პირველი დღე პიარ სკოლაში და სხვა

17 იანვრის პოსტში აღვნიშნე, რომ ვიყავი გაუს პიარ სკოლაში ღია კარის დღეზე.  ერთი საათის წინ დავბრუნდი პირველი ლექციიდან, რომელიც ჩაგვიტარა თეა გველესიანმა და ეხებოდა ეფექტურ კომუნიკაციებს. რა თქმა უნდა, პირველი ლექცია უფრო მეტად გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა რადგან კომუნიკაციებს ეხება საქმე თემატურად კარგად ჩაჯდა ჩვენ მიერ საკუთარი თავის წარდგენაც და ამ საკითხის უფრო პროფესიულ ჭრილში განხილვის საშუალებაც მოგვეცა.

მოკლედ, ამდენი რომ არ ვილაპარაკო, პირველი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია. მომეწონა ლექტორიც და ჯგუფიც. იმედია, ყველაფერი ასე გაგრძელდება. მე ხომ თავიდან სულ ენთუზიაზმით ვიწყებ, მაგრამ მერე მბეზრდება ხოლმე :(

ასე რომ, მომავალი 3 თვის განმავლობაში კიდევ მოგიყვებით საინტერესო ამბებს. დარწმუნებული ვარ, ეს კურსი რაღაცას შეცვლის ჩემს ცხოვრებაში…

სხვა რა? – ხვალ ბოლო გამოცდას დავწერ და მშვიდად ამოვისუნთქავ (დიდად არც ახლა ვღელავ, მაგრამ მაინც :) ჰო, კიდევ, ნოდო თურქეთშია გასტროლზე და ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა <3 მმ… მორჩა, დროებით!

Advertisements

5 thoughts on “პირველი დღე პიარ სკოლაში და სხვა

  1. წარმატებებს გისურვებ, იმედია ეს 3 თვე მაინც დაიწყებ და დაასრულებ ისე რომ არ მოგბეზრდება <3 თანაც საკმაოდ საინტერესო ტემატიკაა… მოკლედ აბა შენ იცი, მე მჯერა შენი

  2. cruella says:

    რა კარგია რო მოგეწონა წარმატებებს გისურვებ კურსებზეც და ბოლო გამოცდაზეც :*

    • დიდი მადლობა, ნათიებო :*:* მეც წარმატებებს გისურვებთ, თქვენც და საკუთარ თავსაც : ))

  3. წარმატებებიი :* მართლა მაინტერესებს პიარ სკოლის ამბები, მეც მინდა მერე და მომამარაგე ხოლმე :D

  4. მოგამარაგებთ აუცილებლად. დღეს მეორე ლექცია მქონდა და კიდევ უფრო მომეწონა : ))) ასე რომ, ამ ეტაპზე ნამდვილად ვუწევ რეკომენდაციას : )))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s