ვინც მაბედნიერებს…

რაღაცას რომ ვაკეთებ, მაგალითად, ქუჩაში მივდივარ, აბაზანაში ვარ, ტელევიზორს ვუყურებ, მოკლედ, რაღაცას რომ ვაკეთებ, ხშირად მომდის თავში იდეები, თუ რა დავწერო ბლოგზე, მაგრამ საკმარისია კომპიუტერს მივუჯდე და ახალი პოსტის ფანჯარა გავხსნა, ჩემი მუზები სადღაც მიფრინავენ.
რამდენჯერმე გადავწყვიტე ჩემს შეყვარებულზე მომეყოლა, მაგრამ შემეშინდა… ადრე ძალიან გულახდილი ვიყავი. მემგონი, მკითხველმა თითოეული დეტალი ზედმიწევნით იცოდა. მერე გადიოდა დრო, ეს ურთიერთობები ერთიმეორეს მიყოლებით ბარდებოდნენ წარსულს, მე კი მრჩებოდა საკმაოდ მსხვილი tag და ცოტა შიშიც, რომ ერთ დღეს ჩემი გმირები ამ ბლოგს აღმოაჩენდნენ და გაიგებდნენ, თუ რამხელა მნიშვნელობა ქონდათ მათ ჩემთვის…
ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ნოდომ იცის, რომ ძალიან მიყვარს, რომ არც ერთი საათი არ გადის მასზე ფიქრის გარეშე და უცბად მივხვდი, რომ არ მჭირდება ეს ბლოგზე ვწერო. იმიტომ არა, რომ შეიძლება უცბად აღმოაჩინოს. მე თვითონ ვეტყვი, რომ ბლოგი მაქვს. ალბათ წაიკითხავს ძველ პოსტებსაც . ადრე ამის ძალიან შემეშინდებოდა, მაგალითად რომელიმე ბიჭს რომ ენახა ჩემი ისტორიები სხვა ყოფილებთან, მაგრამ ეხლა მართლა ყველაფერი სხვანაირადაა. ეს არის მართლა ის ურთიერთობა, რაც უნდა იყოს და მე ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ!

Advertisements

5 thoughts on “ვინც მაბედნიერებს…

  1. sunwaited,

    <3 thanks :blush:

    სიყვარულოვნა,

    მადლობა კეთილი სურვილისთვის :* მე ესე მგონია, რომ იმედთან ერთად შანსებიც დიდია :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s