შენი ბოლო ფასი…?

როცა მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით ხშირად მისვამდა ხოლმე კითხვას ”მილიონ დოლარად ამას იზამდი?” და სულ სხვადასხვა ვარიანტები მოყავდა ”გასაკეთებლად”. ძირითადად ისეთი საზიზღრობები იყო, რომ სულ ”არას” ვპასუხობდი.

რაც გავიზარდეთ ამ თემამ ცოტა მეტი სერიოზულობა შეიძინა. თაზო აღარ მეკითხება, შევჭამდი თუ არა ფუნას მილიონ დოლარად :) , მაგრამ მე მაინც ხშირად ვსაუბრობ იმაზე, თუ რა შეუძლია ფულს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, როგორ შეუძლია ფულს ადამიანზე ზემოქმედება.

ერთხელ (ან შეიძლება მეტჯერაც) ნოდომ მითხრა, რომ ყველა ადამიანი იყიდება, ზოგი იაფად, ზოგი კი ძალიან ძვირად, მაგრამ ყველას აქვს თავისი ფასი. დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამაზე, ”უხამს წინადადებას” ვუყურე და ჩემი თავი დაიანას ადგილზე წარმოვიდგინე.

მერე მივხვდი, რომ მე ამ ფილმში დაიანა კი არა, დევიდი ვიყავი. არ ვიცი, მიხვდებით თუ არა, რას ვგულისხმობ, მაგრამ ეს ნამდვილად ვიგრძენი.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ღირხართ?

ან უფრო სწორად, რად გიღირთ ყველა და ყველაფერი თქვენ გარშემო?

Advertisements

22 thoughts on “შენი ბოლო ფასი…?

  1. lashaqoiava@yahoo.com says:

    ai wavida gamocda da sheni blogic vnaxe,kargia, magram nodos gadaeci yvela adamiani ar iyideba is martalia rom yvelas pasi aqvs magrma arseboben adamiannebi 100 procentshi 2 procenti romelistvisac puli araa mtavari nu aseti adamianebi ishviatobaa magrma arseboben

  2. ლაშ, კეთილი იყოს შენი კომენტარი ჩემს ბლოგზე :* ნოდო თვითონაც შემოდის ხოლმე აქ და წაიკითხავს ამას. ალბათ, თავის აზრსაც გამოთქვამს : )) ისე, მეც ვიზიარებ შენს პოზიციას: შეიძლება ყველა ადამიანს აქვს თავისი ფასი, მაგრამ ეს ღირებულება ყოველთვის ფულით არ განისაზღვრება :)

  3. “შეიძლება ყველა ადამიანს აქვს თავისი ფასი, მაგრამ ეს ღირებულება ყოველთვის ფულით არ განისაზღვრება” – აი ამას ვიტყვი მეც ^^

  4. ხო, მგონი, ყველა ამაზე შევთანხმდით :) ნუ, პროცენტულ მაჩვენებელზე, ალბათ, სხვადასსხვა აზრი გევქნება, მაგრამ ეგ არაფერი : )
    და ისე მე დავსვი კითხვა: რა არის თქვენი ფასი?

  5. მე არასწორი მიმაჩნია კითხვა რა ღირხართ,რადგან ვთვლი არსებობენა დამიანები,რომლებიც არ იყიდებიან.. :D აი რად გიღირთ სხვები ეს უვკე სხვა საკითხია,ამ შემთხვევაში გიპასუხებდი არსებობენ ადამიანები,რომლებიც ჩემზე მეტადაც მიღირან <3

  6. ana,

    თუ ღირებულებას არ განვიხილავთ როგორც მაინცდამაინც ფულს, მაშინ ალბათ ნებისმიერი ადამიანი ”გაიყიდება” თავისთვის ყველაზე ძვირფასის და ფასეულის გამო.

  7. ფილმი არ მაქვს ნანახი და ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მჯერა (მინდა მჯეროდეს) არსებობენ ისეთი ადამიანები რომლებიც ფულზე არ გაიყიდებიან.

    რატომღაც ახლა ეს ანეგდოტი გამახსენდა:
    -ქალბატონო მილიონ დოლარად ჩემთან დაწვებოდით?
    – რა თქმა უნდა!
    -და 10 ლარად?
    – თქვენ მე ვინ გგონივართ?
    – ვინც ხართ უკვე გავარკვიე, ახლა მოდით ფასზე შევთანხმდეთ”

    :)

  8. ყველაფერს ფულით ვერ იყიდი – გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ყველაზე ხშირად ასეთი გამოთქმებია სრული ჭეშმარიტება.

  9. აუ ეს პოსტი რომ წავიკითხე ჩემი დაწერილი მეგონა… ჩემი ძმის კითხვები, ეს ფილმი, მეც მიფიქრია ამ ფილმის გარშემო რამდენჯერმე, შეხედულება ფულზე…

    ადამიანი ზუსტად იმდენი ღირს რამდენადაც იყიდება; ) ხშირ შემთხვევაში ბოლო ფასი ძალიან განსხვავებულია ხოლმე საწყისისგან)

  10. ანა says:

    ფული ძალიან საჭირო რამ არის მაგრამ ,,ფული მხოლოდ ბედნიერების ნახევარია “

  11. ანა says:

    მგონი ეს ცნობილი გამოთქმაა:) ალბათ ყველაფერი ის ,რაც კარგია და რისი ყიდვაც ფულით არ შეიძლება .ჩემი ვარაუდით:) არ ვიცი ამ გამოთქმის ავტორმა რა იგულისხმა

  12. მე პირველად გავიგე, მაგრამ ვერ დავეთანხმები ბოლომდე. ნახევარი ძალიან ბევრია ფულისთვის. ჯანმრთელობა, სიყვარული, მშვიდობა და ა.შ. მეორე ნახევრადაც რომ განვიხილოთ, თითოეულს ძაან ცოტა ადგილი შეხვდება და ფული მთელ ”ნახევარს” იკვებს, უსამართლობაა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s