დევნილებთან გატარებული ღამე

ვზივარ და ვფიქრობ, რა დავწერო იმაზე, რაც გუშინ ვნახე და ვიგრძენი…

უკვე 4 თვეა ასე, ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ და არც იციან, ამას ბოლო როდის მოეღება. ხანდახან ძალიან შიათ, ამ დროს კი ”ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს” თანამშრომლები საკვები პროდუქტებით დატვირთულები მშვიდად და გულგრილად უვლიან გვერდს.

შეშა არ ყოფნით, კარვებში წვიმა ჩასდით, მათი მინისტრი კი შორიდან უთვლის: ”არაუშავს, არც ისე ცივი ზამთარიაო”.

ვხედავთ, რომ  ახალგაზრდების იმედი აქვთ და ჩვენი იქ ყოფნა მათ ენერგიასა და იმედს მატებს. ღამეს მათთან ერთად იმავე პირობებში ვათევთ და ვხვდები, რომ ძალიან მიჭირს, რომ ჩემი თბილი სახლი და საწოლი მენატრება.

მათ კარვებში სიჩუმეა. ალბათ, ყოველი მათგანი საკუთარ სახლზე ფიქრობს. სახლზე, რომელიც უკვე მერამდენედ წაართვეს…

რა შეგვიძლია ჩვენ:

  • პირველ რიგში,  ყველგან გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რადგან ძალიან ბევრმა არ იცის თუ რა ხდება უკვე 4 თვეა;
  • შესაძლოა ყველამ ვერ მოახერხოს მათთან ერთად ღამის გათევა, მაგრამ მხარდაჭერის გამოხატვა დღისით მისვლით და მონახულებითაც შესაძლებელია;
  • ასევე, შეძლებისდაგვარად მივუტანოთ ის ნივთები თუ პროდუქტები, რაც მათ ასეთ პირობებში გამოადგებათ. (მაგალითად, შეშა, გაციების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი წამლები, მატრასები, საბნები, არამალფუჭებადი საკვები და ა.შ.)

მე მართლა მჯერა, რომ შესაძლებელია ამ ადამიანების ცხოვრების შეცვლა. უბრალოდ, მიდით მათთან და თქვენი თვალით ნახეთ, თუ როგორ პირობებში უწევთ არსებობა. ბოლოს მინდა მეც, თიკოს პოსტში წაკითხული სიტყვებით დავასრულო, რომლებიც პატრიკ ნიმოილერს ეკუთვნის:

”როდესაც ისინი (ფაშისტები) კათოლიკეების დასაჭერად მოვიდნენ ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვიყავი. ….როდესაც მათ სოციალ-დემოკრატები აიყვანეს მაშინაც დუმილი ვარჩიე, რადგან არც სოციალ- დემოკრატებთან მქონდა საერთო. …. ხმა არ ამომიღია არც მაშინ, როდესაც პროფკავშირები დაატუსაღეს – მათგან არავის ვიცნობდი. …. ებრაელი არ ვარ და არაფერი მითქვამს როცა ამის შემდეგ ყველა ებრაელი დააპატიმრეს… ხოლო როცა ჩემს დასაპატიმრებლად მოვიდნენ აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო”

Advertisements

Nanofood: პირველი კვირის შეჯამება pr სკოლაში

გუშინ PR სკოლაში პირველი კვირის შემაჯამებელი ლექცია გვქონდა. ოთხშაბათს 4 ჯგუფად დაგვყვეს საბოლოო პროექტისათვის. ეფექტური კომუნიკაციების ლექტორმა, თეა გველესიანმა (<3) კი ამ ჯგუფებს არარსებული პროდუქტის პრეზენტაცია დაგვავალა.

პირველივე საღამოს მოვიფიქრეთ პროდუქტი, რომელიც საბოლოოდ ნანოFood-ად მოვნათლეთ. ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ ამ საქმეს და საბოლოო ჯამში შედეგითაც კმაყოფილები დავრჩით. გამიხარდა, როცა ”კონკურენტმა” ჯგუფებმაც კი აღნიშნეს ჩვენი გამოსვლა.

რადგან ირინამ უკვე ძალიან კარგი პოსტი დაწერა ამ პრეზენტაციაზე, მე ყურადღებას ჩვენს გამოგონილ პროდუქტზე გავამახვილებ  და ჩემს ჯგუფელებსაც გაგაცნობთ :). იდეა ეკუთვნოდა ნინის, რომელიც თურმე ყოველთვის ოცნებობდა ისეთ აბებზე, საკვების მაგივრობას რომ გაუწევდნენ.  მეორე საღამოს ყველანი შევიკრიბეთ  (გიორგის გარდა, რომელიც ჯგუფში ერთადერთი ბიჭია და საპატიო მიზეზის გამო ვერ მოვიდა : )) და კიდევ უფრო განვავრცეთ თემა. სახელი ანიმ მოიფიქრა, ნათიამ კი თავისი გამოცდილების დახმარებით საპრეზენტაციო ტექსტის საბოლოო ვარიანტი ჩამოაყალიბა.

