სექსი და აბასთუმანი

ამ დღეებში სრულიად თბილისის მოსახლეობის უმეტესობა და ცოტა მეტი შეწუხებულია ჯოჯოხეთური სიცხით, მათ შორის ვარ მეც და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ან მე გავაღწევ თბილისიდან, ან ტემპერატურა დაიწყებს კლებას…

კოჯრამდე, სადაც ალბათ ერთ კვირაში ავალ, მხსნელად აბასთუმანი მევლინებოდა: ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავთქვით კურსელებმა გამგზავრების თარიღი, 12 ივლისი. დღეს საღამოს მართლაც მიდიან ჩემი მეგობრები, მე კი – ვერა და ძალიან მწყდება გული, თუმცა ისეთი მიზეზი მაქვს, ალბათ, ყველა ქალი გამიგებს. ასეთ დღეებში უბრალოდ შეუძლებელია კარავში იცხოვრო, ფეხით კილომეტრები იარო და დაუბანლად გაძლო :((

თავს იმით “ვიმშვიდებ”, რომ ბევრი ვერ ახერხებს წასვლას და ერთადერთი არ ვიქნები, ვინც ამ ყველაფერს დააკლდება. ვიცი, ეგოისტური მიდგომაა, მაგრამ რა ვქნა =D

კიდევ ერთი სიახლე მაქვს: ტატუ გავიკეთე და ამაზე უფრო ვრცელ პოსტს ამ დღეებში დავწერ, მანამდე კი, ვინაიდან საწერი თემა არ მაქვს, მაგრამ მაინც მეწერინება, მუზას მოვუხმობ. ამ ტექსტს forum.ge-ს ერთერთ თემაში ვკრეფ სათაურით ” კარგი სექსი თუ კარგი ურთიერთობა?!”…

მიხვდებით ალბათ რა ურთიერთობაზეცაა ლაპარაკი. ზოგი ამტკიცებს, რომ კარგი სექსის გარეშე ურთიერთობა დროთა განმავლობაში ფუჭდება, ზოგი გრძნობებს უფრო მაღლა აყენებს და “ხორციელ ვნებებს” თრგუნავს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ე.წ. ბუნებრივი მოთხოვნილების წინააღმდეგ წასვლა? ჩვენ ხომ ვიცით ბევრი ოჯახი, რომელიც სწორედ ამ სექსუალური შეუთავსებლობის გამო დაინგრა? პრინციპში, შეიძლება ბევრი არც ვიცოდეთ, იმიტომ რომ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ოღონდ ოჯახი არ დაანგრიონ და მეზობელს სალაპარაკო არ მისცენ, ყველაფერს იტანენ. კაცები, როგორც წესი, უფრო ადვილად “გამოძვრებიან”, მათ ხომ ეპატიებათ საყვარლის გაჩენა… აი, ქალებს კი სერიოზული ნევროზი ეწყებათ. ალბათ ასეთ შემთხვევაში ისინი არაფრით განსხვავდებიან “შინაბერებისაგან”…

და მაინც, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ადამიანი შეგიყვარდება და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენ, რომ სექსში ვერ ეწყობი?

P.S: ისე ამ სიცხეში რა დროს სექსია, ისევ აბასთუმანი ჯობს :D

Advertisements

12 thoughts on “სექსი და აბასთუმანი

  1. თუ სექსი არ გამოდის კარგი ალბათ უნდა დაშორდე..

    ან არა და მასტურბაცია და სიყვარული :):):):)

  2. ხო დაუბანლობა ყველა ვარიანტძში ცუდია.
    სექს და ურთიერთობებს რაც შეეხება – მემგონი ის წჭეშმარიტი სიყვარულიც ვერ გაძლებს სექსის გარეშე. როდესაც არ ხარ კმაყოფილი ოჯახი მაინც დაინგრევა. ალბათ ამ განხრით აზროვნება და ქორწილამმდე სექსი კარგია.თნდაც იმიტომ რომ გაიგებ პარტნიორი გივარგა თ არა

  3. zizi,
    haha :)) magram roodemde :D

    siyvarulovna,
    daubanloba, ra tqma unda, cudia… magram roca paxodshi midixar sheileba aitano 2-3 dge, ogond ara MASHIN, xom xvdebi..:))

    qorwinebamde seqsis momxre mec var, magram aq sxva problemaa, yvela variantshi is adamiani xom giyvars, ra mnishvneloba aqvs, qmari iqneba tu sheyvarebuli… hoda, eg texavs, ra.

  4. 1 საკითხი : ერთხელ, ყაზბეგში პახოდი ძალიან რომ გაგვიგრძელდა, ჭიუხების ყინულივით წყლით დავიბანე თავი. რამდენად კარგად დავიბანე მეორე საკითხია, მაგრამ თმები შედარებით კარგ მდგომარეობაში მქონდა და გამიფუვდა, იმ წუთას ის იყო მთავარი …
    ტაკ შტო, შეიძლებოდა წასულიყავი და ცივი წყალი და მისი ჯანი : D ( ნუ, თუ მალე არ ცივდები …)

    2 საკითხი : სექსი და ურთიერთობები – არ მესმის ეს მიდგომა : “ქორწილამდე უნდა გამოსცადო პარტნიორი, იქნებ ვერ ეწყობი სექსშიო” . ამის გამო სექსი დებილობაა : D გამოცდა მე მაღლივშიც მეყოფა : D
    ნუ, თუ “სხვა რამეა” მიზეზი, მაშინ კიდე ჰო, მარა გამოცდის პონტში? : D რავიცი რავიცი : *

  5. 1) veko, tavdaubaneli gavdzlebdi rogorme, qaluri problemebi maqvs, xom xvdebi :)))
    2) martali xar, zogadad, adamians rom gamocdebs uwyoben urtiertobashi ver vitan..

  6. თუ ერთმანეთი გიყვართ, სექსშიც შეეწყობით ალბათ. ყველაფერი ისწავლება და კარგი სექსიც შეიძლება ისწავლო ადამიანმა და გახდე მშვენიერი პარტნიორი :)
    მე ასე მგონია.

    აბასთუმანი დაიკიდე, უაზრობა იქნება. მაგას ჯობდა სადმე ერთი დღით გავსულიყავით, მაგრამ რას გააგებინებ მაგათ :D
    რომანტიკა მომინდომეს ამ გაგანია სიცხეში =))

  7. merabino,

    ho, albat, gamosavali egaa. chemtvis warmoudgenelia, rogor sheidzleba adamiani mxolod magis gamo miatovo :))

    abastumans rac sheexeba, sxva ra gza maqvs : )) araushavs, momavalshi imedia yvelani movaxerxebt wasvlas :*

  8. ho sheni iq camosvla mag mdgomareobashi martla didi shecdoma iqneboda :* ar idardo sxva dros kidev cavalt mara tui isev gnmeorda rac am lashqrobaze bevri da mat shoris shenc albat dzalin daitanjebit mag problemis gareshec ase rom didiad nu inagvleb : ) (detalebs mere mogiyvebit) bolo dges shentan amosvlasac vapirebdit mara gaubtxlieblad tan dzaan daglilebi da natanjebi viyavit da dagvezara : D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s