I’m leaving

დღეს მივდივარ, უკვე საბოლოოდ… ასე რომ, სექტემბრამდე გემშვიდობებით.
ძალიან მომენატრება ჩემი ბლოგი, თქვენი ბლოგები და კომენტარები :)

სანამ წავალ, მინდა 2 სიტყვა ვთქვა გუშინდელ დღეზე ანუ ჩემი დეიდაშვილის ქორწილზე, რომელმაც მართლა კარგად და მხიარულად ჩაიარა. იმედია, ზუკა და ნინი ცხოვრების ბოლომდე ასეთი შეყვარებულები და ბედნიერები იქნებიან <3

ყველას გისურვებთ ძალიან, ძალიან გიჟურ ზაფხულს ან კარგ დასვენებას, მოკლედ, როგორც თქვენ გაგიხარდებათ <3
სექტემბრამდე გკოცნით, გეხვევით, თქვენი LiLaC

სულ 5 წუთის შემოსული ვარ სახლში და მინდა, ჩემი ემოცია ისევე ამოვიღო სულიდან და ყველას გავუზიარო, როგორც ეს დღეს ნინო ქათამაძემ გააკეთა… მე პირველად მოვუსმინე მის ცოცხალ შესრულებას და მართლა აღფრთოვანებული ვარ, ნეტავ კიდევ გაგრძელებულიყო, კიდევ, კიდევ, კიდევ…

ბევრს ვერაფერს დავწერ, ან რა უნდა დავწერო, რა საჭიროა სიტყვები???
მხოლოდ ემოცია, მელოდია, ბგერები… და ეს უკვე მუსიკაა, ღვთაებრივი, სულამდე და კიდევ უფრო ღრმად ჩასული…

მინდა, მინდა, მინდა, კიდეეეევ <3

some positive

იმის გამო, რომ ბოლო დროს სულ გაურკვევლობაში ვარ, ნერვები ხშირად მეშლება, რაც, რა თქმა უნდა, ჩემს განწყობაზე მოქმედებს… და, რომ ვუკვირდები, ასეთ პერიოდში, თუნდაც მეგობართან ლაპარაკისას, ხაზს ყოველთვის იმ უარყოფითს ვუსვამ, რაც ხდება, არადა, რომ დაფიქრდე, ირგვლივ იმდენი პოზიტივია:

1) გახსოვთ, ალბთ, ვწუწუნებდი,კოჯორში ვერ ავდივარ-მეთქი (თუ არ გახსოვთ, დააჭირეთ აქ). საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა და 26 ივლისს უკვე საყვარელი ცაცხვის ქვეშ წამოვიჭიმები.

2) მანამდე კი, 25 ივლისს, კვირას, ჩემი დეიდაშვილის, ზურას ქორწილია. აი, რას ვწერდი მასზე 6 თვის წინ:

ჩემს ძმასთან ერთად გავემართე რესტორნისკენ, სადაც მამამ დაგვიპატიჟა ჩვენი დეიდაშვილი და მისი შეყვარებული, რომლებიც ერთ კვირაში ინიშნებიან.
ძალიან კარგი საღამო გავატარეთ. ვამაყობ ჩემი დეიდაშვილით. რამდენიმე წლის წინ მამა გარდაეცვალა, საზიზღარ უბანში და სამეგობრო წრეში მოხვდა, ცუდი რაღაცეები აქვს გაკეთებული, მაგრამ ნინის გამოჩენამ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. ძალიან გამოსწორდა, რამდენიემთვიანი სამსახურის ძებნისა და ასევე რამდენიმე გამოუსადეგარი სამუშაოს დაწყების შემდეგ, ნორმალურ ადგილსაც მიაგნო. კიდევ რაღაც გეგმები აქვს, ბევრ შრომობს და ფიქრობს. ნინიც გვერდში უდგას და მოკლედ, ძალიან კარგები არიან რა…

3) გადადით 2 პოსტით უკან, ძნელი არჩევანის წინაშე ვიდექი (იხ. “დილემა“), საბოლოოდ, თურქეთში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ძალიან მწყდებოდა გული იმაზე, რომ დაქალებთან ერთად აჭარაში ვერ დავისვენებდი… მამამ კი მითხრა, რომ შეუძლია ერთი კვირით ეს ბედნიერებაც მომანიჭოს <3

