ყოფილების სარეცელი

ამასწინათ FB-ზე რაღაც დასათაგი სურათი დავდე, რაღაც ფრაზები რომ წერია და შესაბამისი ადამიანი რომ უნდა მონიშნო. ერთი ასეთი იყო: “someone who changed my life”- ბევრი არც მიფიქრია, ისე მოვნიშნე ჩემი პირველი შეყვარებული, ცოტნე :).

მაშინ მე 15 წლის ვიყავი, არც ისე მორცხვი, მაგრაცმ არც ისე თამამი. ბიჭებთან ჩემი ურთიერთობა მეგობრობას არ ცდებოდა. კი იყვნენ ვიღაცეები, ვინც მეპრანჭებოდნენ/ვეპრანჭებოდი, მაგრამ ამ ყოველივეს სერიოზულობასთან ნაკლები საერთო ჰქონდა.

ცოტნეს გვერდით კი თავს ძალიან უცნაურად, თუმცა კარგად ვგრძნობდი. როგორ გითხრათ, აქვს ამ ადამიანს რაღაც ძალა, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქალს ჭირდება. ახლა რომ ვიხსენებ, კარგი ურთიერთობა გვქონდა, იშვიათად ვჩხუბობდით… ერთი ეს იყო, მე ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რას ნიშნავდა ეს “შეყვარებული”… წარმოიდგინეთ, პირველი 2 თვის განმავლობაში მისთვის დარეკვა ან მესიჯის მიწერაც კი მერიდებოდა… მერე თითქოს ყველაფერი დალაგდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დავშორდით.

თავიდან ძალიან განვიცდიდი, მენატრებოდა, ყოველღამე ვტიროდი… ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ გვქონდა, რამდენჯერმე ქუჩაშიც კი არ მივესალმეთ ერთმანეთს. დღეს გამახსენდა, ერთხელ თავისი ძმაკაცის yahoo-დან მომწერა და ეგრევე დავბლოკე… მოკლედ, პატარა, სულელი გოგო ვიყავი :)

მე და ცოტნემ ერთმანეთი 2007 წლის 29 მარტს გავიცანით და ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2008 წლის 29 მარტს, მე ჩემს შეყვარებულთან ერთად, ის კი თავისასთან, ერთმანეთს ქუჩაში შევხვდით და დაშორების შემდეგ პირველად ვილაპარაკეთ. როგორც მითხრეს, ძალიან გავწითლდი :)

ამის შემდეგ, მე და ცოტნემ კიდევ რამდენჯერმე წამოვიწყეთსავით ურთიერთობა: 2009 წლის თებერვალში, 2009 წლის ნოემბერში… ორივეჯერ ჩემი სურვილით შევწყვიტეთ, რაღაცის მეშინოდა :)

3-4 დღეა, რაც ისევ ვხვდებით… უაზრო შიშები და კომპლექსები გამიქრა. არც იმაზე მეტს ველი ამ ურთიერთობიდან, ვიდრე “საჭიროა”… და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ: დღითიდღე ვრწმუნდები, ადამიანი, რომელიც ოდესმე გიყვარდა, ვერასოდეს იქნება შენთვის უმნიშვნელო!

Advertisements

22 thoughts on “ყოფილების სარეცელი

  1. “ადამიანი, რომელიც ოდესმე გიყვარდა, ვერასოდეს იქნება შენთვის უმნიშვნელო!” – აბსოლუტურად გეთანხმები!

  2. gvanca,
    exla Teko ar meyofoda, shenga makldi ra :D

    kanario,

    ho, arada zogi dashordeba sheyvarebuls da ise landzgavs, gegoneba mTeli cxovreba mTrebi iyvnen :S

  3. ვაიმე, გამაჟრიალა თაამთ ბოლო აბზაცის წაკითხვისას : )

    ეს ის თემაა, რომელიც ასე მაფორიაქებს : ))) 1 წელი, 2 თვე და 15 დღეა ყურებამდე ვარ შეყვარებული : D

    ბევრი ბევრი და ძლიერი სიყვარულები და სიხარულები თქვენ

  4. tamta says:

    gvanca martalia, daiwyevlos es blogebi :D axali ambebi pirvelad wyarodan ver migvigia, unda gairos mkracri klaviatura, cenzura, shewsorebebi da a.s.
    ara, ara ra antiblogeri unda gavxde.

