Tbilisi Calling

დღეს ვაკის პარკში გაიმართა Tbilisi Calling-ის მიერ ორგანიზებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი.
ვერ ვიტყვი, რომ ამ სტილის მუსიკაში კარგად ვერკვევი: მხოლოდ მაშინ ვუსმენ, როცა კლუბში ვარ და ვცეკვავ, მაგრამ მაინც წავედი და არც მინანია :))

იყო ხარვეზები – რამდენჯერმე შუქი ჩაქრა, დინამიკები გაითიშა… თუმცა ჯამში უკმაყოფილო არც დავრჩენილვარ, ბევრი ვიცეკვე და მივხვდი, რომ ძალიან მომენატრა ფეხების დაღლამდე მისული ცეკვა :)) ჰოდა, ახლა ზუსტად ასეთ მდგომარეობაში მაქვს ფეხები <3

საზოგადოებას რაც შეეხება, ვინაიდან უფასო event იყო, ყველა ჯურის ხალხს გადააწყდებოდით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ განსაკუთრებულად შეგვაწუხა, აგვეტორღიალა ან რაიმე ამდაგვარი… ყოველ შემთხვევაში, ჩემ გარშემო მსგავსი არაფერი შემინიშნავს.

თავისუფალი დასწრების გარდა, იყო ფასიანი, ე.წ. VIP ზონები. თავიდან მეც იქ ვიჯექი Special Guest-ის სტატუსით :D, მაგრამ მერე მომბეზრდა და "სცენისკენ" გადავინაცვლე. ჩემმა მეგობარმა მომცა Tbilisi Calling-ის მაიკა, ამის გამო ზოგს ორგანიზატორი ვეგონე :))
არადა, რა ორგანიზატორი, წარმოიდგინეთ, ისეთ დონეზე ვერ ვერკვევი ასეთ მუსიკაში, რომ მეგონა ნიკა მაჩაიძე და ნიკაკოი სხვადასხვა DJ იყო :)) თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. ამ არცოდნას ხელი არაფერში შეუშლია : ))

ჰო, კიდევ ჩემმა მეგობარმა გამაცნო 2 გერმანელი ბიჭი, რომლებიც თურმე ავტოსტოპით დამოგზაურობენ აქეთ-იქით, ჰოდა, რომ გავიცანი, ტრადიციულად დავჯექი კუკუსავით (გნებავთ, ყუმივით) ანუ ჩუმად, ანუ გატრუნული… :)) ჰოოდა, მოგვიანებით, ხმა რომ ამოვიღე, ერთერთმა მათგანმა მითხრა, მეგონა ინგლისური არ იცოდი და იმიტომ არ გველაპარაკებოდიო :D

მოკლედ, ასეთი საღამო იყო, მე კმაყოფილი ვარ და სანამ თბილისში მიწევს ცხელი დღეების გატარება, უარს არ ვიტყოდი ასეთ გართობაზე… ოღონდ საღამოს 9 საათიდან!!! იმიტომ, რომ მანამდე უბრალოდ სუნტქვაც კი შეუძლებელია ;(

Advertisements

2 thoughts on “Tbilisi Calling

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s