ჩშშ!

რა გრძნობაა, როცა შენზე პოსტს წერენ….

ბევრი ადამიანი ყოფილა ჩემი “გმირი”, მე კი არასოდეს. თუმცა გუშინ დაქალის/მეგობრის blog-ზე შევედი, ადრე გააკეთა, მაგრამ იშვიათად წერდა, ახლა განუახლებია.

პოსტი იყო, იასამნისფერი შრიფტით დაწერილი და ჩემზე. თუმცა არც ისე სასიამოვნო წასაკითხი, ოღონდ არც უსიამოვნო…

ადამიანები ხშირად ვუცრუებთ ერთმანეთს იმედებს და თითქმის ყოველთვის ჩვენი თავი გვგონია მართალი.

მე კი ბოლო დროს გაჩუმებას ვსწავლობ, მიჭირს, მაგრამ როდესაც საყვარელი ადამიანისგან რამე მწყინს, ყელში მოწოლილი ბურთის და თვალებზე მომდგარი ცრემლების ამარა ვრჩები.

ვიცი, მეტყვით, ემოციები არ უნდა მოთოკო, წყენა გულში არ ჩაიგუბო და ყველაფერი ხმამაღლა უნდა თქვაო, მაგრამ როდესაც ადამიანი დაუმსახურებლად გაწყენინებს, აქვს კი აზრი საუბარს?

მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში, ის რაც მე მწყინს, მათ სასაცილოდაც არ ყოფნით…

ამიტომ, ასე ვზივარ ჩუმად, სადამდეც შემიძლია.

ჯერჯერობით კარგად არ გამომდის, მაგრამ ვისწავლი ალბათ მალე (?)

Advertisements

6 thoughts on “ჩშშ!

  1. მე გამომდის დაბადებიდან… მაგრამ მერე რა?!! არც არაფერი,, იმედგაცრუებასთან ერთად საშინელება ისაა რომ სულ არ აინტერესებთ ესე უცებ თვალები რატომ აგიცრემლიანდა და რატომ გაჩუმდი.. პირიქით…

    და მიუხედავად იმისა რომ არაერთხელ მომდომებია ხმა ამომეღო და პასუხი გამეცა უსამართლო ცილისწამებას მაინც ეგრე ჩუმად ვისმენ :((

  2. არ შემიძლია გაჩუმება. რასაც ვფიქრობ ეგრევე დაუფიქრებლად ვიძახი და ხშირად ესეც მიქმნის პრობლემებს

  3. lex tempus says:

    კარგი, რა…
    წავიკითხე ორივე პოსტი…
    მაგაზე დიდი სირთულეები გექნებათ და უნდა მოერიოთ, თუ მართლა აფასებთ ერთმანეთს!

  4. lex tempus,

    simartle gitxra, es post mtlad tekozec(rziani blogis avtori) ar yopila, ubralod man gamaxsena da “shatamgona”, ase rom vtqvat…
    tumca, martali xar, win, zogadad, bevri sirtule melis/gvelis da unda moveriot…

    here comes the sun,

    axla rom vufqirdebi, mainc jobs chems dzvel pozicias mivawve: rac var, es var :D tan es oxeri wyenac wamebshi gadamdis da moitminon cota xans chemi afetqeba : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s