4) დღეს ჩემი ძმა, ჩემი საყვარელი თაზო, 17 წლის გახდა :) მართალია, საქეიფოდ არ წამიყვანა და, საერთოდაც, ხშირად მიშლის ნერვებს, მაგრამ მერე, რა… მე ხომ ყველაზე, ყველაზე მეტად მიყვარს :)
თაზო, 2-3 წლის წინ
ესეც ასე, გაუმჯობესებული განწყობითა და უკეთესის იმედით, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით… მანამდე კი, შეგიძლიათ ტქვენც გაიხსენოთ პატარ-პატარა პოზიტივები და კომენტარებად დამიტოვოთ = ))

Boys, boys, boys…

საბრინა თავის ბიჭებს უმღერის, მე კი ჩემებზე დავწერ… (აბა, არც სიმღერა მეხერხება და არც ამხელა მკერდი მაქვს = ))

მახსოვს, ბავშვობაში აქტუალური იყო კითხვა “როგორი ბიჭები მოგწონს”… გამოცდილებიდან მივხვდი, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იდეალური პროტოტიპიც არ უნდა გყავდეს ჩამოყალიბებულ-წარმოდგენილი, შეიძლება მისგან 180°-ით განსხვავებული მოგეწონოს რეალობაში…

მაგალითად, ჩემს ყურადღებას უფრო მეტად მაღალი ბიჭები იპყრობენ, სასურველია, შავგრემანი და ღია ფერის თვალებით.
ახლა გადავხედოთ წარსულს: პირველი შეყვარებული ასე თუ ისე მაღალი იყო (არის), 1.86სმ, ქერა და ცისფერთვალება… ოღონდ ძაან ბარბი ბიჭი არ წარმოიდგინოთ (თუმცა, ასეთსაც შევხვდებით).

მეორე შეყვარებული: დაბალი (ან, შეიძლება საშუალო სიმაღლეც დავარქვათ), 1.78, წაბლისფერი თმით და თვალებით. ტიპაჟებითაც ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან: პირველი უფრო სერიოზული, დასტოინი… მთლად ქუჩის ბიჭს ვერ იტყვი, თუმცა დაახლოებით… მეორე – ცანცარა, სასაცილო, ცოტათი დეპრესიული “ხელოვანი”…

გარეგნულად ჩემს “იდეალს” ყველაზე მეტად ბოლო ბიჭი შეესაბამებოდა: მაღალი (1.88), შავგრემანი, ძაალიან ლამაზი მწვანე ფერის თვალებით <3 ხასიათის შტრიხებს რაც შეეხება, იმ დროისთვის, მე რომ გავიცანი, იყო ძალიან ცანცარა, ყველაფერზე ღადაობდა, მაგრამ ისე, რომ კარგ ხასიათზე დაგაყენებდა და განწყობას შეგიქმნიდა (ბოლო დროს რაღაცეები შეიცვალა…)

ისე კი, ამ პოსტის იდეა იმიტომ დამებადა, რომ ახლახან FB-ზე ჩემი ძველი თაყვანისმცემელი თუ რაღაც ამდაგვარი დავამატე (ცოტათი მეც მომწონდა), ჰოდა, სურათები რომ დავათვალიერე, ბარბის მეგობარი კენი გამახსენდა :))
წარმოიდგინეთ, მაღალი, გამხდარი (საჭიროებისამებრ), ძააალიან ქერა, ცისფერთვალება, კურნოსა ცხვირით, სქელი ტუჩებით…:))

მაგრამ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მივხვდი, რომ მხოლოდ გარეგნობა საქმეს მართლა ვერ შველის :))

დილემა

ალბათ, ბევრი თქვენგანი არც დაფიქრდებოდა, ისე მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ მე მართლა ძალიან მიჭირს. აი, საქმე რაშია… მთელი წელი ვგეგმავდი დაქალებთან ერთად ზღვაზე წასვლას და აი, აგვისტოც მოახლოვდა… მაგრამ დღეს მამაჩემმა შემომთავაზა მამიდაშვილის ოჯახთან თურქეთში, ძაალიან მაგარ სასტუმროში წასვლა.

