my 2010

 

2 კვირაზე მეტი გავიდა, რაც ახალი წლის დადგომა ვიზეიმეთ (თუ, რა თქმა უნდა, ძველით ახალ წელსაც არ ჩავთვლით : )))) ნელნელა ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

მე კი ვაპირებ გასული წელი შევაჯამო. ამაში ჩემი ძველი ბლოგი დამეხმარება:

2010 წლის დასაწყისში მეტნაკლები წარმატებით მოვიშორე ჩემი პირველი საუნივერსტეტო გამოცდები და შევუდექი პირადი ცხოვრების მოწყობას. ზუსტად მახსოვს, რომ რამდენიმეს შორის გავაკეთე არჩევანი და სრულიად მიზანმიმართულად დავიწყე მოქმედება : ))) ეს ახლა ცოტათი სასაცილოდ მეჩვენება, თუმცა იმ პერიოდში ძალიან ვიყავი გატაცებული. თავიდან ყველაფერი ”გეგმის მიხედვით” აეწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც failed relationship შემრჩა ხელთ.

ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა და დაიწყო ჩემთვის დაუვიწყარი პერიოდი, რომელიც, ალბათ, ყველაზე ტკბილად მომაგონდება ჩემი სტუდენტური ცხოვრებიდან. გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ბავშვი ჩემს კურსზე და მათთან ერთად სად აღარ დავდიოდი. შეიძლება ითქვას, რომ სულ ერთად ვიყავით და მაგრად ვერთობოდით.

მერე იყო ასევე დაუვიწყარი ზაფხული. ჯერ ვიყავი კოჯორში, სადაც ყოველ წელს კარგად ვერთობი, მაგრამ წლევანდელი წელი იმით იყო გამორჩეული, რომ ნოდო გავიცანი <3 მერე ვიყავი ქობულეთში და ბოლოს თურქეთში. პირველად წავედი საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოკლედ, ნაყოფიერი ზაფხული მქონდა : )))

შემოდგომიდან – facebook-ზე შევიცვალე relationship სტატუსი. : ))) არა, რა თქმა უნდა, ეს ცვლილება მხოლოდ fb-ზე არ ასახულა : > კიდევ, დავიწყე მუშაობა ჯეონიუსში, მაგრამ მალევე წამოვედი. უნივერსტეტიც ფეხებზე დავიკიდე, იმიტომ რომ საერთოდ გადავიფიქრე ჟურნალისტობა.

ასე მიიწურა ჩემი 2010.  სამომავლო გეგმებზე და სურვილებზე, ალბათ, დავწერ… ოღონდ დღეს არა :)

Advertisements

12 thoughts on “my 2010

  1. ჰოო, მე ხომ ძველი ბლოგიდან ამოვკრიფე ეს ყველაფერი. :)) გამიხარდა, რომ მოგეწონა აქაურობა. :*

  2. აქ ესე დეტალურად არ განმიხილავს ყველაფერი
    და ოდესმე მაგაზეც დავწერ ^_^

  3. საინტერესოა.
    ყველაფერი კარგი მომხდარა.
    საერთოდ ძალიან მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ცუდ და შემაძრწუნებელ ამბებს არ იმახსოვრებენ და გულთან ახლოს დიდხანს არ აჩერებენ.

  4. thanks : )))))

    ჰო, ისე ეგ ალბათ იმის დამსახურებაცაა, რომ წელს განსაკუთრებით ცუდი არაფერი მომხდარა და ძალიან მიხარია )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s