ჩემი ამბები (მოკლედ)

არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიჭირს ბლოგზე წერა. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ხომ არ გავაუქმო-მეთქი, მაგრამ ძალიან მენანება.
ადრე ეს შეიძლება იმისთვის დამებრალებინა, რომ განწყობა არ მქონდა ან ცუდ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა, იმდენად ვტკბები ჩემი რეალური ცხოვრების სიამეებით, რომ ინტერნეტისთვის ნაკლები დრო მრჩება. :))

სამსახურის ძებნას ისევ განვაგრძობ, თუმცა ჯერჯერობით პასიურ რეჟიმში. ჟურნალ “პირველზე” სიახლე არაფერია. დღეს კიდევ ერთ ვაკანსიას გამოვეხმაურე, ვნახოთ რა იქნება.
ჰო, მართლა, უნივერსტეტში ნორვეგიულის სწავლას ვიწყებ. სიმართლე გითხრათ, ამ ენის მიმართ ინტერესი არასდროს მქონია, მაგრამ ეს კათედრა წარმატებულ სტუდენტებს ოსლოში საზაფხულო სკოლაში უშვებს, ჰოდა ჩემი სიზარმაცის გამო კი არ უნდა მქონდეს დიდი იმედები, მაგრამ რადგან წელს მართლა გადავწყვიტე, რომ სწავლას ცოტა მეტი დრო დავუთმო, მაინც ვცდი… ჩემი რა მიდის? :)

Advertisements

თქვენ ხომ არ იცით…?

მე თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში ვსწავლობ. უკვე მეორე კურსზე ვარ და ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს.
შარშან მთელი ეს დრო მიდიოდა: მეგობრებთან ერთად ყოფნაში, კომპიუტერთან ჯდომაში, ტელევიზორის ყურებაში..
წელს გადავწყვიტე ეს დრო ცოტა უფრო აზრიანად დავხარჯო, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი- ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეებისათვის ლიმიტი შევამცირო და “შევმეცნდე”.
ამ უკანასკნელის ზუსტი გეგმა ჯერ არ მაქვს, თუმცა სწავლის დაწყებასთან ერთად მოვიფიქრებ რამეს.

ჰო, მართლა, შემეცნების გარდა სამსახურის დაწყებაც მინდა, თანაც სასურველია ჩემი პროფესიით. ჯერჯერობით ძიების პროცესში ვარ და თქვენთან ერთი კითხვა მაქვს: ჟურნალი “პირველი” გაგიგიათ?
რუსულად უნდა ვთქვა, რაღაც “პრასვეტივით” გამომიჩნდა, მაგრამ ამ ჟურნალს ვერცერთ ჯიხურში ვერ მივაგენი, ვერც ინტერნეტში… იქნებ თქვენ იცოდეთ რამე?

I’m back

გამარჯობა :)
მე დავბრუნდი საზაფხულო (და ცოტა საშემოდგომო) არდადეგებიდან.
ეს ზაფხული ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული იყო და იმით გამოირჩეოდა, რომ ცხოვრებაში პირველად ვიყავი საქართველოს საზღვრებს გარეთ, თურქეთში.
სხვა მხრივ, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, თუმცა სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სიახლეებსაც ველოდები (ვამზადებ)…
რაც შეეხება ჩემს ურთიერთობებს, რომელთაც ასე თუ ისე თქვენც ადევნებდით თვალს: ყველაფერი ძველი წარსულში დარჩა. არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ გადავწყვიტე ნაკლებად ვწერო ამ თემაზე, მით უმეტეს ასე გულახდილად.
მინდა ეს ბლოგი უფრო მეტად ჩემი პროფესიული კუთხით გამოვიყენო. წინასწარ ვერ ვიტყვი, გამომივა თუ არა, მაგრამ სურვილი მაქვს და “წიწილებს შემოდგომაზე დავითვლი” :D

იმედია, თქვენც კარგად დაისვენეთ. დღეიდან შეგიძლიათ მესტუმროთ ხოლმე :*