why do all good things come to an end?

ჩემები უყურებდნენ რაღაც ქართულ ფილმს, არ ვიცი რა ქვია… მედეა ჯაფარიძე თამაშობს, მხატვარი ქმარი რომ ჰყავს. ჰოდა, ერთ ეპიზოდს შევესწარი, რაღაცის გამო იკამათებენ და ქმარი ეუბნება: ”შენ გინდა ყოველი დღე ჯვრისწერისას გავდეს, მაგრამ ეგრე ვერ იქნებაო”.

რატომ?

რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს, უფრო სწორად წყვილებს, რომ შეინარჩუნონ ისეთი ურთიერთობა, როგორიც ის დასაწყისში იყო? იმის მაგივრად, რომ უფრო და უფრო ზრუნავდნენ ერთმანეთზე, უფრო მეტად ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ”თავის მოწონებას”, ყველაფერი უკან რატომ მიდის?

იმიტომ ხომ არა, რომ თავიდან ყველაფერი ყალბია? იქნებ მართლა ”თავს აწონებენ” და სინამდვილეში არ არიან ასეთი თბილები, ყურადღებიანები, მზრუნველები…

ძალიან გამიხარდება, თუ ვინმე შემოვა და იტყვის, რომ ყოველთვის ასე არ ხდება… მაგრამ ცოტათი გულიც დამწყდება, იმიტომ რომ ჩემს შემთხვევაში სულ ასე იყო და ახლაც ასეა :(

Advertisements

9 thoughts on “why do all good things come to an end?

  1. ვგიჟდები მაგ ფილმზე “მზე შემოდგომისა” <3

    ალბათ მართალია, შეუძლებელია ყველა დღე ჯვრისწერისას გავდეს :| და შეიძლება ეს ცოტა მომაბეზრებელიც იყოს : )

  2. ვიცი ეგ ფილმი, “მზე შემოდგომისა”. არ მგონია ყოველთვის ეგრე იყოს.

  3. რა თქმა უნდა, ყოველი დღე შეყვარებულობის დროსაც არაა ისეთი კარგი, როგორიც შეიძლება უნდა იყო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ.

    მაგრამ დიახაც, შესაძლებელია, რომ ვეცადოთ და უკეთესი გავხადოთ ქორწილის შემდეგაც ურთიერთობა. რაღაცა კომუნისტური ლოზუნგებივით გამომდის ეს კომენტარი, მარა რავი, მე ასე ვფიქრობ .

    ხოდა, ამაზე კიდე ბევრს ვილარპაკებდი რეალში : D

  4. გრძნობებიც იცვლება…

    როცა საქმე ოჯახს ეხება ის სიყვარულის გარდა უკვე სხვა საზრუნავიც ჩნდება და შესაბამისად ყოველი დღე ვერ იქნება ისეთი როგორიც ჯვრისწერიაა… ჯვრისწერის დროს ხომ ამრტო სიყვარულია და მარტო ბედნიერებაა?

    თანაც მოსაბეზრებელი იქნებოდა

  5. Archilly says:

    არ შეილება ყოველი დღე ახალი წელივით ლამაზი რომ იყოს? :)

    იგივე ლოგიკით იგივე კითხვას დავსვავ და ყველა მეტყვის
    -“არა”

    ახალი წელი იმიტომაა ისეთი ლამაზი რომ სიტუაციაა თითონ ისეთი :)

    ასევე ჯვრისწერაც :) თვითონ შეგრძნება იმისა რომ შენ იწერ ჯვარს იმ ადამიანზე რომლიც გიყვარს,აი ეს ქმნის მთელ სილამაზეს :)

    ყველაფერს თავი დავანებოთ,და აი დეტალებში რომ ჩავძვრეთ და დავწვრილმანდეთ,ჯვრისწერა როცა ხდება მაშინ ყველაფერი მეორე პლანზე ინაცვლებს,ეს შენი დღეა და ვსო :)
    ყოველდღე რომ ყველაფერი მეორე პლანზე გადაანაცვლო,სამსახური,სწავლა,მეგობრები,მშობლები,შენი პირადი პრობლემები,და ბევრი სხვა სიძნელეები,პრობლემები თუ პრსოტო საქმეები….საბოლოოდ ბომჟად დაამთავრებ ცხოვრებას :)

    წლების მერე წყვილები აღარ არიან ისეთი თბილები და კარგები,ასეა ხო? :)

