მე-ნატ-რე-ბი

რამდენჯერმე დავიწყე პოსტის წერა, ხან რაზე, ხან რაზე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ერთადერთი რაც ეხლა მინდა, არის ნოდოსთან ლაპარაკი. უკვე 2 დღეა მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, არ ვიცი, როგორაა, სადაა (ნუ, ჩინეთში როა ეგ არ ითვლება), რას აკეთებს.
ბოლოს რომ ველაპარაკე სტამბულის აეროპორტიდან იყო შემოსული fb-ზე ზუსტად 5 წუთით. ფრენა დილამდე გადაიდოო და მთელი ღამე იქ უნდა გაეთენებინათ. არ ვიცი ამის გამო მისი ჩამოსვლის თარიღი შეიცვლება თუ არა. მე კიდევ ძალიან მიჭირს. წინ კიდევ 3 დღე დარჩა. ალბათ, გავგიჟდები ერთხელ მაინც რომ ვერ მოახერხოს ინტერნეტში შემოსვლა ან დარეკვა.
კარგი, ამ 3 დღეს როგორმე გაუძლებს კაცი. ბოლოსდაბოლოს, ვიცი, რომ 31ში უკვე აქ მეყოლება (რა კარგად ჟღერს ეს სიტყვა), მაგრამ, იცით, რისი მეშინია? ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ ერთ გასტროლზე მიდიან, თან გაცილებით ხანგრძლივზე : ((( ეს 3 დღე ძლივს გადავაგორე და წარმომიდგენია მერე როგორ გამიჭირდება.
ჩემი დაქალი, რომელიც ასევე მოცეკვავეა, 6 თვით იყო წასული ჩინეთში და როცა ამ ერთ კვირაზე ვწუწუნებ, საკუთარ გამოცდილებას მახსენებს, მაგრამ მას სასტუმროში ინტერნეტი ჰქონდა და ყოველდღე თუარა, ძალიან ხშირად ელაპარაკებოდა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და შეყვარებულს.
მოკლედ, ეს რომ არ დამეწერა, ალბათ, გავსკდებოდი… აი, კიდევ ერთი დღეც მიიწურა (ამის აღსანიშნავად ჩემს კედელზე ჩამოკიდებულ organizer-ს დღევანდელი დღის შესაბამის ფირფიტაზე ახალი მაგნიტი შეემატება) … 29, 30 და მე ისევ ვნახავ მას!

სულ შენზე ვფიქრობ

სულ შენზე ვფიქრობ

Advertisements

6 thoughts on “მე-ნატ-რე-ბი

  1. დედააა… :D
    რავარ შეყვარებული ხარ შენ ჰა?
    მარა რა არის იცი? ეს პირველი დღეები ჭირს თორე მერე ალბათ მიეჩვევი. აბა 6 თვე წასული რომ იქნება ეხლა როგორც გენატრება ისე კი არ მოგენატრება.
    უფრო სწორედ იგივენაირად მოგენატრება უბრალოდ გეცოდინება ომ ვერ ჩამოვა. აი 5 თვე და 15 დღე რომ გავა მერე დაიწყებ ისევ ანალოგიურ წკმუტუნს :D

  2. ნათ, პასუხი მეც FB-დან გადმოვაკოპიროო? :დ:დ:დ
    :* მართლაც ძალიან შეყვარებული ვარ <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s