new style

იმის მიუხედავად, რომ ძალიან მომწონს ქალური, დახვეწილი სტილი, რატომღაც მაინც სულ კეტებით, ბოტასებით, ჯინსის შარვლებით და სპორტული ტანსაცმლით ”ვმოძრაობ”.

ეს, რა თქმა უნდა, უფრო მოსახერხებელია, მაგრამ ჩემს გარშემო ძალიან ბევრი გოგოა, ვინც თავს კლასიკურ ტანსაცმელშიც ძალიან კომფორტულად გრძნობს. მაგალითად, ჩემი დაქალი 10 სანტიმეტრიანი ქუსლებით ისე დადის, როგორც მე ჩუსტებით. სამწუხაროდ, მე ქუსლებზე, მით უმეტეს ათსანტიმეტრიანზე, ნამდვილად ვერ შემოვხტები, მაგრამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ სტილის შეცვლაზე, მით უმეტეს, რომ ნოდოს უყვარს კაბები, ცოტა გამომწვევი ტანსაცმელი…
ჰოოდა, გადავწყვიტე ერთ დღესაც ”სურპრიზი” მოვუწყო და სულ სხვა ფორმაში გამოვეცხადო : )) იმ დღეს მაგალითად ერთ კორსეტს დავადგი თვალი და ეს ნამდვილად ინსპირაცია იყო :P

ხელს ისიც მიწყობს, რომ ზამთარი მოდის და ისედაც მომიწევს კეტების გახდა.თუმცა, რა თქმა უნდა, მათთან სამუდამოდ გამომშვიდობებას არ ვაპირებ.

Advertisements

4 thoughts on “new style

  1. ჟურნალისტო, წინადადებას თავი დავანებოთ და თხრობის ბოლოს მძიმეს ვინ სვამს? :D

    ისე, წამოწყებას ორივე ხელით მივესალმები ))

  2. მერე კიდევ რაღაცას ვწერდი, მაგრამ აზრი ვეღარ დავამთავრე და მანდ გავჩერდი. ახლავე ჩავასწორებ : )))
    ჰუჰუ, წამოწყების შედეგებზეც დავწერ :*

  3. siyvarulovna,
    მე ძალიან მცივანა ვარ : ))
    მოკლედ, დღეს დაბდღეზე ვიყავი და ნოდომ პირველად მნახა გამოპრანჭული, მოკლე კაბით : ))) ჰოდა, აი რა მომწერა <3
    [10/17/2010 11:43:01 PM] nodo: mivawvet
    [10/17/2010 11:43:03 PM] nodo: kabebs
    [10/17/2010 11:43:05 PM] nodo: da iubkebs
    :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s