The end

სულ რაღაც 3 კვირის წინ ვწერდი, რომ ჩემს ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობა განვაახლე. მაშინ, რატომღაც მეგონა, რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა, თუმცა ბოლოს ისევ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ის, რაც ერთხელ დამთავრდა, ჯობს ასევე დარჩეს…
რა თქმა უნდა, ვიღაცას სხვა აზრი ექნება, მეც გამიგია ისეთი შემთხვევები, როდესაც მრავალწლიანი განშორების შემდეგ წყვილი შეხვედრია ერთმანეთს და “მერე ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად”. უბრალოდ, ახლა, ამ სიტუაციაში ეს მართლა გამორიცხულია… რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, როდესაც ადამიანთან ვარ, გრძნობა მიჩნდება და თუ მისგან ამ საკითხისადმი გულგრილ დამოკიდებულებას ვიღებ, იქ სხვა ყველაფერი ჩემთვის აზრს კარგავს.

მოკლედ, გუშინ გადავწყვიტე, რომ შევწყვიტო მასთან შეხვედრა, ეს პირდაპირ არ მითქვამს, მაგრამ სიტყვა გადავუკარი და პასუხმაც არ დააყოვნა: ” თუ ჩემი ნახვა არ გინდა, არ მნახო”…
ასეა, რაღაც მთავრდება, შეიძლება გულიც კი დაგწყდეს, მაგრამ არასდროს უნდა დაგავიწყდეს, რომ დასასრული ყოველთვის რაღაც ახალის დასაწყისია :)

Advertisements

13 thoughts on “The end

  1. lex tempus says:

    კარგია, ასე უმტკივნეულოდ თუ დასრულდა ორივესთვის… ჯერ ყველაფერი კარგი წინაა:)

  2. ახლა იმდენი აზრი წავშალე რომ არ ვიცი რაღა დავწერო..
    ერთს დავწერ მარტო:
    რაც დამთავრებულია ის არ უნდა განაახლო.

  3. yvelafers akvs dasawyisi da dasasrulic….amitom arc sadardebelia araferi da arc sanerviulo : ) mtavaria shen tavi ar igrdnzo damnashaved, da sheyvarbeuls vin ar dashorebia… : *

  4. sheyvarebuli ar iyo, magram blablabla… mokled, madloba…
    damnashaved ara :))
    ubralod cota cud xasiatze var, ara mxolod amis gamo, magram amis gamoC…
    whatever, gamivlis.. madloba :)

  5. მე მაგის არ მჯერა. როცა დაამთავრებ ესე იგი შენი გულიც ამთავრებს.. მეც შევრიგებულვარ, მაგრამ ვერ გამიძლია მასთან … : ) არ თქვა პატარა ხაროო :)) გამიტყდება :)) ურთიერთობებში არ ვარ პატარა :))

  6. ara, ratom unda gitxra? :))
    ubralod, arian adamianebi, romlebic ise midian chvengan, bevrs arafers gvekitxebian da mere gvixaria mati dabruneba…
    mokled, rogorc aris, es ambavi damtavrda da, albat, samudamodac :)

  7. მართალი ხარ, the end–ი the end–ია, მერე ახალი იწყება
    იგივეს ისევ აღგენის იმედია კი კარგია,მაგრამ ეს მხოლდ იმედია და ჩვენი სურვილი, რეალობად ძალიან იშვიათად იქცევა ხოლმე;

    მე მქონდა ესეთი შემთხვევა დასრულებული ურთიერთობა ორჯერ თავიდან დაიწყო საერთოდ რომ არ მოველოდი ისევ, მაგრამ მესამეჯერ დასრულდა და მესამეჯერ აღარ განახლებულა, თითქოს ღმერთი სამობითააო და კიდევ ერთხელ განმეორდება,მაგრამ არა მგონია, თან არც მინდა უკვე (არც წინა ორ შემთხვევაში მინდოდა დიდად ,მაგრამ ის ებუნებრივად აღდგა…)
    ესე რომ ყოველი ურთიერთბის დასრულებისას მსუქანი წერტილი უნდა დავსვათ ხოლმე, და ახალი ხაზიდან აბზაცით დავიწყოთ :)

  8. ეჰ = (
    არა და მეგონა “ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერეად” იქნებოდა.

  9. LiLaC

    eg ki, gadakitxva namdvilad kargia :)

    “ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერეად”__ esec iqneba! :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s