ყვითელი

ამ თემაზე, ალბათ, ბევრმა დაწერა, მაგრამ მეც მინდა საკუთარი აზრის დაფიქსირება.
საერთოდ, ავტობუსით მგზავრობა ხშირად არ მიწევს, მითუმეტეს დიდ მარშუტებზე, მაგრამ ბოლო დროს ვერის ბაღიდან უნივერსტეტის მეორე კორპუსამდე მიღწევას 15 წუთს ვანდომებ და არა მხოლოდ საცობების გამო.

სიმართლე გითხრათ, სხვა გაჩერებებზე არ შემიმჩნევია, მაგრამ ვერის ბაღის გაჩერებასთან კონტროლიორები ასე იქცევიან: ადიან ხალხით გაძეძგილ ავტობუსში და მძღოლს მანამდე არ აძლევენ წასვლის უფლებას, სანამ ყველას ბილეთს არ შეამოწმებენ. ეს კი ბევრ დროს მოითხოვს და ამასობაში უკან 3-4 ავტობუსი მაინც მიეწყობა ხოლმე ერთმანეთს… მერე არის პიპინი, ყიყინი, ერთმანეთის ლანძღვა-გინება…

უკვე მეორე საკითხია, რა ხდება თვითონ ავტობუსში. მაგალითად, ამას წინათ 85 ნომერს გავყვი პავლოვზე. ვაკეში იმდენი ხალხი ამოვიდა, რომ კარები ძლივს იღებოდა… ერთ ქალს ფეხიც კი მოყვა.

ერთერთ გაჩერებაზე არავინ ჩავიდა, ხალხი კი მაინც მოაწყდა კარებს. ავტობუსის მგზავრმა ქვემოთ მდგომ ქალს უთხრა, ფეხზე დასადგომი ადგილიც კი აღარ არისო (აბა, დაჯდომის ილუზია იქ ვის ექნებოდა ?! ), მაგრამ ქალმა უპასუხა, უკვე ნახევარი საათია ამ ნომერს ველოდებიო… თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ”გავეშვით”, ისევ ნახევარსაათიანი ლოდინი მოუწევდა (მეტი თუ არა) და ისევ ეტყოდა ვიღაც ”ადგილი არაა ქალბატონოო”… მოკლედ, რაღაცნაირად ეს ხალხიც ამოვიდა.

გგონიათ, ჩასვლა ნაკლები უბედურებაა? ჩემი ყურით გავიგონე (დავინახავდი კიდეც, მაგრამ ისე ვიყავი გაჭედილი, ვერანაირად ვერ მივბრუდნებოდი), როგორ უყვიროდა ჩასვლისას ასაკოვანი ქალბატონი ვიღაცას: ”ამხელა კაცი გასასვლელში ვირივით რას დამდგარხარო”.

მერე, როცა ჩემი ჩასვლის დრომ მოაღწია (უფრო სწორად, ტადარიგი ერთი გაჩერებით ადრე დავიჭირე), კარისკენ გადავინაცვლე. ის კაცი ისევ იქ იდგა და გაურკვეველი მზერით იხედებოდა ფანჯარაში. სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვცდილობდი გამერკვია, დასევდიანებული იყო, დაბოღმილი თუ შეურაცხყოფილი.

”უკაცრავად, ჩავალ თუ შეიძლება” – შეძლებისდაგვარად გაიწია. ალბათ უფრო მეტადაც, რომ კიდევ ვინმეს არ ეთქვა ”ვირივთ დგახარო”…

რავიცი, ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო ეს მგზავრობა. სიბრალული გამიჩნდა ადამიანების მიმართ. ყოველდღიურობით ისე არიან შეწუხებულები, რომ ჯავრს ერთმანეთზე იყრიან.

არადა, ეს პრობლემებიც რომ ერთმანეთს ემატება და ემატება ? აგერ, გუშინწინ, ისევ იმ ვერის ბაღის გაჩერებაზე მოხუცი ქალის მონოლოგს ვუსმენდი, კონტროლიორებსა და ავტობუსით მგზავრობის გაძვირებაზე.

ბოლოს მე და ჩემს მეგობარს მოგვმართა, თქვენ, ახალგაზრდებმა მაინც ამოიღეთ ხმაო…

…და დღეს, უნივერსტეტთან გამართულ აქციაზე, რომელიც იდეაში სწორედ ამ ყვითელი ავტობუსების პრობლემებს აპროტესტებდა 30-მდე ახალგაზრდა თუ შეგროვდა.

Thousands of British students protest against tuition fee rise

Thousands of British students protest against tuition fee rise

P.S. : ათასობით ბრიტანელი სტუდენტი…

Advertisements

4 thoughts on “ყვითელი

  1. მართალია, მაგრამ არავინ ყურს არ იბერტყავს.
    არადა, ავტობუსით მგზავრობა მართლა გაუსაძლისი გახდა.
    ზაფხული რომ მოვა, მერე რა იქნება, წარმომიდგენია :შ
    ან ცოტა წვიმიანი ამინდები რომ დაიწყება, ვაიმეე.. ყველა ავტობუსში ავა.

  2. ააა… ზაფხული ისედაც რა იყო და ეხლა მითუმეტეს..
    სამაგიეროდ დამპალი საზიზღარი კაცები რომ დაძრწიან ავტობუსებში იმათთვის რა კარგია :| :| ფუფ
    ხო და ყური რომც შეიბერტონ რა.. რაღა ეშველება უკვე?
    მაგრამ, ესე უსაქმოდ ყოფნაც არ შეიძლება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s