moving to… Batumi!

არ ვიცი, სხვებსაც ახასიათებთ თუ არა მსგავსი რამ, მაგრამ მე ძალიან ხშირად ველაპარაკები “ვიღაცას”… აუცილებლად ჩემს თავს კი არა, არამედ ვიღაც გამოგონილ ადამიანს (ან რეალურ ადამიანს, რომელიც არსებობს, მაგრამ იმ მომენტში ჩემ გვერდით არაა)… არანაირად არ მიმაჩნია ეს სიგიჟის ერთერთ სიმპტომად, მარტო ყოფნის ჟამს მშვენივრად ვერთობი. აი, მაგალითად, გუშინ ღამით ვერაფრით დავიძინე, წიგნის კითხვა დავიწყე, მაგრამ თავი საოცრად მტკიოდა და გული ვერაფრით დავუდე… სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე თამაშის წამოწყება.
წარმოვიდგინე, რომ 23-24 წლის ვარ, უნივერსტეტი დავამთავრე და ვმუშაობ, მყავს შეყვარებული, რომელიც დღე დღეზე ცოლობას შემომთავაზებს… და უცბად ვშორდებით, მეწყება დეპრესია, სამსახურს თავს ვანებებ…
და რამდენიმე თვის შემდეგ გადავწყვეტ ახალი ცხოვრება დავიწყო: ვპოულობ კარგ სამსახურს ბათუმში და იქ გადავდივარ საცხოვრებლად, მარტო!!!

მოკლედ, ჩემი სამსახური არის ტურისტული კომპანია, რომელიც კონკრეტულად ბათუმში ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს, ჩემი თანამდებობა- მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი (ასეთი რამ არსებობს ნეტა? :D )

ჰომ, მოკლედ, ჩემი თამაში ბათუმში წასვლით დაიწყო, სადაც დამხვდნენ ასისტენტი და ერთერთი კოლეგა(ნანუკა და ნიკა), მიმიყვანეს ჩემთვის დაქირავებულ სახლში, რომელიც მესამე სართულზეა, ხედით ზღვაზე, სამსახურთან ახლოს… თქვენ წარმოიდგინეთ, სახლის პროექტიც კი დავხაზე, სამწუხაროდ, სკანერი არ მაქვს, თორემ თქვენც გაგიზიარებდით.

ბათუმში პარასკევს საღამოს ჩავედი, შაბათ-კვირა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ორშაბათიდან კი სამუშაოს შევუდექი… ჰო, კიდევ, შაბათს საღამოს ჩემმა კოლეგა ნიკამ ღამის კლუბში დამპატიჟა, სადაც მის მეგობრებს შორის ჩემი ძველი თაყვანისმცემელი აღმოვაჩინე (ანუ ეს ადამიანი რეალურად არსებობს, ოღონდ იმ დროისთვის ვითომ წლებია ერთმანეთი არ გვინახავს)…

მერე ჩამეძინა და რომ გავიღვიძე, მივხვდი, უარს მართლაც არ ვიტყოდი, ბათუმში მარტო ცხოვრებაზე <3

Advertisements

15 thoughts on “moving to… Batumi!

  1. mja says:

    natesavebi tu ar gyavs, tu xalxs ar icnob, tu bulvarshi kanalizacia ar amodis da mtel kuchebs (garda ramdenime chemi sayvareli kuchisa) nagvis suni ar udis, tu bunkerebs tavi daparebuli aqvt, tu upatrono katebi kuchebshi ar dawanwaleben da mteli kalaki bazari ar aris, mashin batumi umagresi kalakia. 4 weliwadshi imedia aseti ikneba :) da marto 2 kuchit ar shemovifarglebi, romelzec chkua dameketeba. chemi kuchac lamazi gaxdeba, an gavyidi da viyidi zgvastan ufro axlos, vidre axlaa. da zafxulobit wamushavebac ar gvawyens, magram tamt zamtarshi ver gadzleb, garwmuneb :D

  2. 4 wlsi merea es chemi gegmac gatvlili, aba exla ki ara :d nu, gegmaa tu rac qvia :D:*
    zamtarshi ratom vera? vigac xom cxovrobs da dzlebs? :))

  3. moiashi says:

    პოსტი მომეწონა ძალია, სულ ასე ვოცნებობ და ვთხზავ ხოლლე ამბებს.

  4. sunwaited,

    me bavshvobidan dgemde momyveba :))

    moiashi,

    dzalian gamixarda sheni komentari, imitom rom, mgoni, pirvelad xar chems blogze :)) kidev shemomiare :)

  5. ისე,რაღა ბათუმი ? თუ ნატვრაა ბარემ ევროპის რომელიმე ქალაქი ავიღოთ და იქ განახორციელე შენი ოცნებები.ეხლა არ თქვა,ბათუმიც ევროპული ქალაქიაო,თორემ მეწყინება )))

    პ.ს. ადრე ამაზე მეც ბევრი მიფიქრია და უკვე რეალობა უნდა იყოს,მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც გვინდა და ვგეგმავთ,მაგრამ დღეს უკვე სხვა მიზნები და ოცნებები მაქვს და დარმწუნებული ვარ,ეს მაინც ახდება … )))

  6. ხომ იცი,თითოეული პოსტი ზეპირად ვიცი…თუ არ გჯერა,მკითხე შენს ნებისმიერ პოსტზე რაც გინდა და გიპასუხებ(?) ))))

  7. mzushiko says:

    მეც ველაპარაკები ხოლმე ჩემს თავს მარტო რომ ვარ :)

  8. სანამ დავიძნებ მეც ხშირად “ვცვლი” ხოლმე ჩემს მომავალს და ვაწყობ ხოლმე გეგმებს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s