რომანტიკული პაემანი

ალბათ იფიქრებთ, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლაო, მაგრამ რა ვქნა? ვერ გავძელი ბლოგის გარეშე :) ამიტომ წინა პოსტი, უბრალოდ, გამოცდების დამთავრების აღსანიშნავად ჩავთვალოთ…. საერთოდაც, არ ვიცი, რამ მომიფრინა. მინიმუმ ერთი კვირა მაინც თბილისში ვიქნები და რატომ უნდა მივატოვო ჩემი საყვარელი ბლოგი? <3

ბოლო ხანებში, შეამჩნევდით, რომ ხშირად ვწერ sex and the city-ზე. ეს იმიტომ, რომ ამ სერიალის ყურება დავიწყე და შეყვარებული ვარ. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ პოსტის იდეაც satc-მ შთამაგონა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: კერი თაყვანისმცემელმა სავახშმოდ დაპატიჟა…

და უცბად თავში გამიელვა "რამდენ "პაემანზე" ვყოფილვარ, სად აღარ, მაგრამ არასოდეს არავის უთქვამს: იქნებ ამ საღამოს ერთად გვევახშმა?" არადა, რა რომანტიკულია, საგანგებოდ გამოწყობილი მიდიხარ პატარ, მყუდრო რესტორანში, სადაც ის უკვე გელოდება, მერე ზიხართ, მიირთმევთ ვახშამს, საუბრობთ, იცინით, სასიამოვნო მუსიკას უსმენთ :))

ალბათ ზოგიერთს, მით უმეტეს ჩემს ასაკში, მოსაწყენად მოეჩვენება ასეთი პაემანი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ… თუმცა, რადგან ასაკზე მიდგა საუბარი, სწორედ მას დავაბრალებ ჩემს "უვახშმობას". რესტორანი, ალბათ ,უფრო მოზრდილი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, მე კი ჯერ ისევ კაფეებში, პარკებში, კინოში და ასეთ ახალგაზრდულ ადგილებში უნდა ვიარო.

არაუშავს, ყველაფერი წინაა :)

Advertisements

8 thoughts on “რომანტიკული პაემანი

  1. awi vinc ,,gavaxshmebs” e.i. shen blogs kitxulobs da icis rom sheni moxibvla am saqcielit zalian martivi iqneba, ase rom ar ayve shemotavazebas da ar motyuvde :D

  2. chems blogs ar kitxuloben chemi tayvanismcemlebi, amitom safrtxe ar memuqreba :D:D:D
    tan, vinc dampatijebs, yvelas ki ar wavyvebi :P

  3. ჩემთვის იდეალური პაემანი სახურავზე იქნებოდა <3 ისეთ სახურავზე არავის რომ არ ეცოდინებოდა , უფრო სწორედ ვერ დაარქმევ ამანდ პაემანს მარა ალბათ უფრო საყვარელი ადგილი იქნებოდა… მარტო შენ და "ია", სახურავზე… მარტო… ღრუბლები, ბევრი ბევრი მწვანე და ყველაფერი რაც განსვ=ხვავებულია და შორსააა ბანალურობისგან… ძალიან სენტიმენტალურად კი გამომივიდა.

    პს. ისე ამის თქმას "მის" გარდა არავისთვის ვაპირებდი, მაგრამ დამეწერინა და.. : )

  4. dzalian kargi tu dagewerina :P
    saxuravs rac sheexeba, kargia.. chems yopil sheyvarebuls uyvarda dolidzeze erti sxuravi, iq avdiodit xolme :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s