THE END

დღეს წესით ბედნიერი უნდა ვიყო… ვხვდებოდე ახალ წელს ოჯახთან ერთად და მერე მეგობრებთან მივდიოდე.
ჩემს შეყვარებულთან ერთად უნდა ვიწყებდე 2011 წელს და ვეუბნებოდე, რომ მრავალს დავესწროთ, ერთად!
მე კიდევ 2010 წლის ბოლო დღეს ცრემლებით ვაცილებ, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას მივტირი…
და ვიცი, რომ 2011 წელიც ასე დაიწყება: საბანში შეყუჟული ჩუმად ვიქვითინებ.

ვეკითხები ჩემს თავს – რატომ?
მინდა მასაც ვკითხო, მაგრამ იმალება : )
არ გეგონოთ ეს ერთი სასიყვარულო დრამა!
ეს არის ამბავი შეცდომებზე, რომლებსაც, ალბათ, ყველანი ვუშვებთ, მაგრამ მთავარია, მათი აღიარება და ღირსეულას გამოსწორება შეგვეძლოს.

მე ვამბობ: ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა შენ ხარ!
შევცდი, რომ თავიდანვე ვერ დავინახე, როგორი სუსტი და მშიშარა იყავი.
ან იქნებ დავინახე კიდეც და თავი დავიბრმავე ?!

ხშირად ვიცინით ერთ ფრაზაზე: ”რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? – ტყუილს და ღალატს!”.
აქამდე მეგონა, ეს ”ღალატი” მარტო სხვა გოგოებთან გავლა-გამოვლას გულისხმობდა, მაგრამ ისეთი რაღაც გააკეთე, მართლა მერჩივნა ტრადიციული გაგებით გეღალატა.

ეს რაც შეგეხება შენ…
მკითხველისთვის კი იმის თქმა მინდა, რომ ეს ჩემი ბოლო პოსტია ამ ბლოგზე. არ ვიცი, როდის, მაგრამ აუცილებლად შევხვდებით LILAC.GE-ზე.
მანამდე კი მართლა საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით და ყველას გისურვებთ ბედნიერებას – ისე, როგორც ეს თქვენ გესმით.

Advertisements

4 thoughts on “THE END

  1. არ მინდა სანუგეშებელი სიტყვები გამომივიდეს, მაგრამ მეც ერთ ბანალურ ფრაზას დავწერ: “ყველაფერი კარგად იქნება…” ოღონდ ამ ფრაზას ჩემებური გაგრძელებაც აქვს – “…თუ მოისურვებ!”

  2. არასოდეს დაივიწყო ბეჭდის შიდა მხარეს წარწერა ^^

    ველი ლილაკ.გე-ს )) :*

  3. ძალიან, ძალიან ცუდია, ბლოგს რომ ტოვებ.
    მე მომწონს შენი ბლოგი და შენი ჩვეულებრივი წერის სტილი.
    ჩვეულებრივად, სრულიად ჩვეულებრივად წერ, მაგრამ ძალიან საინტერესოდ და ყველანაირი ზედმეტი კომენტარების გარეშე.
    უკვე მეორე დღეა ვზვარ და შენს პოსტებს ვკითხულობ. უკვე ბოლოში გავედი, ორი წუთის წინ წავიკითხე ბოლოს წინა პოსტი.
    მომწონხარ, ძალიან მომწონხარ. :***

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s