თავიდან უარი ვუთხარი, სადაც არ უნდა ვიყო, მაინც მეგობრებთან ერთად მირჩევნია-მეთქი. ამის შემდეგ, ჩემმა მამიდაშვილმა ცალკე, მისმა ცოლმა ცალკე და შვილმა ცალკე ლამის მაგინა “რაზე ამბობ უარსო” :))

და, მართლა, რომ დავფიქრდი, სერიოზული ცდუნებაა. თან არც ვიცი, კიდევ როდის მომეცემა ამის შესაძლებლობა…
თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე?

მოკლედ, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ რადგან ეს თურქეთის ტური აგვისტოს ბოლოს იგეგმება, იქნებ მანამდე მაინც მოვახერხო დაქალებთან ერთად სადმე წასვლა… იმედია, მამაჩემი უარს არ მეტყვის… თუ მეტყვის? :D

Boys, read me :)

გუშინწინ გადავწყვიტე, დავიწყო მოთხრობის წერა… უფრო სწორად, რაღაც უფრო დიდის, ვიდრე მოთხრობაა :) (ვიცი, რომ რომანი ქვია, მაგრამ რაღაც ყურში ცუდად მხვდება)… ჰოდა, ამისთვის მესაჭიროება ძააალიან დიდი რვეული ან ბლოკნოტი, რომელიც არ მაქვს, არადა ხელები მექავება, ისე მინდა წერა… დღეს კი ვიყავი გარეთ გასული, ფულიც მქონდა, მაგრამ არ გამახსენდა და…:(

ზოგადად, აქამდეც ბევრი რაღაც დამიწერია, ზოგი შუა გზაში მივატოვე… ვფიქრობ, რომ ყველა მათგანი არის ნაგავი და უაზრობა, ამიტომაც არავის ვაკითხებ (თუმცა, ლექსების მიმართ უფრო ლოიალური ვარ, რამდენიმე მომწონს კიდეც…), მაგრამ, აი, გული მიგრძნობს, რომ ეს ისაა, რისი დაწერაც ახლა ძალიან მინდა და მჭირდება. შეიძლება ესეც მორიგი სისულელე გამომივიდეს, მაგრამ მე ხომ ჩემთვის ვწერ?!

კიდევ ერთ რამეზე ვფიქრობ, რატომ არ კითხულობენ ჩემს ბლოგს ბიჭები? ჰო, ვიცი, ძირითადად ქალურ თემებზე ვწერ და ეს ალბათ მათთვის უინტერესოა, მაგრამ რატომ არის უინტერესო? :)) ასეა თუ ისე, ეს ხომ მათაც ეხება!!!
ბიჭებო, წაიკითხეთ ჩემი ბლოგი და დამიტოვეთ კომენტარები (რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისებიც)…

მორჩა, მოვიოხე გული, მაგრამ რა ხეირი? მაინც არ მაქვს დიდი ბლოკნოტი :(

The end

სულ რაღაც 3 კვირის წინ ვწერდი, რომ ჩემს ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობა განვაახლე. მაშინ, რატომღაც მეგონა, რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა, თუმცა ბოლოს ისევ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ის, რაც ერთხელ დამთავრდა, ჯობს ასევე დარჩეს…
რა თქმა უნდა, ვიღაცას სხვა აზრი ექნება, მეც გამიგია ისეთი შემთხვევები, როდესაც მრავალწლიანი განშორების შემდეგ წყვილი შეხვედრია ერთმანეთს და “მერე ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად”. უბრალოდ, ახლა, ამ სიტუაციაში ეს მართლა გამორიცხულია… რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, როდესაც ადამიანთან ვარ, გრძნობა მიჩნდება და თუ მისგან ამ საკითხისადმი გულგრილ დამოკიდებულებას ვიღებ, იქ სხვა ყველაფერი ჩემთვის აზრს კარგავს.

მოკლედ, გუშინ გადავწყვიტე, რომ შევწყვიტო მასთან შეხვედრა, ეს პირდაპირ არ მითქვამს, მაგრამ სიტყვა გადავუკარი და პასუხმაც არ დააყოვნა: ” თუ ჩემი ნახვა არ გინდა, არ მნახო”…
ასეა, რაღაც მთავრდება, შეიძლება გულიც კი დაგწყდეს, მაგრამ არასდროს უნდა დაგავიწყდეს, რომ დასასრული ყოველთვის რაღაც ახალის დასაწყისია :)