდზე თავის მიყრდნობა…
მიყვარს მამა, მასთან საუბარი (ოღონდ, კამათში და ჩხუბში თუ არ გადაგვდის:)
მიყვარს ძმა, ღამე, როცა ძინავს და მე ჩუმად ვკოცნი…
მიყვარს ბებია,(დედის დედა) ერთ წერტილს მიშტერებული ახალგაზრდობას რომ იხსენებს და სახეზე სევდიანი ღიმილი დასთამაშებს…

მიყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობა მზრდის და მაყალიბებს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ, ყოველი მათგანისგან რაღაცას ვიღებ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს!

ადამიანებიდან ყველაზე მეტად ბავშვები მიყვარს, მათგან კი – ჩემი შვილები… მერე რა, რომ ჯერ არ დაბადებულან, ოცნებას წინ რა უდგას? :)

ჰო, ოცნება და ფიქრი მიყვარს, გონებაში საინტერესო ისტორიების შეთხზვა.

საერთოდაც, ცხოვრება მიყვარს და მიხარია, რომ ამ ყველაფერს მძაფრად შევიგრძნობ. მიხარია, რომ მყავს მეგობრები, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემთვის. მიხარია მათთან ერთად გატარებული დღეები.

მაგალითად, 2007 წელს მე, ნუცა, ქეთა და ელენე წყნეთში რომ ვიყავით. ძალიან კარგი დრო იყო და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მე ახლაც მიყვარს სამივე, თუმცა ურთიერთობა მხოლოდ ნუცასთანღა მაქვს… ქეთას ძალიან იშვიათად ვხედავ, ელენე კი საერთოდ “დავკარგე”…

ძალიან ძვირფას შენაძენად ვთვლი ჩემს ახალ მეგობრებს, აბიტურიენტობის და პირველი კურსის განმავლობაში რომ გავიცანი.

კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, რაღაც სხვა გრძნობა რომ მაკავშირებდა: ზოგი მიყვარდა, ზოგი მომწონდა, ზოგსაც ვიჩემებდი… ვერ აგიღწერთ, დღემდე როგორი მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი ჩემთვის…

ესაა ჩემი სიყვარული: ადამიანები და მე…

ყველაფერს შეველევი ამქვეყნად: მუსიკას წიგნებს, ფილმებს, ბლოგს, ფერებს, ბუნებას, სახლს, ტანსაცმელს, დღიურებს, ფოტოებს, ტელეფონს, სათამაშოებს, ოღონდ მათ ვერა!

P.S: ბოლო წინადადებაში გაკეთებული ჩამონათვალით ტექნიკურად შემოგაპარეთ ჩემი სხვა სიყვარულები, თუმცა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი რამე (და იქნებ ვინმეც) გამომრჩა…
მინდა, რომ დათომაც დაწეროს პოსტი ამ თემაზე. ასე, რომ ვთაგავ notes.ge-ს! :)
და კიდევ: გიორგი ხუბულურს, რომელიც უკვე თვეებია ბლოგზე აღარაფერს დებს. იმედი მაქვს, ყურად იღებს ჩემს ტხოვნას და დაგვიბრუნდება :)
და ლილუს, საყვარელი გაბის ლამაზ დედიკოს :)

Advertisements

13 thoughts on “მე თქვენ მიყვარხართ

  1. tamta says:

    kargi postia :) axla vwer msgavs ragacas, magram blogi ver ixilavs, ra tqma unda….

    ise, shen mainc damtage ertxel zrdilobistvis, vitom blogeri rom viyo :(

  2. ravici, tamt… ragaca shen chemtvis calke xar da blogerebi calke…
    momavalshi gavitvaliswineb am shenishnvas, mapatie, akamde rom ar gamaxsenda :(

  3. ჰაიდეგუნდა says:

    ara, tamt vxumrob. ubralod damainteresa ratom ertxel mainc ar mouvida vinmes tavshi :D tore mainc ro ar davwer xo ici.

  4. tina says:

    მომწონს შენი ნაწერი,ხომ არ იყო სენტიმენტალური?,მაგრამ მაინც ცრემლი მომადგა,მენანება,როცა მეგობრობა იკარგება…მეც დღემდე მიყვარს ჩემი დაკარგული დაქალები.

  5. მადლობა პოსტში მოხსენიებისთვის.

    მაგრამ მე ასეთ რამეებს ვერ ვწერ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s