I am woman

ალბათ ცოტა დაგვიანებით ვწერ ფილმის შესახებ, რომლის პრემიერაც 2 კვირის წინ შედგა და ბევრმა ბლოგერმა მიმოიხილა:
Sex and The ciTy 2!

ამის მიზეზი ისაა, რომ აქამდე კინოში წასვლა ვერ მოვახერხე, კომპიუტერში ყურება სასტიკად არ მინდოდა, თუმცა დღეს ცდუნებას ვერ გავუძელი. თანაც ერთი კვირაა რუსთავი2-ზე სერიალს ვუყურებ და დღეს რომ არ გავიდა, ვეღარ მოვითმინე…

სამწუხაროა, რომ ხარისხში არ გამიმართლა, კინოთეატრში გადაღებული ვერსია იყო, რის გამოც დაიკარგა ამ ფილმის ერთერთი მთავარი “პეწი”: ფერები (რაც ყველაზე სასაცილოა, კერი ფილმის დასასრულს სწორედ ცხოვრებისა და ფილმების ფერადოვნებაზე საუბრობს).

ვერ ვიტყვი, რომ ფილმით აღტაცებული დავრჩი. მას უფრო სათავგადასავლო ფილმის სახე ჰქონდა და მხოლოდ background-ად გასდევდა ჭეშმარიტი satc-ური მომენტები. მოკლედ, ყველაფერი ლამაზი ზღაპარივით დამთავრდა, რაც, რა თქმა უნდა, სულაც არაა ცუდი, მით უმეტეს ჩემნაირი რომანტიკული გოგონასათვის, თუმცა მაინც… ცოტა მეტს ველოდი, რას – ზუსტად არვიცი.

ამის მიუხედავად, ჯერ მთელი სიამოვნება წინ მაქვს: იმედია, რუსთავი 2 ყველა სერიას (როგორც ვიკიპედია ამბობს, 94) გაუშვებს.

აბუდაბი კარგია, მაგრამ მე კერის, მირანდას, სამანტასა და შარლოტას ცხოვრება ნიუ იორკში უფრო მაინტერესებს, თუნდაც წარსულიდან…

Advertisements

2 thoughts on “I am woman

  1. ამ ფილმის პირველ ნაწილს რომ ვუყურე, მაშინ მეც შენნაირი გრძNობა მქონდა. თიტქოს ჩემს ტავში ჭეშმარიტი ქალი ამოვიცანი :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s