Just a perfect day

 


ზუსტად ისეთი დღეა, როგორიც უნდა იყოს: სრულყოფილი!
მე და შენ პარკში ვზივართ, ვსაუბრობთ, ვიცინით და ნელნელა ვწრუპავთ: შენ – ლუდს, მე – ბანანის წვენს (Sangria არასოდეს გაგვისინჯავს). მერე ხელიხელჩაკიდებულები ზოოპარკში მივდივართ, ჩვენს ბურბუშელას ცხოველებსაც ვუწილადებთ, ბამბის ნაყინით ეშმაკის ბორბალზე ვსხდებით და ერთმანეთის ტკბილ ტუჩებს ვაგემოვნებთ…

მოგვიანებით, კინოში მივდივართ, ზუსტად ისეთი ფილმია, მე და შენ რომ გვიყვარს: საშინელებათა… და იმ წყვილებისგან განსხვავებით, რომლებიც ერთმანეთს თეთრსახიანი გოგონას გამოჩენისას ეხუტებიან, ჩვენ ხმადაბლა ვიცინით… ხოლო თუ მართლა შემეშინდება, ჩემი ხელი სასწრაფოდ პოულობს შენსას და გვერდზე მოუხედავადაც ვხვდები, რომ ჩემთან ხარ.

გარეთ უკვე ბნელა, მე და შენ ნელა მივუყვებით ქუჩებს ჩემს სახლამდე… კარის ზღურბლთან დიდხანს ვდგავართ, არ გვინდა განშორება, მაგრამ ჩვენი დღე იწურება…
მე კი ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე შენ გვერდით გავატარე: უკან დარჩა ჩემი პრობლემები, უაზრო ფიქრები… შენ გამაძლიერე და თავი იმაზე უკეთეს ადამიანად ვიგრძენი, ვიდრე ვარ…

და სულმოუთქმელად ველი კიდევ ერთ ასეთ დღეს, რომ…

Advertisements

2 thoughts on “Just a perfect day

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s