ჯგუფის გოგონები მომზადების პროცესში :)

გუშინაც ადრე შევიკრიბეთ და ექვსივემ, ერთობლივი ძალებით დავიწყეთ პრეზენტაციის ვიზუალურ ნაწილზე ზრუნვა (რეკვიზიტებით ირინამ მოგვამარაგა), ბოლოს ტექსტი გავინაწილეთ და რეპეტიციის გავლაც გვინდოდა, მაგრამ ვეღარ მოვასწარით : ))

ჰმ, პროდუქტს გაცნობდით და მოსამზადებელი ეტაპი უფრო აღვწერე : ))

რა არის NanoFood?

იაპონელი მეცნიერების მიერ ნანოტექნოლოგიებით დამზადებული მცირე ზომის საკვები, რომელიც შეიცავს ყველა იმ არომატულ თუ კვებით ღირებულებას, რაც გააჩნია ნებისმიერ თქვენთვის სასურველ პროდუქტს.

განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც დღის დაძაბული რეჟიმი აქვთ და კვებისთვის დრო არ რჩებათ. ნანოfood-ის მიღება კი სამუშაო პროცესშიც კი შესაძლებელია : ))

ამასთანავე: (ეს ჩემი ტექსტია და ყველაზე კარგად მახსოვს : ))

  • ის შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმისათვის: ვიტამინებს, ცილებს, კალციუმს; აქვს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება.
  • ზოგავს თქვენს დროს, რადგან მისი მირთმევა შეგიძლიათ იმაზე სწრაფად, ვიდრე ნებისმიერ საკვებ პუნქტამდე მისვლა.
  • ამცირებს თქვენს ხარჯებს, რადგან ნანოფუდი ნებისმიერ ლანჩმენიუზე გაცილებით იაფია.

კომფორტულია მოხმარებისთვის – მცირე ზომის გამო არ საჭიროებს სპეციალურ ჭურჭელს და არ აქვს შენახვის სპეციალური პირობები.

პრეზენტაცია

დარწმუნებული ვარ ჩვენც და დანარჩენ 3 ჯგუფსაც ძალიან გამოგვადგება ის გამოცდილება, რომელიც ამ პრეზენტაციისას მივიღეთ. ასევე ის რჩევები და შენიშვნები, რომელიც თეამ მოგვცა :) მოკლედ, პირველმა კვირამ პიარსკოლაში ფანტასტიკურად ჩაიარა (ნუთუ ეს სუბიექტური რეალობაა? : )))

new style

მე ახალი ვარცხნილობა მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ სტილი რადიკალურად შევიცვალე. გრძელ და ხუჭუჭა თმას დროებით დავემშვიდობე, ახლა ის მოკლე და სწორია, თანაც მუქი წაბლისფერი.

ვფიქრობ ამ ცვლილებას ახალი ტანსაცმელი საბოლოოდ დაამშვენებდა, ცოტა უფრო საქმიანი და კლასიკური. რადგან ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი გამაჩნია, თებერვალს ჩემს გარდერობში  ”გადატრიალების თვედ” ვაცხადებ.

რადგან მომავალ შოპინგს forever-ზე ვგეგმავ, დაგათვალიერებინებთ ჩემს ფავორიტებს ამ სტილში:

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის :P

ჩემს მეგობრებს!

ბოლო რამდენიმე წელია განუწყვეტლივ ვკარგავ და ვიძენ მეგობრებს, მაგრამ ხანდახან ვხვდები, რომ მეგობრობა უფრო მეტია, ვიდრე ეს რაღაც დროებითი პროცესები.

ბევრისთვის დამიძახია მეგობარი, თუნდაც სიტყვის მასალად და ბოლოს იქამდე მივედი, რომ ძალიან გამიჭირდა ამ სიტყვის მასალის ნამდვილი მეგობრებისაგან გამიჯვნა.

არ ვარ ისეთი ადამიანი, ვიღაცას უცბად რომ დაუახლოვდებიან და მის მეტი აღარავინ უნდათ, არასოდეს მჩვეოდა ადამიანების გაიდეალება და, ვფიქრობ, ყველა მეგობრის მიმართ თანაბარ სიყვარულს და ყურადღებას ვიჩენდი.

