online shopper

 

ვერ ვიძინებ, არადა 4 დღეა ახალი რეჟიმი დავიწყე – შედარებით ადრე ვდგები. დაძინება მაინც მიჭირს :(

ჰოდა, მოვაშურე კომპიუტერს. დაგათვალიერებინებთ ჩემს ონლაინნაშოპინგარებს : )))

ჯერ ძალიან ცოტაა, ერთი წელიც არაა, რაც ამ საქმეს მივყავი ხელი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როცა მუშაობას დავიწყებ და ჩემი ფული მექნება, ონლაინმაღაზიებს გამოვზიდავ.

დადადადაააამ:

კეტები 6pm-დან. ჩემი პირველი ონლაინ შენაძენი, რომელიც ძალიან მიყვარს და ხარისხითაც კმაყოფილი ვარ :) სულ დამიჯდა 48 ლარი!

კეტები online

ამ სურათში უკვე ჩემს ფეხუცაზეა (თუ 10 ზომას ფეხუცას ვუწოდებთ : )))

ეს ჩექმა ერთი თვის წინ გამოვიწერე urbanog-დან. ძალიან მალევე ქუსლებთან აიქერცლა ანუ დიდი ხარისხიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ 60 ლარად მაინც მშვენიერი შენაძენია:

chekma

თვის ბოლომდე კიდევ ახალ ”ტავარს” :) ველოდები.

Advertisements

10 thoughts on “online shopper

  1. ხო ის კეტები ვიცოდი და აი კაბაზე და ვარდისფერ ფეხსაცმელზე გადავირიეე <3 nice.. : )
    p.s. მეც სულ მინდა გამოვიწერო, მაგრამ თავი ვერ მოვაბი :|

  2. კაბას ყველაზე განსაკუთრებულად ველოდები. თან ცოტა მეშინია კიდეც, პირველად ვიწერ ტანსაცმელს და რომ არ მომერგოს გული დამწყდება :(
    გამოიწერე აუცილებლად, ძაან მაგარი პროცესია ჯერ შერჩევა და მერე რამდენიმე დღიანი ცდის შემდეგ გულისფანცქალით რომ ხსნი ფუთას : )))

  3. შერჩევის პროცესი უკვე დამუღამებული მაქვს :D მაგრამ არასდროს ისე არ გავგიჟებულვარ რამეზე რომ გამომეწეა. თან მეც იმის შიში მაქვს სულ რო არ მომერგოსთქო. რომელი საიტებიდან იწერ?

  4. ჯერჯერობით ამ ორი საიტიდან, რაც ავღნიშნე: 6pm.com და urbanog.com. ეხლა კიდევ forever21-ს დავადგი თვალი და შემდეგში მაქედანაც გამოვიწერ რამეს.
    ზომებს რაც შეეხება, ყველგან არის საიზჩარტები და ფეხსაცმლის გამოწერა ძაან ადვილია, მე ორივე იდეალურად მომივიდა. აი, ტანსაცმელს პირველად ვიწერ და ვნახოთ :ჵ

  5. მგონი, იმ კვირაში უკვე ჩემთან იქნება <3 ვეკო, შენ რა ქენი, გამოიწერე ფეხზე რამე?

    • ე.ი. კაბა ღირდა 18$. მე ფეხსაცმელთან და ბლესკთან ერთად გამოვიწერე, ამიტომ ცალკე კაბის ღირებულებას ჩამოტანიანად ზუსტად ვერ გეტყვი :( საიტზე გადასასვლელად დააჭირე აქ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s