რას მერჩით?

ძააან გაბრაზებული ვარ!!!
და მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი ვარ, გრძელი ფეხები მაქვს და მოკლე შორტი, რომელიც დაბალ გოგოს შეიძლება ეცვას, მე გამომწვევად მაქვს!
არადა, ისე მიხდებოდა, თან ძალიან ლამაზ კალგოტკაზე…
ჯერ ჩემმა ძმამ ატეხა ერთი ამბავი: ”გარეთ რომ გახვალ ჩემი ძმაკაცები დაგინახავენ ასე ჩაცმულსო”, მერე მამაჩემი შემეფეთა კარში და იმდენი ქნა, გამოვიცვალე…

საღამოს დავბრუნდი სახლში, შემოვედი სასტუმრო ოთახში. დედა და მამა თავიანთ პოზიციებზე სხედან.
დედა: სად იყავი?
მე: ბლაბლაბლა
დედა: და ის შორტი…. და მოყვა ამას 15 წუთიანი რაღაც ისტერია…

რა გინდათ? ხომ გამოვიცვალე, ხომ არ გავედი ამ შორტით? – შევდივარ ჩემს ოთახში და მესმის მამა აქეზებს დედას: ”მიდი, ერთი ნახე, როგორ ქონდა”. მორბის დედა და მთხოვს, ჩავიცვა ეს შორტი.

ბოლოს სანამ არ ვუყვირე, თავი დამანებე, თორემ მაკრატლით დავჭრი მეთქი, არ მომეშვა. მერე დაუბრუნდა ისევ თავის პოზიციას და განიხილავდნენ რაღაცას…

რატომ? აი, ეს ერთი კითხვა, მხოლოდ ეს ერთი!

Advertisements

4 thoughts on “რას მერჩით?

  1. მე მაღალ გოგოებზეც ძზალიან მომწონს შორტები და საერთოდ არ ვთვლი ვულგარულად…
    ასე რომ ჩაიცვი .. კიდევ ერთ გამოსვლასაც გაუძლებ სახლში .. : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s