ცხოვრება ფილმში :)

გუშინ საღამოს მზიურში ვიჯექი მეგობართან ერთად და ჩემს ისტორიას ვუყვებოდი დათოზე… პრინციპში , თქვენც არ იცით, რომ ეს ამბავი დასრულდა, თანაც კარგად, ოღონდ არა ისე, როგორც ფილმებშია და არც “sweet november”-თან აღმოაჩნდა ბევრი საერთო…
ეს რომ აჩიკოს ვუთხარი, გაეცინა და მიპასუხა: “ეს ცხოვრებაა, ფილმი კი არა და ნუ ხარ ილუზიებში”…

ის-ის იყო დანებებას ვაპირებდი, რომ ძალიან, ძალიან მაგარი რაღაც მოხდა. ეს ამბავი მე სულაც არ მეხება, თუმცა, როგორ გითხრათ, გუშინ მართლა მეგონა, რომ კიდევ ერთ კარგ ფილმს ვუყურებდი და როცა მივხვდი, ეს ფილმი კი არა რეალობა იყო, ტირილი დავიწყე ბედნიერებისგან.

რა თქმა უნდა, ჩემი არჩიკო არ ცდება და ეს ცხოვრება ფილმი მართლაც არაა, ეს უფრო მეტია, უფრო მაგარი და ის ყველაფერი, რაც ფილმებში ხდება ცხოვრებიდანაა აღებული :)

გინდათ, მოგიყვეთ რა მოხდა?

ერთი კარგი მეგობარი შევიძინე, სხვათა შორის, ჩემი ბლოგის წყალობით. უკვე ნახევარი წელიწადია თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ და ერთმანეთზე თითქმის ყველაფერი ვიცით. მაგალითად ის, რომ გიოს ამერიკაში შეყვარებული ჰყავდა… თვითონ ვერ მიდიოდა მასთან, ვიზას არ აძლევდნენ, ამიტომ იმ გოგოს ელოდებოდა… მაგრამ რაღაც პრობლემები გაჩნდა, ვერც ის ახერხებდა წამოსვლას, ურთიერთობა დაეძაბათ, ბოლოს იჩხუბეს და დაშორდნენ.

ვეხვეწებოდი, ვთხოვდი – დაურეკე, ეს ქენი, ის ქენი… მაგრამ თვლიდა, რომ აზრი აღარაფერს ქონდა… მოკლედ, ყურები ჩამოყარა.

გუშინაც ვისაუბრეთ, ზუსტად მას შემდეგ,რაც არჩილმა ცხოვრებისა და ფილმების გამიჯვნა მირჩია…

ვეუბნები, საცოლიანი კაცი ხარ-მეთქი, მწერს:
[0:21:10] Giorgi Khubuluri: sacoliani ?
[0:21:13] Giorgi Khubuluri: :D
[0:21:23] TamT: shen xoo :P
[0:21:27] TamT: ikavi da iqnebi male
[0:21:30] TamT: guli migdznobs
[0:21:56] Giorgi Khubuluri: xshirad martldeba roca guli gigrdznobs ?
[0:21:56] Giorgi Khubuluri: :D
[0:22:05] TamT: sakmaod

და ცოტა ხნის შემდეგ:

[1:39:45 | Edited 1:39:49] Giorgi Khubuluri: VAI ME
[1:40:04] TamT: ra?
[1:40:22] Giorgi Khubuluri: mari chamovida
კადრი ფილმიდან "wicker park", აეროპორტის სცენა
ხედავთ, რა მაგარი გოგოა!!! ჩემიანია, უკვე მივხვდი. აი, ასე ადგა და ჩამოვიდა. დედამისმა მოწერა გიოს, მანდ არისო. ეს შოკში იყო, ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა, იჯდა და წერდა: ვაიმე, ვაიმე : ))))

მერე ადგა და წავიდა… არ ვიცი, როგორი იყო მათი შეხვედრა, ერთი სული მაქვს, როდის მომიყვება.

ძალიან, ძალიან დიდ ბედნიერებას ვუსურვებ!

და ჩემს წინათგრძნობას ვთხოვ, ჩემთვისაც მალე შექმნას ასეთი “ფილმი” : ))

Advertisements

9 thoughts on “ცხოვრება ფილმში :)

  1. lilusia says:

    vaaa filmis siujets gavs, tavidan rom daiwye wera sanab bolishi chavedi megona shen mogwerda giorgi rom moswonxar an rame egeti :D :D xSirad vici aseti sauketeso megobrebi bolos ertad rchebian xolme;)

  2. უი,რა კარგია :)
    მახსოვს მეც ვთქვი ფორუმის რომელიღაც თემაში, მელოდრამებში რაც ხდება, ცხოვრებიდანაა აღებული-მეთქი.
    მიხარია, როცა ვიგებ როოგორ უყვართ ადამიანებს ერთმანეთი no matter what.
    მეც მჯერა რომ ჩემს ნამდვილ სიყვარულს ვიპოვი :D

    პ.ს.
    მადლობა ჩემს ბლოგს რომ კითხულობ :) ბლოგროლში ჩაგამატე, საინტერესო ბლოგი გაქვს

  3. ძალიაააააააან მაგარია ესეთი ”სიურპრიზები”, მაგამ კიდე უფრო მაგარი მასში მონაწილეობაა :P
    მე მეჯრა ”ფილმებში რომ არის ისეთი დასასრულის”, მჯერა ზღაპრების ”ცხოვრობდნენ დიდხანსდ ა ბედნიერად”. უბრალოდ მტავარია ის ერტადერთი შანსი გამოიყენო, ხელიდან არ გაუშვა და ყველაფერი კარგად იქნება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s