    აი მაგალითად ახალ ტანსაცმელს რომ იყიდი,ზუსტად იმას რომ იყიდი რაც შენ გინდა ხო ძალიან გიხარია?მარა გადის დრო და კი გსიამოვნებს იმ ტანსაცმლის ჩაცმა,შეილება ისე გსიამოვნებდეს რომ სხვა ტანსაცმელი არც მოგინდეს(მე მახასიათებს ეგეთი რამე სხვათაშორის :D ) მაგრამ ისეთი აღფრთოვანებული და გახარებული აღარ ხარ ,იმიტორო შენთვის ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია :)))

    არანარიად არ ვადარებ ადამიანს ტანსაცმელს,მე იმის თქმა მინდა რომ ეს ჩვეუელბრივი ადამიანური ამბავია :) და ნორმალურია და სულაც არ ნიშნავს რომ ერთმანეთი მობეზრდათ ან არ არიან ამ ურთიერთობით ბედნიერნი და კმაყოფილნი,არ ნიშნავს რომ სხვა ვინმე არის საჭირო,რომ ყველაფერი გაქრა.ყველაფერი არის,სიყვარულიც,მონატრებაც,ერთად ყოფნის სურვილიც,მაგრამ სიტუაციაა უკვე სხვა :) პრობლემებია სხვა,უბრალოდ ეს უვკე სიახლე არაა და ვსო :)

  6. ვაიმე : ))) არჩილ, შენ ცალკე პოსტი დაწერე და მადლობა : ))) პრინციპში, გეთანხმებით, მაგრამ ჩემნაირი მეოცნებე გოგოებისთვის ალბათ ცოტა რთულია ამ ყველაფრის გაანალიზება :))

  7. batukela says:

    აი მაგ ფილმს, ბოლომდე თუ უყურებ, ქმარი ისეთ სიტყვებს ამბობს, რომ მიხვდები რატომაც ხდება მასე.. უბრალოდ ის სიტყვები, რომელიც ბოლოს უთხრა, იმ ქალს არ გაუგია.

    მეც შენსავით მეოცნებე ვარ ალბათ. და ცუდია ამას რომ ოცნებას ვარქმევთ. მაგრამ იცი რა? ეს ძალიან ლოგიკური რამაა.
    ყველაფერი ახალი გახარებს, მთელი არსებით გიხარია.. მაგრამ ის ახალი მუდამ ვერ იქნება.. დროთა განმავლობაში ძველდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ გძულდება ან აღარ გიყვარს?
    გიყვაარს, შენთვის შენს გულში, მაგრამ აღარ გამოხატავ ისეთი სიხშირით.. ისეთი სიძლიერით.

    ყოველი დღე ჯვრისწერას რომ ჰგავდეს, აღარც ვინატრებდით რომ ჰგავდეს. იმიტომ რომ ის ისაა. რაღაც სხვა და განსხვავებული, ის იმიტომაა სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი და ძვირფასი, რომ ერთხელაა : )

    ამიტომ უნდა ეცადო, რომ ყოველი დღე იყოს განსხვავებული, ერთხელ.. განუმეორებელი პირდაპირი მნიშვნელობით, რომ მოგინდეს კიდევ და კიდევ უფრო მეტის ნახვა მასთან ერთად..
    ასე ხდება წყვილებში ერთი სული გაქვს, იყო იმ შენს ერთადერთთან, ამისთვის რას არ აკეთებ და ბოლოს ხედავ უღიმღამო იერსახით მომავალ ბიჭს და გოგოს. ხელიხელჩაკიდებული და უემოციო.. აი ეს მკლავს.

    ადამიანი თვითონ ქმნის თავის ცხოვრებას. 2 ადამიანიც თავის სამყაროს უნდა ქმნიდეს, აარა ცალ-ცალკე თავ-თავისი ღირებულებებით არამედ, ერთი საერთო ღირებულებით. და ამის შემდეგ, არც ერთს არ მოუნდება იმ თავისი შექმნილი ცხოვრების დატოვება.

    ია ტაკ დუმაიუ

    ან არადა, სხვა კუთხით თუ მივუდგებით, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა : )))
    გკოცნი გოგონი:*

  8. batukela says:

    უი, ახლა წავიკითხე არჩილის პოსტი და დაახლოებით იგივე დავწერე მეც : ))))

    • ნიინ, ძაან დიდი მადლობა ასეთი ვრცელი და საინტერესო კომენტარისთვის :* კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბლოგზე : )))
      ეს პოსტი ცოტა აღელვებულმა დავწერე, მერე კი აღმოვაჩინე, რომ ვეთანხმები თქვენს მოსაზრებებს : )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s