ბლოგერები

ალბათ ყველამ იცით, რომ ბოლო დროს ბლოგერებმა ძალიან მოუხშირეს შეკრებებს, თითქმის ყოველ საღამოს ერთად ატარებენ და, როგორც ჩანს, ძალიან დამეგობრდნენ. დღესაც ვერის ბაღში შეიკრიბნენ და ცოტა მოგვიანებით მეც შევუერთდი.

რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, ყველას არა… რომ მივედი, წრეზე ისხდნენ, 2 ჯგუფად. ერთი ჯგუფი ლუდს სვამდა… მე მეორე ჯგუფს შევუერთდი. ჩემთვის წყნარად ვიჯექი და ვუსმენდი, ვაკვირდებოდი… არ ვიცი, უნდა მეუცნაურებოდეს თუ არა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ბლოგზე ერთია და რეალობაში მეორე. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის უარყოფითი შეფასება, რაღაც მომენტში, ალბათ, მეც მეხება: როდესაც კომპიუტერთან ვზივარ, დავძვრები ბლოგებზე, ვკითხულობ მათს ცხოვრებაზე, ვუტოვებ საკმაოდ Fამილარულ კომენტარებს… იქ მისული კი, უბრალოდ დავჯექი და მათი რეალურად გაცნობა დავიწყე.

ბოლოსკენ უკვე საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რამდენიმე დავრჩით და ვთამაშობდით. ყველანაირი დაძაბულობა და გაუცხოება გამიქრა, თუმცა ეს ალბათ ადამიანზეცაა დამოკიდებული – არსებობენ ისეთებიც, რომლებიც რაღაცნაირად გბოჭავენ, მნიშვნელობა არ აქვს 1 საათის გაცნობილი გყავს თუ 1 წლის.

საბოლოო ჯამში ის დავასკვენი, რომ ასეთ შეკრებებს 2 მხარე აქვს: დადებითი და უარყოფითი.
დადებითი ისაა, რომ ბევრ განსხვავებულ ადამიანს გაიცნობ, მათგან რამდენიმე (ან იქნებ ბევრიც კი) შეიძლება საინტერესო და სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდეს.
უარყოფითი კი ისაა, რომ ამ საინტერესო და სასიამოვნო პიროვნებების გვერდით შეიძლება იყოს ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც შენ არ გსიამოვნებს, მაგრამ რადგან ეს “ბლოგერების შეკრებაა” და არა შენი სამეგობრო, რომელსაც საკუთარი სურვილებით განაგებ, არანაირი შანსი არ გაქვს იმ პიროვნების გარემოცვაში ყოფნა აირიდო თავიდან. უფრო სწორად, გამოსავალი ერთია – არ იარო მსგავს შეკრებებზე :))

Advertisements

11 thoughts on “ბლოგერები

  1. albat mec msgavsi grdznoba dameufleba blogerebs tu gavicnob, exla arvici magram sektembristvis mec minda shekrebaze wamosvla :) miuxedavad imisa rom albat asakit yvelaze patara blogeri viknebi :)

  2. hexe, madlobt, chemtvisac :)) tumca me pirvelad jer kidev mtawmindaze gnaxe )

    summer,
    ramdeni wlis xar? sul sxvadasxva asakis bavshvebi arian (vart), amitom eg xels arafershi shegishlis :)

  3. პირველად მეც ჩუმათ ვიყავი და ჩემთვის ვუყურებდი/ვუსმენდი და მაინც ნასიამოვნებ–კმაყოფილი დავბრუნდი.ბლოგერები–ცალკე სექტაა სადაც ყველანაირი რჯულის ხალხს შეხვდები დ აგაიცვნობ და მოგიწევ მასთანე რთად რამდენიმე საათის გატარება და ამიტომაც მიყვარს ეს შეკრებები. ერთად სხვა და სხვა ადამიანებს ხშირად ვერ წააწყდები ხოლმე

  4. ho, ukmayopilo arc me davbrunebulvar, ubralod imas vambob, rom ashkarad didi gansxvavebaa online da realur urtiertobebshi. tumca es albat bunebrivia da ar unda mikvirdes :)

  5. ყველა რომ სხვადასხვანაირია მაგას აქვს მუღამი. მაგრამ მთავარია საერთო ენა არსებობდეს და ყველა თავისას არ უბერავდეს.
    lool რა ქართულით დავწერე :D :D

  6. წამიყვანეთ მეც შეკრებაზე :(
    მეც ხომ ბლოგერი ვარ? ნაწილობრივ მაინც. :(
    თან ვიხუთები სახლში და ასე ახალ ადამიანებს მაინც გავიცნობ

  7. სახლში გამოვლა არ მიგულისხმია თამთუკ :)) :*
    მომოწერე ხო, და გამოვალ მეც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s