მზადება დაბ.დღისთვის…

…ჩემი დაბ.დღისთვის!!! <3

როგორც უკვე ვწერდი, მინდოდა დაახლოებით შემდეგი ტიპის სიტუაცია:
პატარა, მყუდრო ბარი, სადაც მე და ჩემი 20-მდე სტუმარი მივიდოდით, გავერთობოდით, ვიმღერებდით, ვიცეკვებდით… ცოტას შევჭამდით, ცოტასაც დავლევდით : ))

მივქექ-მოვქექე ინტერნეტი და მსგავსი 2 ბარი აღმოვაჩინე:
1) ”ტაპასი” – ერეკლე მეფის ქუჩაზე.
2) ”ბადა ბუმი” – ფალიაშვილის #72.

პირველად ”ტაპასს” ვესტუმრე, თუმცა დაკეტილი დამხვდა (როგორც შემდეგში გავარკვიე, 2შაბათობით ისვენებენ ხოლმე), ამიტომ წავედი ”ბადა ბუმში”. გარემო ძალიან მომეწონა, ლამაზადაა გაფორმებული, პატარაა, მყუდრო…
დავსხედით, შევადგინეთ მენიუ (ამაში შედის სასმელიც) და გამოვიდა 470 ლარი.
”ტაპასში” დაახლოებით იგივე მენიუ 500 ლარს აცდა და კიდევ მომთხოვეს თითო მაგიდაზე 20-20 ლარის დამატება (კარაოკესთვის).
რა თქმა უნდა, ფასმაც და გარემომაც, უპირატესობა ”ბადა ბუმს” მიანიჭა.

ძალიან გული მწყდება, რომ ბევრ ადამიანს ვერ ვეპატიჟები, მაგრამ ამ 20-ში მაქსიმალურად ”ჩავატიე” ის ხალხი, ვინც ჩემთვის ყველაზე ახლობელია და ვისთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს.

იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ერთი სული მაქვს როდის მოვა 20 დეკემბერი <3

დარჩა 5 დღე…

Advertisements

2 thoughts on “მზადება დაბ.დღისთვის…

  1. ლილაააქ <3 <3<3 რთულია იპოვი ადგილი სადაც იმდენ ხალხს მიიყვან რამდენიც გინდა და იმდენი დაგიჯდება რამდენიც გინდა <3
    ხო და აბა შენ იცი :)) ეგ დღე შენია და ბოლომდე გაერთე

  2. მადლობააა :*:*:*
    მართალი ხარ. აი, ყველასთვის რო მეთქვა, ვინც მართლა მინდა, სადღაც 40-50მდე მაინც ადის და მაგის საშუალება მართლა არმაქ :(:(:( იმედია ეგ ფაქტორი არ იმოქმედებს ჩემზე და მართლაც კარგად გავერთობი <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s