Halloween

Halloween ახლოვდება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვიცი წავალ თუ არა მის აღსანიშნავად. ამისთვის სამი მიზეზი მაქვს:
1) event-ების უმეტესობა 30 ოქტომბერს იმართება, ნოდო კიდევ 31ში ჩამოდის და მე მაინცდამაინც მასთან ერთად მინდა წასვლა.
2) კარგი, ვთქვათ ვიპოვე 31 რიცხვში. დარწმუნებული არ ვარ, რომ ნოდო წამომყვება. მიზეზები:
ა ქვეპუნქტი – დიდად არ უყვარს ასეთი წვეულებები, მით უმეტეს, თუ კოსტუმირებულია.
ბ ქვეპუნქტი – ძალიან დაღლილი იქნება ფრენით და შეიძლება გამოძინება ვერ მოასწროს (ზუსტად არ ვიცი, რომელ საათზე ჩამოდის).
3) წარმოდგენა არ მაქვს, რა ჩავიცვა. გუშინ google-ში დავათვალიერე სურათები და რამდენიმე მომეწონა, მაგრამ ასეთებს თბილისში ვერ შეიძენ. შესაკერად კი არც დროა საკმარისი და არც ფინანსები.

საბოლოო ჯამში, ალბათ, მომიწევს საკუთარი ფანტაზიისა და მარჯვე ხელების იმედზე ყოფნა. მთავარია, ვიპოვო ადგილი, სადაც მოგვინდება წასვლა და დროის გატარება.

Advertisements

3 thoughts on “Halloween

  1. იცი,მართლა არ გირჩევ მაგ ”დღესასწაულზე” წასვლას ამას ჩემს გარდა ბევრი ეგტყვის მაგრამ თუ გინდა ამ სიტყვების ახსნა ჩემი ბლოგის პირველივე პოსტი ნახე( : ამას ბლოგის რეკლამისთვის არ გეუბნები უნრალოდ გირჩვ დაგაინტერესებს და შეიძლება აზრიც შეიცვალო :))

  2. = )) ხოო, თბილისში ცოტა რთულია საჰელოუვინო კოსტუმის ყიდვა. და თუ მაინც და მაინც არ მოუნდება ნოდოს წამოსვლა ტქვენ ორმა მოიწყვეთ ჰელოუინი. :P მასე სჯობს :P

  3. famousblogger,
    ბევრი ასეთი სტატია წამიკითხავს, მაგრამ ჩემთვის ჰელოუინი არის მხოლოდ და მხოლოდ კოსტუმირებული საღამო, რომელსაც არანაირი რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია. მაინც მადლობა რჩევისა და კომენტარისათვის :)

    ნათ, კარგი იდეაა :) თუმცა მაგასაც დახვეწა ჭირდება :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s