დევნილებთან გატარებული ღამე

ვზივარ და ვფიქრობ, რა დავწერო იმაზე, რაც გუშინ ვნახე და ვიგრძენი…

უკვე 4 თვეა ასე, ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ და არც იციან, ამას ბოლო როდის მოეღება. ხანდახან ძალიან შიათ, ამ დროს კი ”ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს” თანამშრომლები საკვები პროდუქტებით დატვირთულები მშვიდად და გულგრილად უვლიან გვერდს.

შეშა არ ყოფნით, კარვებში წვიმა ჩასდით, მათი მინისტრი კი შორიდან უთვლის: ”არაუშავს, არც ისე ცივი ზამთარიაო”.

ვხედავთ, რომ  ახალგაზრდების იმედი აქვთ და ჩვენი იქ ყოფნა მათ ენერგიასა და იმედს მატებს. ღამეს მათთან ერთად იმავე პირობებში ვათევთ და ვხვდები, რომ ძალიან მიჭირს, რომ ჩემი თბილი სახლი და საწოლი მენატრება.

მათ კარვებში სიჩუმეა. ალბათ, ყოველი მათგანი საკუთარ სახლზე ფიქრობს. სახლზე, რომელიც უკვე მერამდენედ წაართვეს…

რა შეგვიძლია ჩვენ:

  • პირველ რიგში,  ყველგან გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რადგან ძალიან ბევრმა არ იცის თუ რა ხდება უკვე 4 თვეა;
  • შესაძლოა ყველამ ვერ მოახერხოს მათთან ერთად ღამის გათევა, მაგრამ მხარდაჭერის გამოხატვა დღისით მისვლით და მონახულებითაც შესაძლებელია;
  • ასევე, შეძლებისდაგვარად მივუტანოთ ის ნივთები თუ პროდუქტები, რაც მათ ასეთ პირობებში გამოადგებათ. (მაგალითად, შეშა, გაციების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი წამლები, მატრასები, საბნები, არამალფუჭებადი საკვები და ა.შ.)

მე მართლა მჯერა, რომ შესაძლებელია ამ ადამიანების ცხოვრების შეცვლა. უბრალოდ, მიდით მათთან და თქვენი თვალით ნახეთ, თუ როგორ პირობებში უწევთ არსებობა. ბოლოს მინდა მეც, თიკოს პოსტში წაკითხული სიტყვებით დავასრულო, რომლებიც პატრიკ ნიმოილერს ეკუთვნის:

”როდესაც ისინი (ფაშისტები) კათოლიკეების დასაჭერად მოვიდნენ ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვიყავი. ….როდესაც მათ სოციალ-დემოკრატები აიყვანეს მაშინაც დუმილი ვარჩიე, რადგან არც სოციალ- დემოკრატებთან მქონდა საერთო. …. ხმა არ ამომიღია არც მაშინ, როდესაც პროფკავშირები დაატუსაღეს – მათგან არავის ვიცნობდი. …. ებრაელი არ ვარ და არაფერი მითქვამს როცა ამის შემდეგ ყველა ებრაელი დააპატიმრეს… ხოლო როცა ჩემს დასაპატიმრებლად მოვიდნენ აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო”

Advertisements

10 thoughts on “დევნილებთან გატარებული ღამე

  1. მართლა ძალიან მძიმეა და ჩვენ როგორც შეგვიძლია უნდა შევუმსუბუქოთ
    : )

  2. ძალიან კარგი პოსტი იყო, ემოციური და ამასთან რეალობის ობიექტურად ამსახველი. პოსტის ბოლოს დართული სიტყვები ძალიან მიყვარს.

  3. saba says:

    დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი მეც, მათთან ცოტა ხნით საცხოვრებლად, სად ხარ? ანუ რომელ დასახლებაში?

  4. DreaMar, მადლობა. ეგ სიტყვები მე პირველად გავიგე აღნიშნული პოსტიდან და ძალიან მომეწონა :)
    საბა, პავლოვზე არიან, ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში. ალბათ fb გაქ, ჰოდა გაწევრიანდი ჯგუფში ”ერთი ღამე კარავში დევნილებთან ერთად” და იქ გაიგებ უფრო დაწვრილებით ყველაფერს :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s