THE END

დღეს წესით ბედნიერი უნდა ვიყო… ვხვდებოდე ახალ წელს ოჯახთან ერთად და მერე მეგობრებთან მივდიოდე.
ჩემს შეყვარებულთან ერთად უნდა ვიწყებდე 2011 წელს და ვეუბნებოდე, რომ მრავალს დავესწროთ, ერთად!
მე კიდევ 2010 წლის ბოლო დღეს ცრემლებით ვაცილებ, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას მივტირი…
და ვიცი, რომ 2011 წელიც ასე დაიწყება: საბანში შეყუჟული ჩუმად ვიქვითინებ.

ვეკითხები ჩემს თავს – რატომ?
მინდა მასაც ვკითხო, მაგრამ იმალება : )
არ გეგონოთ ეს ერთი სასიყვარულო დრამა!
ეს არის ამბავი შეცდომებზე, რომლებსაც, ალბათ, ყველანი ვუშვებთ, მაგრამ მთავარია, მათი აღიარება და ღირსეულას გამოსწორება შეგვეძლოს.

მე ვამბობ: ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა შენ ხარ!
შევცდი, რომ თავიდანვე ვერ დავინახე, როგორი სუსტი და მშიშარა იყავი.
ან იქნებ დავინახე კიდეც და თავი დავიბრმავე ?!

ხშირად ვიცინით ერთ ფრაზაზე: ”რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? – ტყუილს და ღალატს!”.
აქამდე მეგონა, ეს ”ღალატი” მარტო სხვა გოგოებთან გავლა-გამოვლას გულისხმობდა, მაგრამ ისეთი რაღაც გააკეთე, მართლა მერჩივნა ტრადიციული გაგებით გეღალატა.

ეს რაც შეგეხება შენ…
მკითხველისთვის კი იმის თქმა მინდა, რომ ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ ბლოგზე. არ ვიცი, როდის, მაგრამ აუცილებლად შევხვდებით LILAC.GE-ზე.
მანამდე კი მართლა საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით და ყველას გისურვებთ ბედნიერებას – ისე, როგორც ეს თქვენ გესმით.

Advertisements

მე მინდა ზღაპარი!

გუშინ ღამით ”pretty woman”-ს ვუყურე… მერამდენედ, არ ვიცი მაგრამ არსებობენ ფილმები, რომლებიც უბრალოდ არ გბეზრდება.
ყველამ იცის, რომ ძალიან რომანტიკული ვარ, ვგიჟდები სასიყვარულო ისტორიებზე და ვოცნებობ, ჩემს ცხოვრებაშიც მოხდეს რაიმე ძალიან, ძალიან განსაკუთრებული…

რამდენიმე კვირის წინ ნოდოს ვკითხე, ჩვენს სიყვარულზე გადაღებული ფილმი ნეტავ კარგი გამოვიდოდა-მეთქი?

მომენტებში ვხვდები, რომ ამ არარეალური სამყაროს გავლენის ქვეშ ვექცევი, მაგრამ რა ვქნა?! მჯერა, რომ შესაძლებელია ასეთი რამ მართლა მოხდეს. ფილმებს ხომ ადამიანები იღებენ? წიგნებსაც ხომ ადამიანები წერენ?


დღეს facebook-ზე ეს ლინკი დავდე და ერთერთმა friend-მა მომწერა, ჩემი აზრით ვივიენს გავხარო <3

მართალია, მე მასავით ზღაპარში ცხოვრება მინდა და თუ მან ეს შეძლო, დარწმუნებული ვარ, მეც გამომივა!!!

ჩემი სასწავლო ბარათი

მოახლოვდა მესამე სემესტრის დასასრული…
ჩემი სასწავლო ბარათი კი ასე საცოდავად გამოიყურება:

ამით, რა თქმა უნდა, არ ვამაყობ და სულ რაღაც ერთი კვირა მაქვს იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოვასწორო.

1) ფსიქოლოგიის შესავალი – ჩვენს ფაკულტეტზე სულ 7 შესავალი ისწავლება, სტუდენტი კი ვალდებულია მათგან 4 აუცილებლად გაიაროს.
მე ეს ვალდებულება პირველივე კურსზე შევასრულე. რაღა მინდოდა ამ ფსიქოლოგიისგან?
უბრალოდ, საინტერესო საგანია და თან, საითაც არ უნდა გამეხედა, ყველგან ამ ლექტორის ქება-დიდება მესმოდა, ამიტომაც ავირჩიე და მას შემდეგ სულ რაღაც 2 ლექციას დავესწარი. ერთზე გამიმართლა და სრულიად შემთხვევით კოლოკვიუმის დღეს მივედი. სწორედ ამის დამსახურებაა ის 10 ქულაც ))
ეს საგანი უკვე შეტენილი 5 კრედიტია, რადგან ერთი სამშაბათიღა დარჩა, თუმცა რადგან სემინარები არ გვაქვს, შეუძლებელია ამ სამშაბათს ერთი ქულა მაინც მივიღო.

