”ცუდი შვილი” ?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში, წესით, ერთერთი საუკეთესო პერიოდია, მაინც გამომიხტა ფრიად უსიამოვნო პრობლემა, რომელსაც, მოდი, მამათა და შვილთა ომი ვუწოდოთ.

თუმცა, სანამ მამამდე მივალ, დედით დავიწყებ.
ის ამ ბოლო დროს ხშირად მელაპარაკება (ხანდახან მაღალ ტონალობაშიც) ჩვენი ოჯახის მენტალიტეტსა და საზოგადოებრივ სტატუსზე.
როგორც ვამჩნევ, განიცდის რომ მე: ნაკლებად მაინტერესებს სხვების აზრი (არადა, ღმერთმანი, არც ეგრეა), გარეთ ბევრ დროს ვატარებ (და ვეუბნები, რომ სახლში ყოფნა არ მსიამოვნებს), მისგან განსხვავებული შეხედულებები მაქვს ადამიანების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ”ქალისა და ვაჟის” ურთიერთობაზე (ამის განხილვა გუშინ, მაია ასათიანთან ”ერთად” გვქონდა)…

პრინციპში, მამასაც იგივე პრეტენზიები აქვს. მართალია, ის უფრო ლოიალურია მსგავსი საკითხების მიმართ, მაგრამ გუშინწინ, როგორც ჩანს, ცუდ ხასიათზე იყო და მე მომდგა.

მოკლედ, საბოლოო ჯამში ორივემ დაასკვნა, რომ ვერ გამზარდეს კარგი შვილი… არ ვიცი, ამას აქ უნდა ვწერდე თუ არა, უცნობების გარდა, ბევრი ნაცნობიც კითხულობს ჩემს ბლოგს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველას აქვს ასეთი, მსგავსი ან განსხვავებული პრობლემები მშობლებთან.

როგორ უნდა მოვიქცეთ? არის გამოსავალი?
მე ამაზე ფიქრით თავი ამეხადა, მომეშველეთ : ))

Advertisements

4 thoughts on “”ცუდი შვილი” ?

  1. ვაიმე, აი ამ წამს დავასრულე მამაჩემთან მსგავს საკთხებზე კამათი :|

  2. მე კიდევ დღეს პირველად ”გამოვალაპარაკე” მამაჩემს, ოღონდ ძაან სასხვათაშორისოდ.

  3. უუიჰ
    ასეთია რამდენიც გინდა :*
    არ ინერვიულო რა. მაგრამ დამთმობი არ იყო! იცი რატომ? რაღაცას რომ დათმობ იგრძნიობენ რომ მოქმედებენ შენზე და ზეგავლენას ახდენენ, სხვა დროს უფრო დაგაწვებიან. შენთან არ ვიცი მაგრამ ძირითადად ეგრეა. პატარაობიდანვე სულ ჩემი გამქონდა სულ უბრალო მიზეზზეც! ჰოდა დღემდე ასე ვარ, იცი რას ვშვრები? სიტყვაზე სადმე არ მიშვებენ ჰო? ვიწუწუნებ ვიწუწუნებ მაგრამ ძალიან არა. და ბოლოს ვიძახი აი დავრჩები სახლში მეთქი, გაუხარდებათ დაგვიჯერაო. მერე თუ არ მიშვებენ ვეუბნები წინათ ჰომ დაგიჯერეთ, ახლა მაინც გამიშვით სულ თქვენს აზრზე ვერ ვიქნები მეთქი და ნუ გგონიათ სულ დაგიჯერებთ მეთქი. კარებზე ხო არ გადამიდგებიან არა? დათმობაზე მიდიან აი ასე. უნდა განსაზღვრო თითოეული ნაბიჯი.
    ნუ ბოლო დროს კიდევ კაი არ მომდის არფერზე ჩხუბი იმიტორო მეც ცოტა არ იყოს ყველაფერზე აღარ ვვარდები.. ეგ კი არა მიკვირს მაგათ ამდენი მოთმენა საიდან

  4. ჭინკა,

    მადლობა რცევებისათვის. პრინციპში, ეგრეც ვიქცევი, უბრალოდ, ვუხსნი, რომ პატარა აღარ ვარ და მაქვს ჩემი აზრის და ჩემი არჩევანის ქონის უფლება. ჰოდა, რა ვიცი… ასე თუ ისე, ”გამაქვს თავი” : ))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s