  5. sunwaited,

    didi madloba, tumca chvens amjamindel urtiertobas tqvensas arc shevadareb. es sul sxva ragacaa da is siyvarulic, romelzec vsaubrob, ufro dzvelis monatrebas, nostalgias gavs… simartle gitxra, momavali mastan ertad arc ki mesaxeba :) tumca, siyvaruli da sixaruli, ra tqma unda,a r mawyenda :D:*:*:*

    tamta,

    oh, shekarit exla piri :)) sul 3-4 dgis ambavia :D:D:D
    saswrafod fachuchas mouxme!!! :D:D:D:*

  6. მდააა… კარგია! მაგრამ მგონია რომ როცა დაშორება და კვლავ დაახლოება ასე ხშირი და ,,მარტივია”, კვლავ ბევრჯერ განმეორდება და ერთერთზე ოდესმე შეჩერდება, მაგრამ რომელზე?…

    მოკლედ, ,,ჩემი ენა – ვიცი სადაც” :D მაგრამ ია ტაკ დუმაიუ…

  7. hahaha, kargad ver gavige, ras gulisxmob :D:D:D
    memgoni es posti yurebamde sheyvarebuli gogos nawerad agiqvit, magram ase araa da arc am urtiertobaze vamyareb did imedebs: swored eg momwons, aranairi momavali, xval ra iqneba da “aqane stenkas davdgam” :D:D:D

  8. tamta says:

    egre shekvetit ar dadis eg, rigi udgas da mxolod gansakutrebul shemtxvevebshi mdebs pativs…
    3-4 dge dzalian didi droa :P

  9. ანუ ისევ ერთად ხართ ეხლა? ვააა რა მაგარია ეეე… როცა ორივემ იცით რა დაკარგეთ რრა მიიღეთ და ”რეები ხართ” ალბათ გაცილებით ადვილი და სასიამოვნოა ურთიერთობა. წარმატებებს გისურვეებ = )))

  10. მე პირველად სერიოზულად რომ შემიყვარდა, 17-ის ვიყავი. თოკო ჰქვია. ნახევარი წელი ვიყავით ერთად, მერე გრძნობები გამინელდა და დავშორდი… ერთი წლის მერე შევხვდი დაქალის სახლში შემთხვევით.. მერე ვმეგობრობდითსავით.. მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე.. ერთ საღამოს კი ჩვენი ძველი სიყვარული გავიხსენეთ და….ერთმანეთს ვაკოცეთ :) ჩემი პირველი კოცნა იყო :D შეყვარებულობის პერიოდში არ გვიკოცნია :D
    მაგრამ მეორე დღესვე აორთქლდა..გაქრა :(
    ერთი თვის წინ შემხვდა,ბოდიში მომმიხადა, თავში მიქროდა მაშინ, თან შურისძიება მინდოდაო..და გაქრა ისევ :)
    აღარ მიყვარს ,მაგრამ თბილად მახსენდება

  11. wow es ra ambebia :)

    sul magas vambobdi rom titqmis ar arsebobsb rom dzvel sheyavrebultan raime grdznoba isev ar gakavshirebdes, iqneb es ubralod lamazi mogonenebebi, nostalgia tu monatreba.
    da aqedan gamomdinare dzalianxshirad xdeba rom tavidan iwyeben urtiertobas, rac ara mgonia cudi idea iyos, sxva tu araferi ukve dzalian bevri tviseba ici im adamianis da im shecdomebs rogorsac adre ushvebdi, exla agar gaimeorebT :)

    cota ici ra ar momwons? anu ragace eseti shtabechdileba damrcha rom araseriozulad uyurebam urtiertobas da cota ertobi :P , gana imitom rom geubnebi aucileblad imaze unda ifiqro stenka sad dadgattqo, ubralod ravi… :)

    rac ar unda iyos, cadet iqneb kargad aewyos ;)

    xoda gagvagebine xolme ra xdeba :D

  12. ici rogoraa? chems tavs vakontroleb, rom seriozulad ar shevxedo. darwmunebuli var aravitari momavali ar aqvs am urtiertobas. mtlad gartobasac nu davarqmevt, ubralod, axla momwons rom ase var….
    tu rame saintereso iqna, aucileblad davwer :) madloba komentaristvis :*

  13. რა გულახდილი პოსტი იყო :) ცოტნე თუ კითხულობს შენს ბლოგს?

  14. “ადამიანი, რომელიც ოდესმე გიყვარდა, ვერასოდეს იქნება შენთვის უმნიშვნელო!” გეთანხმები,მართალი ხარ…
    ძალიან გულახდილად წერ და კარგია..გაიხარეეე..იცი რაღაც მომენტში ჩემი თავი დამანახა და დამაფიქრა…როცა გვიყვარდება, შიშებს და კომპლექსებს უნდა მოვერიოთ და ყველაფერი კარგად იქნება…:–)

  15. didi madloba :)

    gulaxdilad weras rac sheexeba, axla mgonia, rom es arc ise kargia. simartle gitxra cota meshinia chemma “girebma” ar naxon es blog :S tundac, cotnem… mit umetes, rom mastan agar var. ogond, minda vtqva, rom rasac am postshi vambob, absoliturad igive pozicia maqvs exlac, dzalian mnishvnelovania es adamiani chemtvis da mistvis mxolod kargi minda :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s