2) ახალი ამბების ჟურნალისტიკა – საოცრად უინტერესო საგანია. ბლოგზე არაერთხელ მისაუბრია ჩემი დამოკიდებულების შესახებ ამ პროფესიისადმი. ახალი ამბების ჟურნალისტადაც მომიწია მუშაობა და ამაზე მოსაწყენი ბევრი არაფერი მეგულება, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
თუმცა ამ საგანში, მგონი, შედარებით უკეთ მაქვს საქმე. მართალია აქ მხოლოდ 8 ქულა მიწერია, თუმცა ასე თუ ისე, მაინც ვასრულებდი ხოლმე დავალებებს და, იმედია, გამოცდაზე გასასვლელად საჭირო ქულას დავაგროვებ.

3) ნორვეგიული ენა – აქ მინდა განვაცხადო, რომ ნამდვილი იდიოტი ვარ. ეს საგანი გვაძლევს განუმეორებელ შანსს, ერთი თვე გავატაროთ ოსლოში. პირველი სემესტრი ნამდვილად ჩავაფლავე. ახლა არ ვიცი, მეორე სემესტრში ავირჩევ თუ არა ამ საგანს, მაგრამ თუ ასე გადავწყვიტე, იმედია, შევძლებ თავს ძალა დავატანო ^_^

4) ქართული ჟურნალისტიკის ისტორია – რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, რომ ჟურნალისტობა აღარ მინდა, ეს ის საგანია, რომელსაც ვთვლი ჩემი ყურადღების ”ღირსად”, თუმცა, ო, ეს სიზარმაცე… და მაინც, ვფიქრობ, რომ გასულ კვირას აღდგენილი სემინარებითა და მეორე კოლოკვიუმის შედეგით შევძლებ საგამოცდო ქულის დაგროვებას.

5) საპრეზენტაციო უნარები – არ ვიცი, რატომ არ წერია, მაგრამ სოციალურ მედიასა და ბლოგინგზე გაკეტებულ პრეზენტაციაში ყველაზე მაღალი შეფასება მივიღე და ვამაყობ <3

6) სოციალური სამუშაოს შესავალი – ამ საგანზე ძალიან უღირსად მოვიქცი, თუმცა ლექტორმა კიდევ ერთი შანსი მომცა და, იმედი მაქვს, შაბათს შევძლებ მის გამოყენებას :)

p.s: თქვენ რაში გაინტერესებთ ეს ყოველივე, მაგრამ მე მჭირდება საკუთარი თავის სტიმულისა და ორგანიზებულობისათვის ))

20 წუთში ჩემი დაბადების დღე დგება.
როგორ ველოდებოდი…
როგორ მიხაროდა…

მაგრამ ცოტა ხნის წინ ისეთი ამბავი გავიგე, რომ ძალიან ცუდად ვარ და ასე ვხვდები 20 დეკემბერს :(

მზადება დაბ.დღისთვის…

…ჩემი დაბ.დღისთვის!!! <3

როგორც უკვე ვწერდი, მინდოდა დაახლოებით შემდეგი ტიპის სიტუაცია:
პატარა, მყუდრო ბარი, სადაც მე და ჩემი 20-მდე სტუმარი მივიდოდით, გავერთობოდით, ვიმღერებდით, ვიცეკვებდით… ცოტას შევჭამდით, ცოტასაც დავლევდით : ))

მივქექ-მოვქექე ინტერნეტი და მსგავსი 2 ბარი აღმოვაჩინე:
1) ”ტაპასი” – ერეკლე მეფის ქუჩაზე.
2) ”ბადა ბუმი” – ფალიაშვილის #72.

პირველად ”ტაპასს” ვესტუმრე, თუმცა დაკეტილი დამხვდა (როგორც შემდეგში გავარკვიე, 2შაბათობით ისვენებენ ხოლმე), ამიტომ წავედი ”ბადა ბუმში”. გარემო ძალიან მომეწონა, ლამაზადაა გაფორმებული, პატარაა, მყუდრო…
დავსხედით, შევადგინეთ მენიუ (ამაში შედის სასმელიც) და გამოვიდა 470 ლარი.
”ტაპასში” დაახლოებით იგივე მენიუ 500 ლარს აცდა და კიდევ მომთხოვეს თითო მაგიდაზე 20-20 ლარის დამატება (კარაოკესთვის).
რა თქმა უნდა, ფასმაც და გარემომაც, უპირატესობა ”ბადა ბუმს” მიანიჭა.

ძალიან გული მწყდება, რომ ბევრ ადამიანს ვერ ვეპატიჟები, მაგრამ ამ 20-ში მაქსიმალურად ”ჩავატიე” ის ხალხი, ვინც ჩემთვის ყველაზე ახლობელია და ვისთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს.

იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ერთი სული მაქვს როდის მოვა 20 დეკემბერი <3

დარჩა 5 დღე…

ყვითელი

ამ თემაზე, ალბათ, ბევრმა დაწერა, მაგრამ მეც მინდა საკუთარი აზრის დაფიქსირება.
საერთოდ, ავტობუსით მგზავრობა ხშირად არ მიწევს, მითუმეტეს დიდ მარშუტებზე, მაგრამ ბოლო დროს ვერის ბაღიდან უნივერსტეტის მეორე კორპუსამდე მიღწევას 15 წუთს ვანდომებ და არა მხოლოდ საცობების გამო.

სიმართლე გითხრათ, სხვა გაჩერებებზე არ შემიმჩნევია, მაგრამ ვერის ბაღის გაჩერებასთან კონტროლიორები ასე იქცევიან: ადიან ხალხით გაძეძგილ ავტობუსში და მძღოლს მანამდე არ აძლევენ წასვლის უფლებას, სანამ ყველას ბილეთს არ შეამოწმებენ. ეს კი ბევრ დროს მოითხოვს და ამასობაში უკან 3-4 ავტობუსი მაინც მიეწყობა ხოლმე ერთმანეთს… მერე არის პიპინი, ყიყინი, ერთმანეთის ლანძღვა-გინება…

უკვე მეორე საკითხია, რა ხდება თვითონ ავტობუსში. მაგალითად, ამას წინათ 85 ნომერს გავყვი პავლოვზე. ვაკეში იმდენი ხალხი ამოვიდა, რომ კარები ძლივს იღებოდა… ერთ ქალს ფეხიც კი მოყვა.

ერთერთ გაჩერებაზე არავინ ჩავიდა, ხალხი კი მაინც მოაწყდა კარებს. ავტობუსის მგზავრმა ქვემოთ მდგომ ქალს უთხრა, ფეხზე დასადგომი ადგილიც კი აღარ არისო (აბა, დაჯდომის ილუზია იქ ვის ექნებოდა ?! ), მაგრამ ქალმა უპასუხა, უკვე ნახევარი საათია ამ ნომერს ველოდებიო… თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ”გავეშვით”, ისევ ნახევარსაათიანი ლოდინი მოუწევდა (მეტი თუ არა) და ისევ ეტყოდა ვიღაც ”ადგილი არაა ქალბატონოო”… მოკლედ, რაღაცნაირად ეს ხალხიც ამოვიდა.

გგონიათ, ჩასვლა ნაკლები უბედურებაა? ჩემი ყურით გავიგონე (დავინახავდი კიდეც, მაგრამ ისე ვიყავი გაჭედილი, ვერანაირად ვერ მივბრუდნებოდი), როგორ უყვიროდა ჩასვლისას ასაკოვანი ქალბატონი ვიღაცას: ”ამხელა კაცი გასასვლელში ვირივით რას დამდგარხარო”.

მერე, როცა ჩემი ჩასვლის დრომ მოაღწია (უფრო სწორად, ტადარიგი ერთი გაჩერებით ადრე დავიჭირე), კარისკენ გადავინაცვლე. ის კაცი ისევ იქ იდგა და გაურკვეველი მზერით იხედებოდა ფანჯარაში. სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვცდილობდი გამერკვია, დასევდიანებული იყო, დაბოღმილი თუ შეურაცხყოფილი.

”უკაცრავად, ჩავალ თუ შეიძლება” – შეძლებისდაგვარად გაიწია. ალბათ უფრო მეტადაც, რომ კიდევ ვინმეს არ ეთქვა ”ვირივთ დგახარო”…

რავიცი, ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო ეს მგზავრობა. სიბრალული გამიჩნდა ადამიანების მიმართ. ყოველდღიურობით ისე არიან შეწუხებულები, რომ ჯავრს ერთმანეთზე იყრიან.

არადა, ეს პრობლემებიც რომ ერთმანეთს ემატება და ემატება ? აგერ, გუშინწინ, ისევ იმ ვერის ბაღის გაჩერებაზე მოხუცი ქალის მონოლოგს ვუსმენდი, კონტროლიორებსა და ავტობუსით მგზავრობის გაძვირებაზე.

ბოლოს მე და ჩემს მეგობარს მოგვმართა, თქვენ, ახალგაზრდებმა მაინც ამოიღეთ ხმაო…

…და დღეს, უნივერსტეტთან გამართულ აქციაზე, რომელიც იდეაში სწორედ ამ ყვითელი ავტობუსების პრობლემებს აპროტესტებდა 30-მდე ახალგაზრდა თუ შეგროვდა.

Thousands of British students protest against tuition fee rise

Thousands of British students protest against tuition fee rise

P.S. : ათასობით ბრიტანელი სტუდენტი…

ძუნწი

რაღაც იდეები მაქვს პოსტებთან დაკავშირებით, მაგრამ… მენანება ^_^
ყველაფერი ახალი ბლოგისთვის მინდა, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ წლამდე მექნება.
ძალიან მიხარია ჩემი LiLaC.ge : ))