მერე კი გავაცნობიერე, რომ ყველა მათგანისგან იმავეს ვერ ვიღებდი და ეს სერიოზულ დისკომფორტს მიქმნიდა. ასე, ნელნელა დაიწყო ”წმენდა”, რომელიც ახლაც გრძელდება და მართლა დიდი სურვილი  მაქვს, რომ მალე დასრულდეს. მინდა, ყველა ის ადამიანი, ვისაც მეგობარს ვეძახი, ცხოვრების ბოლომდე ჩემს მეგობრებად დარჩნენ და არასოდეს… აღარასოდეს ვიგრძნო მათ გამო იმედგაცრუება!

პირველი დღე პიარ სკოლაში და სხვა

17 იანვრის პოსტში აღვნიშნე, რომ ვიყავი გაუს პიარ სკოლაში ღია კარის დღეზე.  ერთი საათის წინ დავბრუნდი პირველი ლექციიდან, რომელიც ჩაგვიტარა თეა გველესიანმა და ეხებოდა ეფექტურ კომუნიკაციებს. რა თქმა უნდა, პირველი ლექცია უფრო მეტად გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა რადგან კომუნიკაციებს ეხება საქმე თემატურად კარგად ჩაჯდა ჩვენ მიერ საკუთარი თავის წარდგენაც და ამ საკითხის უფრო პროფესიულ ჭრილში განხილვის საშუალებაც მოგვეცა.

მოკლედ, ამდენი რომ არ ვილაპარაკო, პირველი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია. მომეწონა ლექტორიც და ჯგუფიც. იმედია, ყველაფერი ასე გაგრძელდება. მე ხომ თავიდან სულ ენთუზიაზმით ვიწყებ, მაგრამ მერე მბეზრდება ხოლმე :(

ასე რომ, მომავალი 3 თვის განმავლობაში კიდევ მოგიყვებით საინტერესო ამბებს. დარწმუნებული ვარ, ეს კურსი რაღაცას შეცვლის ჩემს ცხოვრებაში…

სხვა რა? – ხვალ ბოლო გამოცდას დავწერ და მშვიდად ამოვისუნთქავ (დიდად არც ახლა ვღელავ, მაგრამ მაინც :) ჰო, კიდევ, ნოდო თურქეთშია გასტროლზე და ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა <3 მმ… მორჩა, დროებით!

why do all good things come to an end?

ჩემები უყურებდნენ რაღაც ქართულ ფილმს, არ ვიცი რა ქვია… მედეა ჯაფარიძე თამაშობს, მხატვარი ქმარი რომ ჰყავს. ჰოდა, ერთ ეპიზოდს შევესწარი, რაღაცის გამო იკამათებენ და ქმარი ეუბნება: ”შენ გინდა ყოველი დღე ჯვრისწერისას გავდეს, მაგრამ ეგრე ვერ იქნებაო”.

რატომ?

რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს, უფრო სწორად წყვილებს, რომ შეინარჩუნონ ისეთი ურთიერთობა, როგორიც ის დასაწყისში იყო? იმის მაგივრად, რომ უფრო და უფრო ზრუნავდნენ ერთმანეთზე, უფრო მეტად ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ”თავის მოწონებას”, ყველაფერი უკან რატომ მიდის?

იმიტომ ხომ არა, რომ თავიდან ყველაფერი ყალბია? იქნებ მართლა ”თავს აწონებენ” და სინამდვილეში არ არიან ასეთი თბილები, ყურადღებიანები, მზრუნველები…

ძალიან გამიხარდება, თუ ვინმე შემოვა და იტყვის, რომ ყოველთვის ასე არ ხდება… მაგრამ ცოტათი გულიც დამწყდება, იმიტომ რომ ჩემს შემთხვევაში სულ ასე იყო და ახლაც ასეა :(

ToDo!

როგორც იქნა ყველაზე საპასუხისმგებლო გამოცდები მოვიშორე და ახლა, შეიძლება ითქვას, პირველ მარტამდე ჩიტივით თავისუფალი ვარ.

მინდა ეს ერთი თვე ნაყოფიერად გამოვიყენო. ამისთვის:

სწავლა-კარიერა


ვიწყებ პიარის კურსებზე სიარულს.

შეიძლება დავიწყო ნახევარგანაკვეთზე მუშაობა.

უნდა გავიხსენო და გავაუმჯობესო ჩემი ინგლისური.


გარეგნობა-ჯანმრთელობა


შევიღებო თმა და შევიცვალო ვარცხნილობა.

მივიდე კოსმეტოლოგთან.

გამოვიკვლიო ჩემი ხალი, რომელიც მაწუხებს :შ

გარდერობი მოვამზადო საგაზაფხულოდ (forever21)


თუ მარტამდე ყველა ამ გეგმის შესრულებას მოვახერხებ ჩემს თავს დავაჯილდოვებ ახალი ტატუთი <3