WhaT happened To Anneliese?!

 

1952 წლის 21 სექტემბერს დაიბადა ანელის მიშელი… გოგონა, რომელსაც უფრო მეტად ემილი როუზის სახელით იცნობენ.

ანელისი შეპყრობამდე

ანელისი შეპყრობამდე

ფილმი “The Exorcism of Emily Rose” დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომლის შესახებაც დღემდე ყურმოკვრით თუ ვიცოდი, მაგრამ facebook-ზე მეგობრის დადებულ ლინკს მივყევი და ეს ფილმი გადმოვიწერე. მთელი დღე მქონდა განწყობა, რომ რაღაც “უჟასისათვის” უნდა მეყურებინა: ოთახში შუქი ჩავაქრე… და რამდენიმე ეპიზოდზე შევკრთი. უფრო მეტ horror-ს ველოდი.

სამაგიეროდ, ამ ისტორიამ დამაინტერესა, google მივქექ-მოვქექე და დოკუმენტურ ფილმს მივაგენი, სადაც ანელისის დედა და მღვდელი, რომელიც მის ეგზორციზმში უშუალო მონაწილეობას იღებდა, გვიყვებიან ამ, ერთი შეხედვით დაუჯერებელ ისტორიას. რაც ყველაზე შემზარავია, არსებობს აუდიოჩანაწერები, სადაც ისმის სასულიერო პირისა და ბოროტი სულების დიალოგი. ძალიან მძიმე მოსასმენია ის ხრიალი, რომელსაც შეპყრობილი გოგონა გამოსცემს.

ეგზორციზმის დროს

ეგზორციზმის დროს

მაგალითად, დიალოგი კაენთან, რომელიც ამბობს, რომ მან საკუთარი ძმა მოკლა… წარმოიდგინეთ, ამ ყოველივეს საკუთარი ყურით უსმენ… რაღაც არაამქვეყნიური ხმებია. და, რაც ყველაზე მძიმეა: ყოველი განდევნის შემდეგ ისმის გოგონას ამოოხვრა, ის თითქოს წამიერ შვებას გრძნობს, შემდეგ კი ისინი ბრუნდებიან და ამბობენ: “ჩვენ გვინდა წასვლა, მაგრამ არ გვაქვს ამის უფლება”…

ვიცი, ბევრი სკეპტიკურად შეხედავს ამ ამბავს, მეცნიერულ და სამედიცინო მიზეზებს დაასახელებს ან უბრალოდ იტყვის, რომ ყველაფერი ეკლესიამ გამოიგონა, ხალხში რწმენის გასაღვივებლად. ამ შემთხვევაში კი პასუხი მხოლოდ ერთია (მხატვრულ ფილმში მღვდელი უებნება ადვოკატს): მნიშვნელობა არ აქვს, გჯერა თუ არა ბოროტი სულების (ეშმაკის), ისინი მაინც არსებობენ…

რა თქმა უნდა, ჩემი პოსტი ვერ შეგიქმნით სრულ წარმოდგენას, ამიტომ გირჩევთ უყუროთ ზემოთ აღნიშნულ ფილმს youtube-ზე: პირველი ნაწილი, მეორე ნაწილი, მესამე ნაწილი, მეოთხე ნაწილი, მეხუთე ნაწილი

P.S:თითო ნაწილი მაქსიმუმ 10 წუთი გრძელდება, ანუ ფილმი ჯამში ერთი საათიც არ გამოდის.

Advertisements

8 thoughts on “WhaT happened To Anneliese?!

  1. ეს აუდიო მასალა, გამოიყენეს მტკიცებულებად სასამართლოზე და შესაბამისად ის სრულიად რეალურია და ნამდვილად ჩაწერილია ეგზორციზმის დროს. თანაც კათოლიკურ ეკლესიას ამ ისტორიის გახმაურება ნაკლებად აწყობდა და მათთვის ამ ამბავს კარგი არაფერი მოუთანია, ვინაიდან აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, ეკლესიას კი წერილობითი თანხმობა ჰქონდა გაცემული ეგზორციზმის ჩატარებაზე. მღვდელი დამნაშავედ სცნეს.

  2. ho, titqmis yvelaferi wavikitxe, rac am saqmes exeboda… aseve, forum.ge-zec iko gaxsnili tema da swored iq asaxelebdnen msgavs mizezebs.
    exla minda, rom sxva shemtxvevebsac gvecno, dzalian davinteresdi

  3. forum.ge-ზე ორი თემაა ერთი ეგზორციზმი და მეორე კვეთებული (ამ თემაში ეს ისტორია მაქვს ზუსტად განხილული, მაშინ მოვისმინე პრიველად ეს აუდიო ჩანაწერები).
    ზოგადად ამ საკითხზე ბევრი რელაური ისტორიი მოძიება ძალიან რთულია. პირველად ამ თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია 1949 წლის შემდეგ, რომელზეც 1973 წელს ფილმი გადაიღეს, სხვათაშორის ვინაიდან წლებით ამ ფილმის გამოსვლა და ანელიზეს ”დაავადება” ემთხვევა, არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ ფილმის შედეგი იყო ის, რომ ანელიზემ შთააგონა საკუთარ თავს, რომ ეშმაკით იყო შეპყრობილი (ამას რა თქმა უნდა დაერთო ფსიქიური აშლილობაც). ძალიან დიდი მონდომებით ვეძებ მეც ამ თემაზე ისტორიებს და თუ რამეს იპოვნი დიდი სიამოვნებით წავიკითხავ :)

  4. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ ფილმის შედეგი იყო ის, რომ ანელიზემ შთააგონა საკუთარ თავს, რომ ეშმაკით იყო შეპყრობილი (ამას რა თქმა უნდა დაერთო ფსიქიური აშლილობაც). < oho, es ar vicodi…
    ise gushin, rom davweki, sanam chamedzineboda, mec karga xans vfiqrobdi, exla ucbad eshmaki ar dameuflos-metki :)) magram kidev kargi, 3saats gadacilebuli iko :D:D:D

    kargi, tu raime sainteresos vipovit am temastan dakavshirebit, gavuziarot ertmanets

  5. ლილაქ ფინიკის ბლოგზე ყველა ეგზორცისმი მაქვს წაკითხული და ბოლოს მეც იმაზე დავიწყე ფიქრი მე რომ დამეუფლოსთქო და ეგრევე დავენებ მსგავს უაზრობებს თავი. საშინელებააააა

  6. me dges kidev ert films vuyure am gogoze, ogond ik ase dramatulad ar aris agwerili, ufro sworad, dramatizmi metia, ubralod aseti sashineli scenebi araa, ufro pirad cxovrebazea filmi…
    ise, martali xar, im gamitac da mere gushinac vfiqrobdi, ogond gushin ukve naklebad… albat male gadamaviwydeba :)

  7. zalian momewona es blogi. martla kargad wer. amieridan xshirad shemoval xolme. rac sheexeba egzorcizms es tema dawvrilebit vici tavisi mxatvruli da dokumenturi filmebis yurebit. (skolashi damchirda da…)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s