paid <3

არ ვიცი, ბლოგზე დამიწერია თუ არა, მაგრამ ადრე ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ რაში დამეხარჯა პირველი ხელფასი/ჰონორარი. ყოველთვის მინდოდა, ისეთი რამე შემეძინა, რაც სამუდამოდ გამყვებოდა და გამახსენებდა ჩემს პირველ ანაზღაურებას. ბოლოს ერთი გენიალური იდეა მომივიდა: გამეკეთებინა ტატუ და ასე შემენარჩუნებინა ეს მოგონება :)

ჰოდა, რამდენიმე დღის წინ კურსელმა შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო ფოკუსჯგუფში, რაშიც 15 ლარს გადამიხდიდნენ.
სიმართლე გითხრათ, ფულის გარეშეც დავთანხმდებოდი, მაგრამ ამ წინადადებამ განსაკუთრებით მომხიბლა. ჰო, 15 ლარი დიდი არაფერია, უფრო რაღაც სიმბოლური თანხაა, თუმცა ჩემთვის მართლა ბევრს ნიშნავს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პირველად მომცეს ფული რაღაცის კეთებაში.

ჰო, ახლა იკითხავთ 15 ლარად რა ტატუ უნდა გაიკეთოო, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა იციან ერთი სანდო “ტოჩკა” და ალბათ იქითა კვირაში ჩემს კისერს პატარა, ბუთქუნა გული დაამშვენებს.

(დაახლოებით ასეთი, როგორც სურათზე, თუმცა ოდნავ უფრო ქვემოთ და გულიც სულ შავი იქნება, წითელი არ მომწონს…თან ეს ძალიან პაწაწკინეტელაა),

იქითა კვირისთვის ვგეგმავ ამ ამბავს და იმედია, ძალიან არ მეტკინება + კარგი გამოვა :)
ჰო და კიდევ, ეს ერთი და სხვა მრავალი (ოღონდ უფრო ბეევრი) – ტატუ არა, კაცო… ანაზღაურება :D

Advertisements

15 thoughts on “paid <3

  1. ხო ადრეც გეწერა რომ ტატუს გაკეთებას აპირებდი, ნუ მაინცდამაინც არ მომხიბლა ამ ამბავმა მაგრამ მე ვინ მკითხავს :D :D

    ეგ ერთი და სხვა მრავალი მართლაც :*

  2. ლამაზი იქნება.. მეც მინდა მაგ ადგილას ტატუ,მაგრამ წარწერა ალბათ უფრო.. )

  3. ყველაზე მტკინვეული ადგილი შეგირჩევია… მიყვარს ტატუები!

  4. @LiLaC გააჩნია ადამიანს, შეიძლება ყველგან ეტკინოს, მაგრამ შედარებით უმტკინვეულო არის ხელი… იცი როგორი მომენტია? ტვინში გირტყავს, გასხავს მაგრამ თუ შედეგით კმაყოფილი გინდა რომ დარჩე უნდა მოითმინო, თანაც ეგეთ პატარას თუ გაიკეთებ რამოდენიმე წამის ამბავია. გადაფიქრება არ ღირს :) მთავარია ტატუ სწორად შეარჩიო, მე მაგალითად მომწონს ეს რაც სურათზეა, ადგილიც კარგია. შენ ვერ დაინახავ და არ მოგბეზრდება. თან თმასაც თუ შეიმოკლებ რომ გამოჩნდეს მთლად უკეთესი. გუუდ ლაქ!

  5. im dges ded-mamas vkitxe azri, didi agfrtovaneba ar gamouxatavt, amitom, ar vici, vetyvi tu ara. sheidzleba, rom gaviketeb mere vachveno da ragas izamen.

  6. მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ ტატუს გაკეთება, მაგას არ უყვარს და ძლივ–ძლივობით დავითანხმე. ხოდა დიდი ხანია ვფიქრობ რა გავიკეთოთ და ეს გული თუმც ბანალურია, მაგრამ ძალიან მომეწონა. ასე რომ შეიძლება შენ მოგბაძოთ : რომ გაიკეთებ აუცილებლად დაწერე სად გაიკეთე, რამდენად მტკივნეული პროცესი იყო. ხო და სურათებიც დადე.

  7. sxvata shoris, achi da teko momyvebian gasaketeblad, am dgeebshi vapireb :>
    kargi ideaa, momwons, sheyvarebulebs ertnairi tatuebi rom aqvt :> me rom meyoleba, mec egre movikcevi :D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s