წუწუნი

ძალიან მოწყენილი ვარ ნოდოს გარეშე. სახლიდან გასვლაც კი მეზარება.
დღეს, უკვე ვინ იცის, მერამდენედ გავაცდინე ნორვეგიული, ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, საპრეზენტაციო უნარები… არც დანარჩენ 3 საგანზე სიარულით ვიკლავ თავს. არადა, სულ ერთი თვე დარჩა სემესტრის დასრულებამდე. მე კი, შეიძლება, გამოცდაზე გასასვლელი ქულებიც კი ვერ დავაგროვო.
არ ვიცი რა ვქნა, როგორ ვაიძულო თავი, რომ სულ ელემენტარული ვაკეთო – უბრალოდ ლექციებს დავესწრო, ხანდახან სემინარებზე დავალება ჩავაბარო.
რა თქმა უნდა, ტრაგედია არ იქნება, თუ რამე შემეტენება, მაგრამ შეიძლება სამომავლოდ პრობლემები შემექმნას… მაგრამ რა? აი, ბლოგზე დავპოსტავ და მერე ისევ გავაგრძელებ უსაქმურობას.
ნოდო რომ აქაა, სახლიდან მაინც გავდივარ… როცა რეპეტიცია აქვს, ლექციაზე შევდივარ. დღეს კი გარეთ გასვლა სულ არ მინდა. რაც გავიღვიძე კომპიუტერს არ მოვშორებივარ. აქაც შემიძლია დავალებები გავაკეთო, მაგრამ გულს ვერ ვუდებ…
მოკლედ რა… რაღაც უნდა მოვიფიქრო!

Advertisements

4 thoughts on “წუწუნი

  1. awww, როგორი ნაცნობია ყველაფერიიიი :დ მეც ეგრე ვარ დღემდე :დ თუ აჩოს ნახვის პერსპექტივა არ მაქვს, უსაქმური ბომჟი ვხდები :დ არც ლექციები მინდა და სახლიდან გამოსვლაზეც კი ვერავინ დამითანხმებს :დ

  2. ჰოო, არადა როცა ვიცი, რო ნოდო უნდა ვნახო, სულ რომ ყინვა იყოს, მეძინებოდეს და რავიცი კიდე ატასი რამე ხდებოდეს, მაინც გავდივარ გარეთ :დ:დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s