სტატუსი: ჟურნალისტი

რამდენიმე დღის წინ კომპიუტერთან ვიჯექი და ვფიქრობდი, რა მეკეთებინა. ბოლოს ნორმალური CV-ის დაწერა გადავწყვიტე და შევუდექი მუშაობას, რომლის დასრულების შემდეგაც საკუთარი თავით კმაყოფილმა ეს საიტი გავხსენი და ერთ ვაკანსიაზე გავგზავნე ჩემი ცხელცხელი რეზიუმე.

მეორე დღესვე დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს. ძალიან გამიხარდა და ცოტა ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ იქ მისულს მეგობრული და სასიამოვნო გარემო დამხვდა. პირველივე დღეს გამიშვეს კნუტ ჰამსუნის წიგნის პრეზენტაციაზე., ოღონდ მარტო არა, ერთერთი თანამშრომელი გამომყვა.

მოკლედ, პირობები ასეთია: ეს არის ახლად დაარსებული ახალი ამბების სააგენტო geonews.ge, სადაც მე 2 კვირის განმავლობაში სტაჟიორი ვიქნები, მერე კი მეტყვიან პასუხს დავრჩები თუ არა.

ჰოდა, ეს 2 კვირა ძალიან დიდი გამოცდილება იქნება ჩემთვის. უკვე ასე თუ ისე მივხვდი რა და როგორ უნდა გავაკეთო. მაგალითად, გუშინ წეროვანში ვიყავი სიუჟეტის გასაკეთებლად, ოღონდ ჩემით კი არ წავსულვარ, თვითონ იმ ორგანიზაციამ, რომელიც აწყობდა “განათლებისა და დასაქმების ფორუმს” დევნილი ახალგაზრდებისათვის, დარეკა ჩვენს სააგენტოში და სხვა ჟურნალისტებთან და მონაწილეებთან ერთად წამიყვანა.

სათაურს რაც შეეხება: “სტატუსი: ჟურნალისტი” – ასე წერია ჩემს ბეჯზე, რომელიც გულზე მკიდია ხოლმე მუშაობის პროცესში და ამაყად დავაბიჯებ აქეთ-იქით :P

Advertisements

2 thoughts on “სტატუსი: ჟურნალისტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s